კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცუდი და კარგი ამბავი







ნინო ხაჩიძე

იგინივე და განა

მას შემდეგ, რაც საქართველოში აშშ-ის ელჩმა გმირთა მემორიალთან პოლიციის მიერ ვეტერანთა სავსებით კანონიერი აქციის დაარბევა ძალის გადამეტებად შეაფასა (მართალია, ბ-ნმა ბასმა ბრძანა, „სავარაუდოდო“, თუმცა აშკარაა, რომ დიპლომატის მიერ ნათქვამი, „სავარაუდოდ“ უფრო მტკიცებითი შინაარსისაა, ვიდრე ვარაუდი), ჩვენთვის არც ახალი ამბის მოლოცვა დავიწყებია. კერძოდ, შეგვაქო, რომ, რაკი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ პირველად გამოყოფილი თანხა ლაზათიანად ავითვისეთ (თბილისი-ახალქალაქის მაგისტრალი სწორედ იმ ფულით ავაშენეთ და მერე რა, რომ თავიც მოვიწონეთ), გასულ კვირას იმავე პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ მეორე კომპაქტის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას საქართველო და განა მიიღებენ.

მიუხედავად ქართული მედიის მიერ წინასწარ დაანონსებისა, რომ ჩვენ და განას 300 000 აშშ დოლარს გაგვინაწილებენ, ჯერჯერობით ზემომოყვანილი გადაწყვეტილება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საქართველომ ახალი წინადადებების წარდგენის უფლება მოიპოვა, თანხის ოდენობაზე ლაპარაკი კი ზედმეტია.

მეორე მხრივ, რაკი პრეტენდენტი მხოლოდ ორია (ჩვენ და განა), სავარაუდოდ, მეტი თანხაც მას შეხვდება, ვინც უფრო გონივრულ და დასაბუთებულ წინადადებას მოამზადებს. ბუნებრივია, ჩვენ არაფერი ვუწყით განის პოლიტეკონომიკური ელიტის ინტელექტუალური შესაძლებლობების შესახებ, მაგრამ, ცხადია, რომ მეტ თანხას სწორედ ის ქვეყანა მიიღებს, რომლის პოლიტეკონომიკური ელიტის ტვინების რუხი ნივთიერება უფრო მოძრავი, კრეატიული და ნაყოფიერი აღმოჩნდება. თუმცა ისიცაა, დიდი ბედენა ვერც განის ჯობნა და ვერც მისი დამარცხებაა.


скачать dle 11.3