კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ალექსანდრე კვიტაშვილი ნოე ჟორდანიას ოჯახის სიძე და რატომ გახადა ის ცოლმა ამტანი







თამუნა სამადაშვილი

ალექსანდრე კვიტაშვილი 2011 წელს უნივერსიტეტის რექტორის საპატიო ტიტულით შეხვდა – ჯანმრთელობის დაცვის ყოფილ მინისტრს ახალ ამპლუასთან მორგება არ უჭირს. აქ არა მხოლოდ სტუდენტობის წლები გაატარა, უნივერსიტეტთან გენეტიკურადაც არის დაკავშირებული – მისი ბაბუა უნივერსიტეტის ცნობილი პროფესორი იყო. ახალმა ამპლუამ ალექსანდრე კვიტაშვილის ცხოვრება საგრძნობლად შეცვალა – ახლა უკვე მეოჯახე კაცის ცხოვრებისთვისაც მოიცალა და იმასაც ინაზღაურებს, რაც ბოლო წლებში ყველაზე მეტად აკლდა.

– ბატონო ალექსანდრე, გილოცავთ უნივერსიტეტის რექტორობას, ეს ძალიან საპატიო ტიტულია. რატომ გააკეთეთ ეს არჩევანი, რატომ მაინცდამაინც უნივერსიტეტი?

– მადლობა მოლოცვისთვის, მოდი, ასე ვთქვათ და რატომ არა? ან ვის არ უნდა უნივერსიტეტის რექტორობა? ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მძიმე ტვირთი და მუდმივად სტრესის ქვეშ ყოფნა, რადგან აქ მეტად სკურპულოზურად გიყურებს ყველა – ჯობია იყო წარუმატებელი მინისტრი, ვიდრე წარუმატებელი რექტორი. უნივერსიტეტი მარტო უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ხომ არაა, ეს ნებისმიერი ქართველისთვის, ბევრად მეტია. უნივერსიტეტთან ბევრი სიმბოლოა გაიგივებული. ეს ყველაფერი გაცნობიერებული მქონდა, როცა არჩევანი გავაკეთე. მაქვს ამბიცია, რომ უნივერსიტეტისთვის მაქსიმალურად ბევრი რამ გავაკეთო. მზად ვარ, გავიღო ის მსხვერპლიც, რაც ამ საქმეს სჭირდება სირთულეების გარეშე, წამოწოლილ მდგომარეობაში არაფერი არ გამოდის. ჩემთვის უნივერსიტეტი არ არის მარტო სამუშაო ადგილი – სამსახურში რომ მიხვალ და წამოხვალ. ამ სამსახურს სხვა ემოციური დატვირთვა ახლავს. ამ პასუხისმგებლობას ზრდის ის გენეტიკური და სხვა კავშირები, რაც უნივერსიტეტთან მაქვს.

– ადრე გქონდათ კავშირი უნივერსიტეტთან?

– უნივერსიტეტში მუშაობდა ბაბუაჩემი, შოთა მესხია, ის საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი და ისტორიის ფაკულტეტის დეკანი იყო. მის ხელში გაიარა უნივერსიტეტის საკმაოდ ბევრმა თაობამ. უნივერსიტეტში მუშაობდნენ ჩემი დეიდები. აქ ვსწავლობდი მე თავადაც. ასე რომ, აქაურობასთან ძალიან ახლო კავშირები მაქვს. ახლა, რა თქმა უნდა, განსხვავებული განცდით ვარ, ვიდრე მაშინ, როცა უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი. იმის მიუხედავად, რომ ჩემი სტუდენტობა საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვა, ის წლები ძალიან კარგად მახსენდება. უნივერსიტეტი იყო მიზიდულობის წერტილი, ერთადერთი ადგილი, სადაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი. იმის მიუხედავად, რომ მთელი კურსი მიტინგებზე დავრბოდით, ლექციებს მაინც არ ვაცდენდით. ისეთი ხალხი მასწავლიდა, გამორიცხული იყო მათ ლექციებს არ დასწრებოდი. ფრიადოსანი სტუდენტი ვიყავი, თუმცა იძულების წესით, მიწევდა ისეთი ნაგვის სწავლა, როგორიც იყო მეცნიერული კომუნიზმი და პარტიის ისტორია. ორი წელი გვტანჯავდნენ ამ საგნებით. ამის მიუხედავად, უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე.

– ის წითელი დიპლომი გამოგადგათ?

