კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“ფეშენ გრუპმა„ პოდიუმი ქველმოქმედებისთვის გამოიყენა







სალომე გველესიანი

კომპანია „ფეშენ გრუპის” ორგანიზებით „შერატონ მეტეხი პალასში” გრანდიოზული, საახალწლო, საქველმოქმედო შოუ-ჩვენება გაიმართა. პროექტის სახელწოდება იყო „არავითარი შეზღუდვა მომავალს”. საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობდნენ: „ბასტი-ბუბუ”, მოდის სახლი „ლაურა”, სამხატვრო აკადემია და ფონდი „ხელოვანები თანადგომისთვის”. საღამო აკადემიის სტუდენტების მიერ დამზადებული მუყაოს ნაძვის ხეებისა და საჩუქრების გამოფენა-გაყიდვით დაიწყო და შემოსული თანხა დევნილთა სკოლას გადაეცა. შემდეგ კი პოდიუმზე, ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებთან ერთად, ცნობილი ადამიანების შვილები გამოვიდნენ. მათ შორის იყვნენ – გიორგი თარგამაძის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ეკა ხოფერიას შვილები. ჩვენებისთვის სამოსის დიზაინი შექმნა „ბასტი-ბუბუს” დიზაინერმა და 12 წლის გოგონამ. მოდელები კი მოდის სახლ „ლაურას” დახმარებით შეიკერა. მოგვიანებით, სამოსი სოციალურად დაუცველ ბავშვებს გადაეცათ. ბავშვებმა კარგად იმხიარულეს, მათ განწყობაზე იმ დღეს ბევრი იზრუნეს და კიდევ ერთი დღესასწაული აჩუქეს.


скачать dle 11.3