კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სანქციებს დაუწესებენ გაუმართავი ავტომანქანების მძღოლებს და როგორ უნდა დაიცვან ეკოლოგიური სისუფთავე და გარემო ნაწილობრივ მშიერმა ადამიანებმა







ნინო ხაჩიძე

მართალია, დეპუტატი ბესო ჯუღელი აღარ არის დეპუტატი და ვერც იმას ვიტყვით, უკვდავია მისი საქმეებიო, მაგრამ სწორედ ბ-ნი ჯუღელი გახლდათ (ხალხის რჩეულის ამპლუაში) საქართველოში ხანდაზმული და მეორადი ავტომანქანების აკრძალვის იდეის ავტორი. ასე ამბობდა, თბილისი მანქანების სასაფლაოს დაემსგავსა და ყველამ გასისინებული და ახალ-ახალი ავტოებით უნდა ვისრიალოთო (ხმამაღლა არ დაუმატებია, ჩემსავითო, თუმცა ეს ისედაც აშკარა იყო). იყო თუ არა, ეს იდეა ხორცშესხმას ვერ ეღირსა. ოღონდ ისიცაა, რომ საქართველოს ახლად დაგებულ გზებზე მეორადი და საბჭოთა დროინდელი მოფახფახებული ავტოების დიდი სიმრავლე იმას მოწმობს, რომ ქვეყანა (უფრო ზუსტად, მისი მოქალაქეები) მეტად ღარიბია. გასულ კვირას კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ შევიტყვეთ, რომელიც ავტომანქანების ეკოტექდათვალიერების ტრადიციის აღდგენას ეხება. ინიციატორები „რადიოქალაქი“ და ჟურნალი „ავტო ბილდია“, რაკი აშკარაა, რომ ტექნიკური გაუმართაობით, დიდი ალბათობით, სწორედ ხანდაზმული ავტომანქანები გამოირჩევიან, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ჩემი 13 წლის მეორადი ავტომანქანის მომავლის გასაგებად ინიციატივის ერთ-ერთ ავტორს – ნიკა ქავთარაძეს გავესაუბრე.

– რა ბედი ელის ჩემს 13 წლის მანქანას?

– თქვენი მანქანის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს, ჩვენ სხვა ნაწილში ვაქტიურობთ, თუ რა პრობლემა შეიძლება, გამოიწვიოს მანქანამ, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს სპობს, თორემ შესაძლოა, 5 წლის ავტომობილს უფრო ჰქონდეს პრობლემა, ვიდრე 13 წლისას. ამაში, ალბათ, ჩაერთვებიან პროფესიონალები, რომლებიც განმარტავენ, როგორ იცვლება ავტომანქანის მდგომარეობა ასაკის მატებასთან ერთად. ჩვენთვის, „რადიოქალაქისა“ და „ავტო ბილდისთვის“, მთავარი იყო, ეს მიჩუმათებული თემა წამოგვეწია. დარწმუნებული ვარ, თქვენც, მეც და თქვენი „ენ“ რაოდენობის მკითხველი დღეში ხუთჯერ მაინც გაბრაზებული უყურებს, როგორ გამონაბოლქვს უშვებს ესა თუ ის ავტომანქანა. რადგან ეს პრობლემაა, გადავწყვიტეთ, იმ ადამიანებისთვის მიგვემართა ამ ინიციატივით, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ.

– ვის მიმართეთ და კონკრეტულად რა ინიციატივით?

– ჩვენ, ანუ „რადიოქალაქმა“ და „ავტო ბილდმა“ ოფიციალური წერილით მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ქალაქ თბილისის მერს. ქალაქის მერს იმ მიზნით, რომ პირველ ეტაპზე ამ ინიციატივის ტესტური განხორციელება დაწყებულიყო დედაქალაქში, სადაც ყველაზე მეტი ავტომანქანა დადის.

– ის არ გითქვამთ, რა დაწყებულიყო კონკრეტულად?

