ბრძნული აზრები
ტოლსტოი: დაე, ხალხის მოწონება იყოს შენი საქციელის თანმდევი და არა მიზანი.
ლაროშფუკო: პატიოსანი ხალხი ჩვენი ღირსებისთვის გვცემს პატივს, ბრბო კი – ბედის წყალობით.
ტულიუსი: ტალანტის, ქველობისა და ყოველგვარი ნიჭის ნაყოფი უფრო ტკბილად გვეჩვენება, როდესაც მათ სხვას ვუზიარებთ.
გობსი: მხოლოდ სახელმწიფოში არსებობს კეთილი თვისებებისა და ნაკლოვანებების ზოგიერთი მასშტაბის საზომები – ასეთ მასშტაბად ამ სახელმწიფოს კანონები გვევლინება.
დემოკრიტე: ძალა და სილამაზე – ახალგაზრდული წლების მადლია, სიბერე კი – სიბრძნის ხანა.
ნაპოლეონი: იცით, რა მაოცებს ყველაზე მეტად? ის რომ, რაც უნდა ეცადო, ძალმომრეობით ვერაფერს შექმნი და ვერაფერს დაამტკიცებ. ქვეყნად ორად ორი ძალა მეგულება: ხმალი და გონება, მაგრამ საბოლოოდ, გონება მუდამ სჯობნის ხმალს.
ლაო ძი: ჭეშმარიტად: კაცნი დავობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დავობენ.
შოპენჰაუერი: ადამიანების უმრავლესობას, იმის მაგივრად, სიკეთისკენ მიისწრაფოდნენ, ბრწყინვალება და დღეგრძელობა სწყურიათ, ისინი ჰგვანან იმ ბრიყვ მსახიობებს, რომლებსაც ყოველთვის დიდი, კეთილშობილური როლების შესრულება სურთ, მაგრამ, ვერ გაუგიათ, რომ, მთავარი ის კი არ არის, ვის ითამაშებ, არამედ ის – როგორ ითამაშებ.
დრაიზერი: ალალმართლობა სიცოცხლის სუნთქვაა, საძირკველი ყოველი ღირსებისა.
კამიუ: სიმართლე იდუმალი და მოუხელთებელია, მისი ხელახლა მოპოვებაა საჭირო.
გომერი: როგორ სიტყვასაც იტყვი, ისეთ პასუხს გაიგონებ.
სტენდალი: შეყვარებულები ბრმები არიან და ერთმანეთს უცქერიან. დაქორწინდებიან, თვალები აეხილებათ და ერთმანეთს აღარ უცქერიან.
განდი: მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ მატყუარა, საბოლოო ჯამში, მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებს.
ლესინგი: განა სიცილი სისულელეა? განა არ შეიძლება, იცინო და თან სერიოზულობა შეინარჩუნო? სიცილი უკეთესად იცავს ჩვენს გონებას, ვიდრე სინანული და გაბრაზება.
დოსტოევსკი: არაფერი არ გაგიკვირდეს – სიბრიყვის ნიშანია და არა ჭკუისა.
გორკი: სულელები მხოლოდ ზღაპრებში არიან ბედნიერნი.
კანტი: მიეცით ადამიანს ყველაფერი, რასაც ისურვებს და ის იმწუთას იგრძნობს, რომ ეს ყველაფერი არ არის.
ბელინსკი: ჭკვიანი ადამიანი სწავლობს იმისთვის, რომ იცოდეს, უსუსური – იმისთვის, რომ იცნობდნენ.
ჟირარდენი: გამოხედვა პირფერობს, ღიმილი ცრუობს, მაგრამ ტანსაცმელი არასდროს არ იტყუება.
საადი: თუკი შენ გულგრილი ხარ სხვების სატანჯველის მიმართ, შენ ადამიანის სახელს არ იმსახურებ.
ტვენი: რაც უფრო გაუმართლებელი და სულელურია რომელიმე შემორჩენილი ადათი, მით უფრო ძნელი ხდება მისი აღმოფხვრა.
ჰელვეციუსი: ყველა გონებაშეზღუდული ადამიანი მუდამ ცდილობს, სახელი გაუტეხოს დიდი და ძლიერი გონების ადამიანებს.
პეტეფი: სხვა ქალში მამაკაცს მოსწონს ის, რასაც საკუთარ ცოლში ვერ ამჩნევს.
მოპასანი: სიყვარული არის მამაკაცის შეცდომაში შეყვანა: ამ დროს მას ეჩვენება, თითქოს ერთი ქალი მეორისგან განსხვავდება.