– ფერის თუ ხარისხის მხრივ (იცინის)? დიპლომი სახლში მაქვს სადღაც შენახული – არ იყო ისეთი ლამაზი, როგორსაც ახლა ვაძლევთ უნივერსიტეტის სტუდენტებს. მას ვერც კედელზე ჩამოკიდებდი და ვერც ვერსად, რამდენიმე ასლი გავაკეთე, რომ არ დამკარგვოდა და მის ასაღებად არ მერბინა თავიდან. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში საჯარო მართვის მაგისტრის წოდებაც მივიღე, მაგრამ ჩვენი უნივერსიტეტის დიპლომს მაინც სხვა წონა აქვს. მერე ჩამოვედი თბილისში, 1993 წელს დამთავრდა ჩემი ფორმალური განათლების ეპოქა (იცინის).

– როგორც ვიცი, უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული თქვენი პირადი ცხოვრებაც. აქ გაიცანით ნოე ჟორდანიას შვილიშვილი?

– თუ ნოე ჟორდანიას უკავშირებთ უნივერსიტეტს, ეს სხვა თემაა. ისე, ჩემი და ნიკოლის ურთიერთობა დაიწყო თბილისში. მე აქ იმავე ორგანიზაციაში ვმუშაობდი, რომელშიც ნიკოლი, ოღონდ ის ვაშინგტონში იყო. ჩემს მომავალ მეუღლეს უფრო ადრიდანაც ვიცნობდი. ჩემი მეგობრის დედა ასწავლიდა ქართულს და მეც ხშირად ვიყავი იქ. ნიკოლი ამერიკაში გაიზარდა, მაგრამ თინეიჯერობის ასაკში, როცა თავისი წარმომავლობა გაარკვია, საქართველოში ჩამოდიოდა ხოლმე და ენის შესწავლასაც შეუდგა. იმ პერიოდში დაიწყო ჩვენი ისტორია და დავქორწინდით კიდეც.

– ამერიკელი ქალის თბილისში „გადმობირება” არ გაგიჭირდათ?

– სანამ ამერიკაში წავიდოდით, რამდენიმე წელი საქართველოში ვცხოვრობდით. ასე რომ, მერე იმ გარემოში დაბრუნება, რომელიც ჩვენთვის ახლობელი იყო, ნამდვილად არ გაგვჭირვებია. იმის მიუხედავად, რომ ნიკოლი ამერიკაში გაიზარდა, თვისებებით ნამდვილი გურულია. გურულის გაევროპელება ან გაამერიკელება, გამორიცხულია. ამას, ალბათ, რამდენიმე თაობა დასჭირდება. სტალინმა კი თქვა, გენეტიკა არ არსებობსო, მაგრამ გენეტიკა ძალიან ძლიერი რამ არის.

– თქვენმა გენმა ვერ გაჭრა გურულზე?

– ჩემი რაჭული ამტანობა ჭრის (იცინის). მე ძალიან საინტერესო „ნაზავი“ ვარ – რაჭველის, იმერელისა და მეგრელის. მგონი, ჩემში ყველაზე მეტად რაჭული ხასიათი ჭარბობს. მეგრულს და იმერულსაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ჩემზე. როცა ზედმეტ ჰიპერრეაგირებას ვახდენ, ეს მეგრულის დამსახურებაა, მაგრამ ბოლოს, გადაწყვეტილების მიღების დროს, რაჭული მარჯვობს ხოლმე. ეს სამი გენი მშვენივრად ერწყმის ერთმანეთს. ამას გარდა, სამივე სვამს ვისკის, რაც მეც ძალიან მიყვარს. ეს ალბათ, იმის დამსახურებაა, რომ ვისკი რაჭველის მოგონილია. თავის დროზე ირლანდიაში ჩასულმა რაჭველებმა გააკეთეს.

– ცნობილი ქართველი ემიგრანტების სიძე ხართ, როგორი ურთიერთობა გაქვთ სიდედრ-სიმამრთან?

– ჩემს სიდედრი, სამწუხაროდ, გარდაცვლილია, სიმამრთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს. რეჯები ცხოვრობს ნიუ-იორკში, ძალიან აქტიური კაცია, თბილისშიც ხშირად ჩამოდის. როცა ამერიკაში ვართ, მასთან ვრჩებით ხოლმე. ამ ზაფხულსაც ვესტუმრეთ. მე და ნიკოლს საკუთარი სახლი არც ამერიკაში გვაქვს და არც თბილისში. ჯერ კიდევ ახალგადმოსულებად მიგვაჩნია თავი და ალბათ, ვიზრუნებთ ამ საკითხზეც, დროებით ჩემს მშობლებთან ვცხოვრობთ.

– თქვენი მეუღლე სად მუშაობს?

