კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თინა კანდელაკი “დებილებს„

არ ელაპარაკება







სალომე გველესიანი

როგორც ჩანს, უცხო პირთა ზარები, სხვადასხვა საინტერესო შემოთავაზებით მამაკაცების მხრიდან, არა მხოლოდ ცნობილ ქართველ ლამაზმანებს აწუხებთ. მეტიც, ეს ქართველი კაცების სენი არ ყოფილა, როგორც ჩანს, სასურველ ქალთან დარეკვა და სხვადასხვა ბგერების გამოშვება საერთო კავკასიური სენია, რომელმაც რუსეთამდეც ჩააღწია. ამ ფაქტმა უკვე თინა კანდელაკიც კი აღაშფოთა, რომელმაც საკუთარ ბლოგზე დადო პოსტი, რომელიც ტელეწამყვანის სულის ნამდვილი ამოძახილი იყო. ბლოგზე განთავსდა ის ნომრები, რომლებიდანაც თინას ურეკავენ დღის სხვადასხვა მონაკვეთში, მათ შორის ღამით და ხშირ შემთხვევაში, ხმას არ იღებენ. სასურველ ქალთან კავშირს, მხოლოდ ხაზის მეორე ბოლოდან წამოსული ოხვრითა და კვნესით ამყარებენ. თინას დაჟინებული ალოს შემდეგ კი ტელეფონს თიშავენ. „რა შეიძლება გააკეთო, როდესაც დებილები გირეკავენ? ღამით კიდევ შეიძლება ტელეფონი გათიშო, მაგრამ დღის განმავლობაში რა შეიძლება მოიმოქმედო?” – წერს აღშფოთებული კანდელაკი, სხვათა შორის, „ტატლერთან” ინტერვიუში. ეს მაშინ, როცა ჟურნალისტს დაენანა თინას გრანდიოზული აივანი და აღნიშნა რა ცუდია, მოსკოვში ვერტმფრენის შემოსვლა რომ იკრძალება. არადა, რამდენი მსურველია თინას საკუთარი ვერტმფრენი გაუგზავნოს ნებისმიერ ადგილას წასაყვანადო. ამაზე თინამ უპასუხა: „ყველას თავად გავუგზავნი ვერტმფრენს, ოღონდ აღარ დარეკონ!”


скачать dle 11.3