კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აჯა – დასამჭიდროებლებს







ნინო ხაჩიძე

ანუ, რატომ არის 15 3-ზე ნაკლები

მართალია, ახალი „საგადასახადო კოდექსი“ უკვე ამოქმედდა, მეტიც, ამოქმედებამდე მოინათლა „რევოლუციურად“ (იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, გადასახადების ოდენობა მცირდებაო; მეორეც, მცირე და საშუალო ბიზნესს ხელი ეწყობაო), თუმცა გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა კერძო სექტორს თანამშრომლობისკენ მოუწოდა და შეეაჯა, თუ „კოდექსში“ ხარვეზებს აღმოაჩენთ, მაშინვე გამოვასწორებო! თუმცა, იქვე დასძინა, რომ, მართალია, „საგადასახადო კოდექსი“ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნა, მაგრამ, მზად ვართ, კიდევ უფრო დამჭიდროებისთვისო!

სახელდობრ, ბ-ნმა გილაურმა ბრძანა: „მინდა, ყველას ვთხოვო, ახალ კოდექსში რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდეს ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესომბუდსმენს ან პრემიერის აპარატს. ჩვენი მხრიდან შევეცდებით, ყველა შესაძლო ხარვეზი მაქსიმალურად სწრაფად გამოვასწოროთ!“ მართალია, ბიზნესმენი არ გახლავართ, მაგრამ პრემიერის თხოვნისადმი გულგრილი ვერ დავრჩებოდი!

არც დავრჩი და დავადგინე: ახალი და მეწარმეობის ხელშეწყობის ეგიდით დაწერილი „საგადასახადო კოდექსი“ მცირე ბიზნესის სტატუსს მხოლოდ ფიზიკურ პირს ანიჭებს, თუ მისი წლიური ბრუნვა 100 000-სს არ აღემატება, იმავე ბრუნვის მქონე შპს კი ამ შეღავათით ვერ სარგებლობს, რაც, ეკონომისტთა თქმით, ნონსენსია. რაც მთავარია, „კოდექსმა“ განსაზღვრა შეღავათები მცირე ბიზნესისთვის – საერთო ბრუნვის 3 და 5 პროცენტი: თუმცა რეალურად, ყველაზე მეტი გადასახადის გადახდა სწორედ მცირე საწარმოს უწევს. ერთად დავითვალოთ: თუკი შპს-ს, ინდმეწარმეს, მცირე საწარმოსა და მცირე საწარმო ბაზრობაზე წლიურად თანაბარი რაოდენობის ბრუნვა ექნებათ (დავუშვათ, 100 000-მდე), შპს და ინდმეწარმე 15 და 20 პროცენტით წლიურ ბრუნვას მინუს ხარჯით დაიბეგრებიან (რაც, წლიური 100 000-იანი ბრუნვის შემთხვევაში 12 000 ლარს ვერ ასცდება), მცირე საწარმო და მცირე საწარმო ბაზრობაზე კი წლიური ბრუნვის თანხიდან (ანუ 100 000-იდან) 3 და 5 პროცენტით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელებს გაცილებით მძიმე საგადასახადო ტვირთი აქვთ, ვიდრე შპს-სა და ინდმეწარმეს (შესაბამისად, მხოლოდ შლეგს თუ მოუნდება მცირედ გაბიზნესმენება). იმაზე აღარაფერს ვიტყვი (და ბევრ სხვა რამეზეც), რომ, აწ უკვე გაუქმებული „საგადასახადო კოდექსით“, 20-პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადი 2011 წლის პირველი იანვრიდან 18-მდე უნდა შემცირებულიყო, ახლით კი ეს მაჩვენებელი კვლავ 20-ზე დარჩა.



ასე რომ, ბატონებო, იქნებ, ჯერ დაგეთვალათ და შემდეგ დაგედგინათ?!


скачать dle 11.3