– ნიკოლი ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორია. ამაში მე არანაირი წვლილი არ მიმიძღვის. საერთოდ, პროტექცია და ასეთი რაღაცეები არ გამომდის. როგორც მეუბნებიან, ნორმალურად თხოვნა არ ვიცი. ძალიან არ მიყვარს სამსახურთან დაკავშირებული თხოვნები. როცა მინისტრი ვიყავი, ნიკოლისთვის სამსახურის მოძებნა პრობლემაც კი იყო. მთავრობის წარმომადგენელი ვიყავი და მისი თეორიით, რომელიც ჩემზეც ვრცელდებოდა, შეიძლებოდა, ინტერესთა კონფლიქტში აღმოვჩენილიყავით. იმ პერიოდში, როცა მე მინისტრი ვიყავი და ოჯახისთვის საერთოდ არ მეცალა, ნიკოლი, თავისი რეჟიმიდან გამომდინარე, აქტიურად არ იყო დაკავებული. უფრო მეტად ზრუნავდა ბავშვზე, რომელსაც სულ ვაკლდით. ამერიკაში მეც ვმუშაობდი და ნიკოლიც, ბავშვი ძირითადად ძიძასთან იყო ხოლმე. ახლა მეც შევუერთდი ნიკოლს. მინისტრობასთან შედარებით, ბევრად უფრო წყნარი ცხოვრება მაქვს. მინისტრობისას 24-საათიან რეჟიმში მიწევდა მუშაობა. სულ 5-6 საათი მეძინა, საერთოდ, უძილობა ძალიან მღლის და მფიტავს. ისე მაკლდა გამოძინება, ავტომანქანაში პატარა ბალიში მქონდა და მშვენივრად ვიძინებდი ხოლმე (იცინის). ახლა ბევრად მეტი დრო მაქვს ოჯახისთვის, ბავშვთან ურთიერთობისთვის. ისეთ ასაკშია, ჩემთან ერთად გატარებული პერიოდი მის ცნობიერებაში სხვაგვარად აისახება. ჩვენს აივანზე ერთად ვთამაშობთ ყველაფერს – ომობანათი დაწყებული ფეხბურთით დამთავრებული. ვცდილობ, გამოვნახო დრო ნათესავებთან ვიზიტებისთვის, რაც ადრე ჩემთვის ფუფუნება იყო. ვცდილობ, ავინაზღაურო ის, რაც მაკლდა. ამ კვირაში კინოშიც კი მინდა, წავიდე ბავშვთან ერთად. 20 წელია, რაც საქართველოში კინოში არ ვყოფილვარ.

– საკმაოდ დიდხანს მოგიწიათ მუშაობა სამედიცინო სფეროში. თქვენგან უდიპლომო ექიმი მაინც არ დადგა?

– იმის მიუხედავად, რომ დედაც და მამაც ექიმები მყავს, თავის დროზე, ხაზგასმით ვთქვი უარი მედიცინაზე. თუმცა, მგონი, შეცდომა დავუშვი. ვფიქრობ, ჩემგან კარგი ექიმი დადგებოდა. ეს მაშინ აღმოვაჩინე, როცა სამედიცინოზე ჩამბარებელი აღარ ვიყავი. ნემსის გაკეთება და წნევის გაზომვა ვიცი. თუმცა, ეს ყველამ უნდა იცოდეს, არა მხოლოდ ექიმების შვილმა.

– როგორი მეოჯახე ხართ, ხელმარჯვე როგორც ყველა რაჭველი მამაკაცი?

– თავის ქებას ვერ დავიწყებ, მაგრამ წლების განმავლობაში მარტო ცხოვრებამ, საკუთარი თავის მოვლა და გამოკვება მასწავლა. ახლა, რა თქმა უნდა, სადილებს არ ვაკეთებ, მაგრამ იყო დრო, საფუძვლიანად შემეძლო საჭმელების გაკეთება. როგორც წესი, ყველა სტუდენტი ცდილობს, მაქსიმალურად გაიყვანოს დრო, რომ არ იმეცადინოს, მე მარტო საკუთარი კი არა, უცხოელი მეგობრების კვებაზეც ვზრუნავდი თბილისიდან წაღებული რეცეპტებით და სუნელებით. ყველა ქართველი აკეთებს ამ სისულელეს, ვინც უცხოეთში სწავლობს. მაგრამ, მე ვფიქრობ, ამერიკაში ხინკლის და ხაჭაპურის გაკეთების მცდელობა, დიდი სისულელეა. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ნიგვზიან ბადრიჯანს ნიგვზისა და ნივრის გარეშე რომ გააკეთებ, რა გამოვა? ინსტრუქციებით ყველაფერი გამოდის, მაგრამ ინსტრუქციებს ინგრედიენტებიც სჭირდება (იცინის).




скачать dle 11.3