კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აკვირდება გიორგი აფციაური პრეზიდენტის ქცევებს გულდასმით და როგორ ქალთან ვერ ააწყობს ის ურთიერთობას







ნონა დათეშიძე

„კომედი შოუს” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილე, გიორგი აფციაური, ის ადამიანია, რომელსაც მეგობრებშიც გაუმართლა, საქმეშიც წარმატებულია და არც პირად ცხოვრებაში უჩივის ბედს. პრეზიდენტის პაროდია ისე კარგად გამოსდის, რომ ამით მისი რეიტინგი კიდევ უფრო აიწია. 23 წლის გიორგი ნიჭიერი ადამიანია და ყოველთვის ცდილობს, ახალი შოუ-პროგრამები შექმნას და არც კვირა დღეს, ტელეეკრანიდან მოგვაწყინოს თავისი ხუმრობით. „ჯიპას” მედია-მენეჯმენტის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, მისმა ტელეპროექტით დაცულმა სადიპლომო ნამუშევარმა – „საკონცერტო-საესტრადო იუმორი” – დიდი მოწონება დაიმსახურა და ამ ტელეპროგრამით, რომელშიც „კომედი შოუს” სხვა მონაწილეებიც ეხმარებიან, ის თავის ერთგულ მაყურებელს ხშირად გაანებივრებს.

– გიორგი, ახლახან წარმატებით დაიცავი დიპლომი და შენმა ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ამბობენ, სასურველ სასიძოს შარვლის ერთი ჯიბიდან წითელი დიპლომის ყური უნდა უჩანდეს, მეორიდან კი – ასლარიანისო. ამ მხრივ შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე, დიპლომს უჩანს მხოლოდ ყური თუ ასლარიანსაც?

– ახლა სიძეობაზე ნაკლებად ვფიქრობ და შესაბამისად, იმაზეც, რა უნდა მიჩანდეს შარვლის ჯიბიდან (იცინის). სასურველია, ადამიანს საკუთარ შემოსავალი გქონდეს, რისთვისაც საჭიროა ბევრი იშრომო, აკეთო საქმე და ცხოვრებაში წინ წაიწიო. ხშირად, იმისთვისაც ვარ ხოლმე მზად, რომ ენთუზიაზმზეც ვიმუშაო. ორ- დიპლომიანი სასიძო ვარ – იურიდიულის და „ჯიპასი” და, იმედია, ეს მომავალში სასიდედროს მოსახიბლავად გამომადგება (იცინის).

– ენერგიული და აქტიური ადამიანი რომ ხარ, ეს ერთი შეხედვით ჩანს. დასახულ მიზანს თუ აღწევ ყოველთვის?

– პატარ-პატარა მიზნებისთვის მიმიღწევია ცხოვრებაში, მთავარი მიზნის მიღწევაზე კი ყოველდღიურად ვმუშაობ. ამ მთავარ მიზანს ვერ გაგიმხელთ, მაგრამ რომ მივაღწევ, ეჭვი არ მეპარება. ერთი სიტყვით, მიზანი დასახული მაქვს და ზუსტად ვიცი, რა მინდა. მთავარია, ცხოვრების პარადიგმა უკვე ვიპოვე. დიდი შრომა და დრო დამჭირდება, მაგრამ, რა პრობლემაა?!

– „კომედი შოუს” ბიჭები რომ დაოჯახდნენ, ყველა ამბობს, რა კარგი ყოფილა ცოლის მოყვანა, აღარც ვალები გვაწუხებს და არც მევალეებიო. შენ თუ ხარ შეყვარებული და თუ ფიქრობ ახლო მომავალში დაოჯახებას?

– არც შეყვარებული ვარ და არც ცოლის მოყვანას ვფიქრობ ჯერ. ძალით ხომ ვერ შევიყვარებ ვინმეს? ისე, თუ შემიყვარდა, გპირდებით, პირველები თქვენ გაიგებთ და ქორწილშიც დაპატიჟებული ხართ (იცინის). ჯერ ადრეა ჩემი ცოლის მოყვანა, თანაც, იმდენი საქმე მაქვს, გვიან მიწევს სახლში მისვლა, ცოლს კიდევ, ყურადღება სჭირდება. ასე რომ, ცოლისთვის ჯერ არ მცალია (იცინის). ისე, ძალიან რომანტიკული შეყვარებული ვარ.

