კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* ლათინურიდან „პრელუდია“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „დაკვრის წინ“.

* სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კუნძულებზე ცხოვრობს ხალხთა ჯგუფი – ბაჯაო, რომელსაც, ცხოვრების წესიდან გამომდინარე, „ზღვის მომთაბარეებს“, „ზღვის ხალხს“, „ზღვის ბოშებს“ ეძახიან.

* იეგუდიმი და იდნი იგივეა, რაც ივრითი და იდიში, ანუ – ებრაელთა ენა.

* „ბრა“ – ფრანგულად „ხელს“ ნიშნავს. სწორედ ამიტომ დაარქვეს ნათურას, რომელიც მიმაგრებულია იქ, სადაც უფრო საჭიროა, მოხერხებულია, ანუ, ადამიანს თითქმის ხელთ აქვს.

* 1947 წლის 25 მარტს უკრაინაში, ქალაქ ლვოვში, გაიხსნა ოპერეტის თეატრი. პირველი სპექტაკლი, რომელიც ამ თეატრის სცენაზე დაიდგა, იყო ნიკიტა ბოგოსლოვსკის ოპერეტა „11 უცნობი“ – 1945 წელს ინგლისში, კიევის „დინამოს“ ფეხბურთელების თავგადასავლებზე.

* იაპონური კუნძულების სახელები ქართულად ასე ითარგმნება: ჰონსიუ – მთავარი ოლქი, სიკოკუ – ოთხი პროვინცია, კიუსიუ – ახალი ქვეყანა.

* 1494 წელს რომის პაპმა ახალაღმოჩენილი მიწები ესპანეთსა და პორტუგალიას შორის გაანაწილა. ამ საკმაოდ სერიოზულ საქმეს ერთ-ერთი ბულით მისცა სანქცია. სხვათა შორის, ამ ბულას „სხვათა შორის“ ერქვა.

* ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტრადიციულად, ზოგიერთ სავიზიტო ბარათში მხოლოდ თანამდებობები წერია და არ მიეთითება არც სახელი და გვარი და არც მისამართი. ასეთი სავიზიტო ბარათები აქვთ: პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, იუსტიციის მინისტრს, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ელჩებს, მინიტსრებს, მინისტრების მოადგილეებს.

* საფრანგეთს მეფეებად სხვადასხვა დროს ექვსი ფილიპე ჰყავდა. ეს სახელი საფრანგეთის ისტორიაში პირველად დედოფალმა ანამ, იაროსლავ ბრძენის ასულმა დაარქვა თავის ვაჟს, მომავალში საფრანგეთის მეფე ფილიპე პირველს. ამის შემდეგ ეს სახელი უბრალო ფრანგ ხალხშიც გავრცელდა.

* 1660 წელს ინგლისში აღდგა მონარქია. თავისი კანონიერი მოვალეობის შესრულებას შეუდგა ჩარლზ მეორე სტიუარტი, რომელიც უშვილძიროდ გადაეგო. უცნობია, რა ბრალი მიუძღვის ამაში მის პირად ექიმს, მაგრამ, ცნობილია, რომ ის კონდომი იყო – პრეზერვატივის გამომგონებელი.


скачать dle 11.3