– ეს ინიციატივა მოიცავს ატომანქანების ეკოტექდათვალიერების სისტემის შექმნას და შემოღებას, რაც, სავარაუდოდ, მაინცდამაინც, სწრაფი შედეგით, ალბათ, ვერ დასრულდება, რადგან ბევრი მხარე აქვს და დროში გაიწელება, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ აღვნიშნეთ: აუცილებელია ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა. თუ თანამედროვე ქვეყანას ვაშენებთ, რომელშიც გარემოს დაცვა და ადამიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ჩვენი ინიციატივაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ამიტომ ვთქვით ასეთი რამ: აღდგეს ტექდათვალიერება, რომელიც დროებით შეჩერებულია.

– ხომ ზუსტად მახსოვს, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გაუქმდა ეს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ „მოქალაქეთა კავშირი“ მართავდა ამ ქვეყანას?

– ძალიან სწორი იყო მაშინ ტექდათვალიერების გაუქმება, იმიტომ რომ სისტემა გაუმართავი იყო. ეს ღირდა ფიქსირებული თანხა და არავინ ამოწმებდა მანქანას. დარწმუნებული ვარ, დრო მოვა, და ტექნიკური დათვალიერების თემა ისევ შემოვა.

– ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება ჩვენი კონსტიტუციითაცაა გარანტირებული, უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში. მხოლოდ ავტომანქანები ახსენეთ, ყვითელი ავტობუსების საქმე როგორ იქნება, რომელთა ნაწილი ადამიანების გადასაყვანი საშუალების შთაბეჭდილებას ნაკლებად ტოვებს?

– მე არ მინდა, რომ ყველა პრობლემას შევეხო, თუმცა ამ ინიციატივაში შედის ავტობუსებიც და სამარშრუტო ტაქსებიც. ჩვენ მიერ გაგზავნილი წერილი არის ზოგადი და მთავარია, გამოვხატავთ მზაობას, რომ ამ თემაზე ვიმუშაოთ. იცით, რომ ნებისმიერი საწარმო, რომელიც აბინძურებს გარემოს, ვალდებულია, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები და აღარ დააბინძუროს გარემო. ახლა ავიღოთ ადამიანი, რომელიც ბიზნესს აკეთებს თავისი მანქანით და ეს მანქანა აბინძურებს გარემოს. მესმის, ამ პრობლემის სიციალური მხარე, მაგრამ…

– რა თქმა უნდა, თორემ ვერავინ ვერავის ასწავლის, რომ ახალი და ყოვლად გამართული ავტომანქანით სიარული უფრო კომფორტული და უსაფრთხოა, ვიდრე ძველითა და მონჯღრეულით?

– არ არის ლაპარაკი ახალსა და ძველზე. ეს უბრალოდ კულტურის თემაა, ქუჩაში ტალახიან ფეხებს ხომ არ ვუსვამთ სხვებს?! თუ ამ წესებს ვემორჩილებით ჩვენ, რატომ არ უნდა დაემორჩილონ ავტომფლობელები?! ყოფილი ზოოპარკიდან ბავშვს რომ გამოიყვან, ვარაზისხევში 5 წუთში ისეთი ტოქსიკური კატასტროფა შეიძლება, დაემართოს ადამიანს, რომ ერთკვირიანი მკურნალობა დასჭირდეს. მეც მშობელი ვარ, სამი შვილის მამა და მაწუხებს ის, რომ გამონაბოლქვი საშინელ დაავადებებს იწვევს. ჩვენ რომ მხოლოდ ის ვთქვათ, სოციალური პრობლემაა და ვერ მოვაგვარებთო, მაშინ შესაძლოა, ისეთი საჭმელიც გვქონდეს, ყოფილ მორგში რომ მზადდება?!

– ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაუქმდა ფიტოსანიტარული სამსახურები და არავინ იცის, რა პროდუქცია შემოდის. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, ყოფილ მორგში დამზადებულ საკვებსაც მივირთმევდეთ ძალიან მადიანად?