– შენი გულის მოგება და „შებმა” რთულია?

– არც ერთი ადამიანის გულის მოგება არ არის რთული – არც მამაკაცის, არც ქალის და, შესაბამისად არც ჩემი. რაც შეეხება ჩემს „შებმას”, ამაზე კი არ მიფიქრია (იცინის). ახლა დავფიქრდი და, შეიძლება, თავისთავად „შევება”, შეიძლება „შემოვება” ქალს. იცით, რას შეიძლება ქალი შევადარო და, თანაც, რომანტიკულად?

– არ ვიცი.

– რას და, ციურ სხეულებს, მაგალითად, მთვარეს.

– რატომ მთვარეს და არა ვენერას – სიყვარულის პლანეტას?

– რატომ და, დედამიწა არის კაცი, მთვარე კი მისი თანამგზავრია და, შესაბამისად, ქალია. მაგრამ, მთვარე ხანდახან ჩნდება, ხანდახან იმალება.

– შენს შემთხვევაში ახლა ახალმთვარეობაა?

– ჩემს შემთხვევაში არ ჩანს მთვარე და ღრუბლიანი ამინდია. (იცინის).

– გიორგი, ბოლო დროს შენ ისე კარგად მოირგე თეთრი პერანგი და ჰალსტუხი, თან, ისე კარგად გამოგდის პრეზიდენტის პაროდიაც, რომ, მგონი, პოლიტიკას უმიზნებ?

– ნამდვილად არა, ხუმრობაშიც კი არ ვფიქრობ პოლიტიკაში მოსვლას. თეთრი პერანგი და ჰალსტუხი კი მიხდება, მაგრამ ის კონკრეტული მიზნისთვის მიკეთია და არა პოლიტიკისთვის.

– ისე, საპარლამენტო არჩევნებში რომ მიიღო მონაწილეობა, რა შანსები გაქვს?

– რატომ – საპარლამენტო?

– აბა, პირდაპირ საპრეზიდენტო?

– (იცინის) არ ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას, ის ჩემგან შორს არის, მე იუმორში უფრო კარგად ვგრძნობ თავს და აქ მირჩევნია. პოლიტიკაზე არ ვფიქრობ, ჩემი საქმეებიც მეყოფა საფიქრალად. ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და, როგორ არ მაინტერესებს, რა ხდება პოლიტიკაში, თანაც, თემა ხომ მჭირდება – უნდა ვიცოდე, რომელი თემაა აქტუალური, რომ მერე იმაზე ვიხუმრო; მაგრამ, ამის იქით ვერ „ვქაჩავ”. როდესაც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუნდაც რუსი, აქილიკებს, ამ შემთხევაში მე ჩემს პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებ და დავიცავ ქართველების ინტერესებს. მაგრამ, თუ ის ქართველია და თავის პოზიციას გამოხატავს ჩვენი პრეზიდენტის მიმართ, მაშინ არ ვერევი და ვჩუმდები.

– შენი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად აკვირდები პრეზიდენტის გამოსვლებს, ქცევებს, მანერებს. პირადად თუ იცნობ მას?

– მართალია, მას ხშირად ვაკვირდები ტელეეკრანზე, მაგრამ პირადად არ ვიცნობ. შეიძლება, მირეკავს კიდეც, მაგრამ, ტელეფონის ნომერი შევცვალე და, ეტყობა, ვერ მიკავშირდება (იცინის). ისე, თუ შევხვდი, გამარჯობას ვეტყვი პირველ რიგში – ჩვენ, ქართველები, ხომ ასე ვიქცევით, როცა ერთმანეთს ვხვდებით?

– რასაკვირველია, ქართველები „გამარჯობით“ ვიწყებთ ურთიერთობას. მახსოვს, როცა სოკოლოვა და სობჩაკი იყვნენ ჩამოსულები სააკაშვილისგან ინტერვიუს ასაღებად, შენ ეს ამბავი სასწრაფოდ აიტაცე და იუმორისტული სკეტჩი დადგი. შენ რომ პრეზიდენტი ყოფილიყავი და ასეთი „კრასოტკები” შემოსულიყვნენ შენს კაბინეტში, რა რეაქცია გექნებოდა?

