კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოდის მეტრის ახალი კოლექცია: „ლანვინმა” აქცენტი ეროტიკულ საღამოს კაბებზე გააკეთა







ანა სარალიძე

როგორ შეიძლება, რომ დააკმაყოფილო თანამედროვე ქალბატონების მოდური მოთხოვნები, მათი სურვილები, მათი ველური აღტკინება, როდესაც ხედავენ რაღაც ახალს და ტანზე მისი მორგება უნდათ? – ეს ის თავსატეხია, რომელიც ოცდამეერთე საუკუნის დიზაინერებს ყველაზე მეტად აწუხებთ და რომლის ამოხსნასაც ძალიან იშვიათად ახერხებენ. ამ ჭიდილს ზოგი ჭკუიდან გადაჰყავს, ზოგი კი ძალიან იოლ გამოსავალს პოულობს: თავს სირაქლემასავით ყოფს ქვიშაში, უკან იხევს და ძალიან მარტივ ფორმულას იყენებს, რომელსაც მოდაში „რეტროს“ გამოყენება ჰქვია. მაგრამ, არსებობს მესამე ვარიანტი, მესამე კატეგორია, რომელშიც ალბერ ელბაზის კალიბრისა და მოცულობის (რა თქმა უნდა, მის წონას არ ვგულისხმობთ) დიზაინერები შედიან, რომელთათვისაც ეს ამოცანები და სირთულეები ყველაზე დიდი აზარტია. „ამ დროს მოდა ხვდება, რომ რაღაც ახლის დაბადების წინაშეა. შემოდგომა-ზამთრის კოლექციის წარმოდგენისას მან დანის პირზე გაიარა,“ – სწორედ ასეთი იყო მოდის კრიტიკოსების შეფასებები. დანის პირი, ან რეტროს სტილს მიაკერებდა დიზაინერს, ან, მართალია, ახალი, მაგრამ მდარე ჩვენების მომსწრენი გავხდებოდით. მაგრამ, არც ერთი მოსაზრება არ გამართლდა! ელბაზმა წარმოადგინა კოლექცია, რომელშიც იდეალურად იყო დაბალანსებული ქალაქის არქიტექტურული სისადავე და აფრიკული ტომების ფესვებიდან აღებული გრანდიოზული სამკაულები, რომლებიც პირდაპირ ფეთქდებოდა სადა პალტოებზე, კოსტიუმებსა თუ კაბებზე.

შოუს წინ ალბერ ელბაზი ერთგვარი დილემის წინაშე დადგა, რომელიც მას უნდა გადაეჭრა.

„ქალები ითხოვენ სამოსს, რომელიც მამაკაცის კოსტიუმის სტილში არის შეკერილი; მათ მოსწონთ მასკულინური კერვის ხერხები და სტილი, მაგრამ, ამავე დროს, უნდათ, სამოსში სუსტად და ნაზად გამოყურებოდნენ. მათ უნდათ დღის სამოსი, მაგრამ ყიდულობენ საღამოს კაბებს. ახალ კოლექციაში გავაკეთე ძალიან ბევრი დრაპირებული ნივთი, მაგრამ ახლა ეს თითქოს ზედმეტად მოეჩვენათ. ეს მოდის „პერედოზირებაა”, – ამბობდა ალბერ ელბაზი. მის გულში ცვლილებები სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც სტუდიიდან წასული, ის გაეროს ოფისში მივიდა, რათა უფრო დეტალურად გაეგო თავისი როლის, როგორც „უნისეფის“ კეთილი ელჩის შესახებ. სწორედ ამ დროს გაეხსნა მას გონება და მიხვდა, რომ უნდა შეექმნა სამოსი, რომელიც იქნებოდა ერთი მხრივ მის ტრადიციულ ქალაქურ სტილში და, პარალელურად, დააფიქრებდა მას და მის თაყვანისმცემლებს აფრიკაზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ აფრიკაა დიზაინერის სამშობლო.

კავშირი ამ ორ მიმართულებას შორის საოცრად საინტერესო იყო. ელბაზის ჩვენება იქცა უკიდეგანო ქალურობის კიდევ ერთ ესსედ. დღის საათები „ლანვინის“ ქალისთვის შედარებით მკაცრი სილუეტებით იწყება: რბილი, არაპრიალა ქსოვილების გამოყენებით და სწორი ხაზებით ელბაზმა შექმნა ულამაზესი საქმიანი ქალი; ამ ყველაფერს არბილებდა დრაპირებული კაბები და პალტოები. მხართან შეჭრილი მინაკეცები, ქალური ელემენტები და დეტალები – ეს უკვე კოლექციის მეორე ეტაპი იყო. საღამოს მოახლოებასთან ერთად, ელბაზის ქალები გაცილებით სექსუალურები, მიმზიდველები და იდუმალები გახდნენ. ეროტიკული მაქმანები, გამჭვირვალე „სტრაუსი“ და უზარმაზარი, მბრწყინავი სამკაულები ერთიანობაში აღფრთოვანებას იწვევდა. ერთი სიტყვით, „ლანვინმა“ მოახერხა სეზონისთვის პატივის მიგება და ერთგვარი გარანტიაც მისცა საზოგადოებას, რომ ის კიდევ დიდხანს და ბევრს ილაპარაკებს მოდაზე.


скачать dle 11.3