– ჩვენ თვითონ უნდა დავსვათ ეს საკითხი და გავარკვიოთ რა ხდება, თუმცა, თუ ვიძახეთ, სანიტარული წესების დაცვით რომ დაამზადონ საკვები, ლარით მეტი ეღირებაო, ესე იგი, თავის მოკვლამდე მივდივართ. მე პირადად და ვერც ერთი ჩემი მეგობარი ვერაფრით დავხუჭავთ ამაზე თვალს. ამასთან, არავინ იცის, რა ჯდება ერთი ავტომანქანის გამართვა. შესაძლოა, ათლარიანი ნაწილი ჰქონდეს გასაკეთებელი ძრავაში, რის გამოც არასწორი წვაა და გამონაბოლქვი გადაჭარბებულია. მით უმეტეს, ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე ეს არ უნდა იყოს ტოპ-ევროპული ხარისხის მოთხოვნები, შესაძლოა, დაწესდეს მინიმალური სტანდარტები, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მთლად სოციალურად წელში გამართული ქვეყანა არ ვართ. ვიღაცას 1987 წლის „03“ ჰყავს, რომლითაც ტაქსაობს, მესმის, რომ ეს ავტომანქანა იმ ადამიანის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, მაგრამ მაშინ მეორე ადამიანის შემოსავლის წყაროა ვიღაცისთვის ჯიბიდან ფულის ამოცლა. იმანაც რა ქნას?!

– მეც ვიტყვი ერთ მაგალითს, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანებს აქვთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების უფლება. გაეროს მონაცემებით, ჩვენი მოსახლეობის 50 პროცენტი იკვებება გაეროს მიერ განსაზღვრულ მინიმუმზე, 2 100 კილოკალორიაზე, ნაკლებით, ხოლო 25 პროცენტი კი – გაეროს მიერ დაწესებულ აბსოლუტურ მინიმუმზე, 1 800 კილოკალორიაზე, ნაკლებით.

– იმას ამბობთ, რატომ არ წამოვწიეთ ეს თემა?!

– არა, მე არ ვაპირებ, გიკარნახოთ არც თქვენ, არც ვინმე სხვას, რა თემა წამოწიოთ, უბრალოდ ცოტა ცინიკურად, გნებავთ, გროტესკულად მეჩვენება, როდესაც მოხუცებს, ბავშვებს, მოზრდილებს არ აქვთ სრულყოფილად კვების საშუალება და ამ დროს ჩვენ გამონაბოლქვზე ვლაპარაკობთ? ბავშვებს როგორი ფერი აქვთ, არ მიგიქცევიათ ყურადღება?

– პრობლემა ბევრია, მაგრამ მე მგონია, რომ ქალაქში ბავშვებს იმიტომ არ აქვთ კარგი ფერი, რომ აქ მტვერი იცის.

– ისე, კარგმა ჰაერმა მოშიება იცის და შესაძლოა, მშობლები უარეს დღეში ჩაცვივდნენ. მეც, ცოტა არ იყოს, ცინიკურად ვიტყვი.

– სოფელში რომ ცხოვრობენ, ის ბავშვები ხომ უკეთ გამოიყურებიან?!

– გეთანხმებით: სჯობს, მშიერი ჯანსაღ გარემოში მაინც იყო, ვიდრე თან – მშიერი, თან – ეკოლოგიურ დაბინძურებულ ქალაქში.

– თუ ჩვენ ვსაუბრობთ ამ პრობლემის სოციალურ მხარეზე, ფერდაკარგული იმიტომ არიან, რომ საჭმლის ფული არ აქვთ, გასაგებია, მაგრამ ხომ შეგვიძლია, ამ ადამიანების ფერზე სხვა გზით ვიზრუნოთ?! უფრო სასაცილო არ იქნებოდა, ისეთი პროექტი განგვეხორციელებინა, რომ გვეზრუნა ამ ადამიანების ფერზე?!

– მე სხვანაირად ვიტყოდი: ისეთი პროექტები განგვეხორციელებინა, რომ ბავშვებიდან დაწყებული და მოხუცით დამთავრებული, ყოველდღიურად აუცილებელ კალორიებს იღებდნენ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოშიც ცხოვრობდნენ?

– ნებისმიერი თემა, რატომღაც დადის იქამდე, რომ რა დროს ეს არის, როდესაც ადამიანებს შიათო. მაგალითად, რა დროს მესტიაში კურორტის გაკეთებაა, როდესაც ბავშვებს შიათ?! რა დროს ქეცბაიას დანიშვნაა საქართველოს ნაკრების მწვრთნელად, როდესაც ბავშვებს არ აქვთ ბუცები?!

