კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მტკიცენერვიანი







ნინო ხაჩიძე

„… დამიფარე ჩემი მეგობრებისგან,“ ანუ, ჩემი ხელისუფლებისგან!

მას შემდეგ, რაც ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა ბრძანა, რომ ვერაფრისდიდებით ვერ იქნება უსამართლო და, ერთხელ უკვე დაკმაყოფილებულ დევნილთა ოჯახებს (მიუხედავად იმისა, რამდენწევრიანია ეს ოჯახი) საცხოვრებელი ფართით მეორედ ვერ დააკმაყოფილებს, ვიგრძენით, რომ ბ-ნ სუბელიანს სამინისტროს წინ დევნილთა მიერ გაშლილი კარვები და საპროტესტო შეკრება იოტისოდენადაც ვერ უშფოთებს სულსა და გულს (ბარაქალა მის გაძლებას! მისი ეს გამძლეობა მაფიქრებინებს, რომ დევნილების ჭუბერზე გადმოსვლის ამსახველ კადრებსაც თვალდაუხამხამებლად უცქერის).

ამის პარალელურად, დევნილთა მასობრივი გასახლების პროცესი თითქოს მინავლდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ტალღის დაწყება 15 იანვრიდან იგეგმება (თუ სამინისტროს დავუჯერებთ, „სამართლიანობის“ ლოზუნგით!).

ჰოდა, რაკი იგეგმება, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ოფიციოზს ვგულისხმობ) ამა თუ იმ მოვლენაზე საკუთარი აზრის გამოთქმას მგელივით უფრთხის, ხოლო, რაკი ოპოზიციას რეალობაზე არსებითი გავლენის მოხდენა არ შეუძლია, საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა (სახელდობრ, ბ-ნებმა კუკავამ და დოლიძემ) სხვა გზით არჩიეს წასვლა, ოღონდ, განა რევოლუციურით – დახმარება საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს, ჯერ ერთი, არსებული ვითარება გააცნეს (შეგახსენებთ, გასულ წელს, ზაფხულში, დევნილთა მასობრივი გამოსახლების ფაქტი სწორედ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებმა დაგმეს და ჩვენს ხელისუფლებას კანონიერებისა და დევნილთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდეს) და, რაც მთავარია, დევნილთა გამოსახლების პროცესზე ზედამხედველობა სთხოვეს. შესაბამისად, იმედოვნებენ, რომ „საერთაშორისო მისიების მონაწილეობით დევნილთა გამოსახლების პროცესი უწინდელი ვანდალური ფორმით აღარ გაგრძელდება.“

აქედან გამომდინარე კი, რაკი გამოდის, რომ ჩვენს დევნილებს ჩვენივე ხელისუფლებისგან დასაცავად საერთაშორისო მისიების ზედამხედველობა სჭირდებათ (ფაქტია, რომ სჭირდებათ), ჩვენს ვეტერანებს კი – აშშ-ის ელჩის სიტყვის შეწევნა, სავარაუდოდ, იქ, ზემოთ, უმეთვალყურეოდ მხოლოდ კონცერტების ჩატარება შესძლებიათ.

ერთი სიტყვით, საქმე შემდეგნაირადაა: ღმერთო, დამიფარე მეგობრებისგან (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – ჩემი ხელისუფლებისგან), რადგან მტრებისგან როგორმე თავადაც დავიცავ თავს (თუმცა, თუ გულახდილად ვიტყვით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დახმარებას მეორე ნაწილშიც ჰაერივით ვსაჭიროებთ).


скачать dle 11.3