– აი, მე რომ პრეზიდენტი ვიქნები და სოკოლოვა და სობჩაკი შემოვლენ ჩემს კაბინეტში, აუცილებლად გაგიმხელთ ჩემს რეაქციას (იცინის). მგონი, არც თვალები ამიციმციმდება, არც მათი დეკოლტე და „მინი“ დამაბნევს და, ისე მივიღებ, როგორც ჟურნალისტებს, რომლებიც საქმეზე მოვიდნენ. თუ ცალკე შეხვედრას გულისხმობთ, ისეთ ქალთან, რომელსაც პუტინისგამოსახულებიანი „მაიკა” აცვია, შეხვედრა არ მექნება.

– მერე, ხომ არ ჩანდა, მაისურზე შიგნით რა ეხატა?

– რა მნიშვნელობა აქვს, შიგნიდან ხომ ეცვა? თუ პრეზიდენტი ვიქნები, ისიც მეცოდინება, „მაიკას” შიგნით რა ახატია, აბა როგორ? (იცინის). ახლა გამახსენდა ერთი ისტორია პრეზიდენტის პაროდიასთან დაკავშირებით: ახალი დაწყებული მქონდა პრეზიდენტის პაროდიების კეთება. სუფრაზე ვიყავი, სადაც ერთი პოლიციის უფროსიც იყო. მთხოვა, ჩემს მეგობარ პოლიციის უფროსს დაურეკე და სააკაშვილის ხმაზე უთხარი, რომ რამდენიმე წუთში ამა და ამ ადგილას ვიქნები, ბათუმიდან მოვდივარ და დამხვდით-თქო. ასე მოვიქეცი და ყურმილი გავთიშე. გავიხედე, იმ პოლიციის უფროსს, რომელიც ჩემთან ერთად ქეიფობდა, ის კაცი ურეკავს და ეუბნება, დროზე, ბიჭო, სააკაშვილმა დამირეკა, მოვდივარ და ხალხი დამახმარეო (იცინის). ქუჩაშიც ხშირად მეძახიან, მიშა, მიშაო. სადაც მივდივარ, ყველგან მთხოვენ: მიდი რა, მიშა „გააკეთეო“. ჰოდა, რომ ჩამოვდგე და ყველგან მიშა „ვაკეთო“, სამსახურშიც დავაგვიანებ და საყვედურსაც მივიღებ.

– ისე, დაკვირვებული ვარ, არასდროს საუბრობ პირად ცხოვრებაზე. რატომ?

– პირადი ცხოვრება დახურული თემაა და არ მიყვარს მისი გამოაშკარავება. ისე, ძირითადად, ღამით ვერთობი მეგობრებთან. რა ვქნა აბა? დღისით დრო არ მაქვს და...

– თქვი, მეგობრებთან ერთად დავდივარ გასართობადო. მეგობრებში თუ გაგიმართლა?

– მეგობრებში ნამდვილად გამიმართლა და ბევრჯერ გამოჩნდა, რომ ჩემთვის ნამდვილი მეგობრები არიან. სულ ვცდილობ, მეც ისე მოვექცე მათ, როგორც ისინი მექცევიან. თუ ჩემი დახმარება დასჭირდათ, მაგალითად, სატრფოს კორპუსის წინ დადგომა და მისთვის სიურპრიზის გაკეთება, მართალია, ჩემი სიმღერით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ, ფანჯარასთან პაროდიებს გავაკეთებ (იცინის).

– ცოტა მძიმე ხასიათის ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ... თუ, ვცდები?

– არა, მძიმე ადამიანი არ ვარ, მაგრამ, მეუბნებიან, დინჯი ხარო. ბავშვობიდან დინჯი და მორცხვი ვიყავი. რომ გავიზარდე, მორცხვი აღარ, მაგრამ დინჯი ნამდვილად დავრჩი. ძალიან კომუნიკაბელური ვარ და არც კომპლექსები მაწუხებს, რაც ადამიანებთან ურთიერთობებში ძალიან მშველის.

x


скачать dle 11.3