– ფეხბურთის თემატიკაში გამიჭირდება ოპონირება, მაგრამ რაც შეეხება მესტიას: თუ არსებობს გათვლილი ბიზნესგეგმა, რის მიხედვითაც მესტიაში ჩადებული ფული გაცილებით მეტს მოიტანს, რა თქმა უნდა, კურორტი უნდა გაიხსნას, მაგრამ თუ ეს პროექტი ჩავარდება და ფული ჰაერში აღმოჩნდება გადაყრილი, პროექტის ავტორმა პასუხი უნდა აგოს. არ მეთანხმებით?

– კაპიტალიზმის ერთი მთავარი სიკეთე და უბედურება ის არის, რომ ყველა ზრუნავს თავის თავზე, სოციალიზმში კი სახელმწიფო ზრუნავს ყველაზე და არავინ – თავის თავზე. ეს იყო სოციალიზმის დანგრევის მიზეზი.

– ამერიკაზე კაპიტალისტური რა უნდა იყოს. არადა ამერიკის ფედერალური ხარჯების ყველაზე მსხვილი კატეგორია სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებია, რომელიც ძირითადად მოხუცებზე გაიცემა. მესამე ადგილზეა შემოსავლის უსაფრთხოების ხარჯები, რომელიც ბავშვიანი ოჯახების დახმარებისა და ღარიბი ოჯახების კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის პროგრამებს აფინანსებს?

– რომელ ქვეყანაში დაიმსახურეს იმ მოხუცებმა პენსია?! ამერიკაში, არა?! ჩვენ სხვა თემაზე გადავდივართ.

– კაპიტალიზმი ახსენეთ და ამიტომ მოვიტანე ეს მაგალითი. ამერიკის ბიუჯეტი აშკარად სოციალურადაა ორიენტირებული?

– იქ ადამიანები 40 წელს მუშაობენ და შემდეგ სახელმწიფოსგან იღებენ ფულს. ვინც მეტი დაიმსახურა – მეტს, ვინც ნაკლები – ნაკლებს. მაგრამ რამდენი ფული იხარჯება გარემოს დაცვაზე?! ყველაზე მეტი პრეზიდენტი გლობალური ეკოლოგიური საკითხების განხილვისას ხვდება ერთმანეთს. ამის ფონზე, რატომ არის არააქტუალური ჩვენი ინიციატივა?!

– ეს არც მითქვამს, პარალელურად, სხვა საკითხებზეც ვიზრუნოთ-მეთქი.

– ჩვენ წარმოვადგენთ მედიასაშუალებას და ვაშუქებთ ნებისმიერ საკითხს. გვაქვს თემატური საინფორმაციო გამოშვებები და ჩვენ გარეშე არ რჩება არც ერთი თემა. თუ ქვეყანა რაღაც ტენდენციებს ქმნის, არ შეიძლება, არსებობდეს ორმაგი სტანდარტი: თუ ვიწყებთ უსაფრთხო მოძრაობას და შემოდის ღვედები; თუ არის სამთავრობო ინიციატივა, რომ ჩვენი სამთავრობო ავტოპარკი შეიცვალოს ეკოლოგიური ავტომანქანებით, ძალიან უცნაური იქნება, საქართველოში რამდენიმე ათასი ეკოლოგიურად სუფთა მანქანა დადიოდეს და მილიონზე მეტი ისეთი მანქანა, რომელიც აბინძურებს გარემოს.

– სხვათა შორის, 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ სახელისუფლო ავტოპარკის განახლება არ იგეგმება, „ქამრების შემოჭერის“ მიზეზით, შემდეგ კი ითქვა, ახალი ეკომანქანები უნდა შევიძინოთო. აშკარად არათანმიმდევრულობაა?!

– ამიტომ ნუ ვიქნებით არათანმიმდევრულები. როდესაც ვხედავ ქვეყანაში არსებულ ტენდენციებს, მინდა, რომ ამ თემასაც მიექცეს ყურადღება. ჩვენ ეს ინიციატივა იმიტომ კი არ წამოვაყენეთ, რომ ბუღი დავაყენოთ. ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული რადიოგადაცემები, სოციალური სარეკლამო რგოლები, რომლებშიც სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ახსნიან, როგორ აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას გაუმართავი ავტომანქანით მოძრაობა. იმ ადამიანებს, რომლებიც სხვა ადამიანების სიცოცხლეს ზიანს აყენებენ, აუცილებლად უნდა მოეთხოვოთ პასუხი.

