კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„დღე პირველი, დღე უკანასკნელი“







ნინო ხაჩიძე

„ლენინს უყვარდა ბავშვები, ბავშვებს უყვარდათ ლენინი“

შესაძლოა, იმ პათოსით – „ლენინს უყვარდა ბავშვები, ბავშვებს უყვარდათ ლენინი“, შესაძლოა, იმიტომაც, რომ გულმა უფრო თანატოლებისკენ გაუწია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის გამართული კონკურსის – „ეკონომიკის მინისტრი ერთი დღით“, – შედეგები შეაჯამა. კონკურსანტებს, ანუ სკოლის მოსწავლეებს, უნდა დაეწერათ ნაშრომები, თემაზე: რას გააკეთებდნენ, ეკონომიკის მინისტრი რომ გამხდარიყვნენ, მეტიც, მინისტრობის აუცილებლობა კიდეც უნდა დაესაბუთებინათ.

როგორც გვითხრეს, ნაშრომები პირადად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეაფასა და გამარჯვებულებიც (სულ ოთხი მოსწავლე) გამოავლინა. ამ უკანასკნელებს ქ-ნი ქობალია პირადად შეხვდა, სამინისტროს შენობა დაათვალიერებინა (თითქმის ისე საზეიმოდ, თითქოს ვერსალის სასახლე ყოფილიყოს), და გატარებული რეფორმების შესახებაც ესაუბრა.

ჩვენ არ ვიცით, გამოიყენებს თუ არა ჩვენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოსწავლეთა მიერ გამოთქმულ იდეებს ან რა ნიშნით გამოავლინა ქ-ნმა მინისტრმა გამარჯვებულები (შენ გაუგებ მდგრადად განსავითარებელი ქართული ეკონომიკის ხვეულებს?!), მაგრამ, ამ საქმეს რომ თამაშის სუნი ასდის, შორიდანვე შეატყობ.

მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ დღემდე თვალითაც არ გვინახავს ჩვენი მინისტრის განათლების ცენზის დამადასტურებელი დოკუმენტი (და საქმეს ისეთი პირიც უჩანს, რომ ვერც ვერასდროს ვნახავთ), შესაძლოა, კონკრეტულად ამ ნოვატორული კონკურსის მიზანი ისიც იყოს, რომ ეკონომიკის მინისტრობის ასაკის კიდევ უფრო გაახალგაზრდავება იგეგმებოდეს.

ასეა თუ ისე, რაკი ენას ძვალი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ასაკს კარგა ხანია, გამოვცდი, მინისტრი რომ ვიყო (პირი ქვისკენ მიქნია!), პირადად მე 10-ის ფარგლებში ვალუტის კონვერტაციაში ვივარჯიშებდი!


скачать dle 11.3