– აუცილებლად და ისიც გავითვალისწინოთ, რომ არასრული და უხარისხო კვება არანაკლებ ზიანს აყენებს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას?

– სახელმწიფოს უნდა მოვთხოვთ იმის შესაბამისად, რასაც ვაძლევთ. ამერიკის მოქალაქეების პენსიაზე ვისაუბრეთ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტი კი დოვლათს ქმნიდა სხვა ქვეყნისთვის, თუმცა ეს მათი ბრალი არ ყოფილა.

– არ უნდა მიეღო ხელისუფლებას „ნულოვანი ვარიანტი“ და პენსიები უკეთესი იქნებოდა?

– მაშინ მე ასე ვიტყვი: თუ ორი პრობლემაა და ერთის მოგვარება შეიძლება, არ მოვაგვაროთ?!

– მოვაგვაროთ. მეჩვენება, რომ ეს უფრო მარტივია, რადგან დააწესებ ჯარიმას და დამთავრდა. მეორე პრობლემას კი საფუძვლიანი მუშაობა უნდა. მგონია, რომ უფრო მარტივი გზა აირჩიეთ?

– დავიწყოთ უფრო პატარა პრობლემით. ჩვენი მედიაჯგუფი ძალიან თემატურ პრობლემას შეეხო. თქვენც ხომ გარკვეულ მედიაჯგუფს წარმოადგენთ. თქვენი ინიციატივა წამოაყენეთ და ერთად განვახორციელოთ ეს ინიციატივა. ჩვენ ეს ერთი ინიციატივა გვაქვს, ამის პარალელურად, დავდოთ სხვა ინიციატივებიც, მით უმეტეს, რომ არაერთი პრობლემაა. ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ, მთავრობა თავის საქმეს გააკეთებს. თუ ვიცით, რომ გაუმართავი ავტომანქანები ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას, მხოლოდ სამზარეულოში ვილაპარაკოთ ამაზე?! გვინდა, რომ ამ იდეის გარშემო ძალიან ბევრი გახსნილი გონების, ქვეყნის მომავალზე დაფიქრებული ადამიანები შემოვიკრიბოთ და, თუ დაგვიდგება მთავრობა, ხომ კარგი. ჩვენ არ ვაპირებთ, ქუჩაში გავცვივდეთ და დავერიოთ მანქანებს. იმასაც ხომ ამბობენ, რომ ავტობუსებს ტრამვაი ჩაანაცვლებს, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი?!

– სხვათა შორის, როდესაც ტრამვაი-ტროლეიბუსები გაუქმდა, ითქვა, თბილისს არ ეკადრება ტრანსპორტის ეს მოძველებული საშუალებებიო?

– სანამ ახალგაზრდა მთები ჩამოყალიბდება, მასში ბევრი აფეთქება ხდება, საუკუნეები, ხანდახან ათასწლეულები სჭირდება, რომ ნამდვილი მთა გახდეს. ამიტომ ეს კი არ უნდა გვიკვირდეს, არამედ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ყოველდღიურობა უცნაური დინამიკით სავსე იქნება. ახლა შვიდასი გზა გვაქვს წინ. ხან ერთზე ვდგავართ, ხან – მეორეზე.

– უბრალოდ, ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ. ხალხი მარსზე დადის ლამის ფეხით და ჩვენ კი ჯერ კიდევ „ვფეთქდებით“?

– იმის გამო, რაც დღეს გვჭირს, არ უნდა ვთქვათ უარი მომავალზე. ჩვენ რომ ასე მივუდგეთ საკითხს: ოღონდ დღეს ვიშოვოთ ათას-ათასი დოლარი და 30 წლის შემდეგ თბილისს რაღაც უბედურება დაემართოსო. სოციალური პრობლემები არ უნდა იყოს ჩვენი შემაფერხებელი ფაქტორი.


скачать dle 11.3