კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საშობაო ნუგბარ-ტრადიცია

კათოლიკეები, ლუთერანები, ანგლიკანები შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის კი ის 7 იანვარს დგება.

* ინგლისში შობას უფრო ზეიმით აღნიშნავენ, ვიდრე ახალ წელს. საშობაო სუფრა განსაკუთრებული უნდა იყოს. მთავარი კერძია პუდინგი, რომელსაც ინგლისელები შვრიის ბურღულით, „სალით“, ქიშმიშით, კვერცხით, ვაშლით, თხილითა და სხვადასხვა სუნელებით ამზადებენ. სუფრასთან მიტანის წინ კერძს, რომსაც მოასხამენ, ცეცხლს წაუკიდებენ და ასე აბრიალებულს დგამენ სუფრაზე. შობა დიდ ბრიტანეთში წარმოუდგენელია ინდაურის გარეშე. მას საგანგებო გარნირს უმზადებენ ბოსტნეულითა და მოცხარით.

* ამერიკაში ტრადიციული საშობაო კერძი შემწვარი ინდაურია, რომელსაც შებრაწული პურით, ყველით, შავი ქლიავით, ნივრითა და სოკოთი გამოტენიან ხოლმე. ზოგჯერ ვაშლითა და კომბოსტოთი.

* საფრანგეთში ინდაური წაბლით უნდა იყოს ფარშირებული. სადღესასწაულო სუფრაზე აქ ნახავთ მოლუსკებს ხახვის ცხელი სოუსით. ასევე, აუცილებელი კერძია, ძალიან თხელ ნაჭრებად დაჭრილი შებოლილი ორაგული და იხვის ღვიძლის პაშტეტი. ასევე, თეთრი ღვინო.

* გერმანიაში სადღესასწაულო კერძები ფერადი და ჭრელი უნდა იყოს. ამიტომ, აქ მათ ვაშლისგან, თხილისგან, ქიშმიშისა და მარციპანისგან ამზადებენ. ვაშლს აქ დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ის ცხოვრებისეულ სიბრძნეს განასახიერებს.

საშობაო სუფრაზე გერმანელები დებენ შებოლილ ქაშაყს და შემწვარ იხვს შემწვარი ვაშლებით. მთავარი სასმელი გლინტვეინია.

* ავსტრიაში, უნგრეთსა და იუგოსლავიაში საშობაო სუფრაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ფრინველი. ამ დღეს ფრინველის ხორცის ჭამა ცუდის ნიშანია. ბედნიერება სახლიდან გაფრინდებაო.

* სერბეთში კლავენ ღორს, დანარჩენ ქვეყნებში ბატკნის ხორცს მიირთმევენ.

* ბელგიაში საშობაო სუფრაზე აუცილებლად არის ხბოს ხორცისგან დამზადებული ძეხვი. ტრუფელი და წითელი ღვინო.

* ლუქსემბურგის მცხოვრებნი საშობაოდ უპირატესობას სისხლიან ძეხვს, შემწვარ ვაშლს და შუშხუნა შამპანურს ანიჭებენ.

* ნიდერლანდებში საშობაო სუფრა წარმოუდგენელია კურდღლის ხორცის გარეშე. უკეთესია, თუ ის ნანადირევი იქნება. გარდა ამისა, იქ დღესასწაულის დღეებში მუხუდოს მარცვლებსაც მიირთმევენ.

* პოლონეთში საშობაო სუფრაზე თორმეტი თავი კერძი უნდა იყოს. ეს აუცილებელია, თანაც ხორცისგან მომზადებული არც ერთი არ უნდა იყოს. სოკოს წვნიანი და თევზის ჩაშუშული, ტრადიციული კერძებია. ტკბილეულიდან კი – შოკოლადის ტორტი. თევზი, რაც შეიძლება, მსუქანი და ცხიმიანი უნდა იყოს.

* ჩეხები და სლოვაკები საშობაო სუფრაზე დებენ ფაფას. შვრიით ან „პერლოვით“. აუცილებლად უნდა მომზადდეს ჩაშუშული კომბოსტო, თაფლაკვერი და ვაშლის შტრუდელი.

* რუმინეთსა და ბულგარეთში საშობაოდ საგანგებო ღვეზელს აცხობენ სიურპრიზებით. ვისაც მონეტა, წითელი წიწაკა ან თხილი ერგება, მას ამ წელს ბედი გაუღიმებს.

ბულგარეთში საშობაოდ მიირთმევენ კარპს თხილითა და შემწვარი ხახვით.

* სკანდინავიის ქვეყნების ყველა საშობაო კერძი ახლად დაკლული ღორის ხორცით მზადდება.

შვედეთში ეს არის შემწვარი ნეკნები. დანიაში – შემწვარი გოჭუნა ვაშლებით. ტკბილეულია – ბრინჯისა და დარიჩინის პუდინგი. საშობაო გნომებისთვის.

* ესპანეთსა და პორტუგალიაში საშობაო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ბევრი ყურძენი. როცა საათი თორმეტჯერ ჩამოკრავს, ყველა ერთად ყლაპავს თითო მარცვალს – თორმეტი სანუკვარი სურვილი ახალი წლისთვის.

ესპანეთში საშობაო სუფრაზე მიირთმევენ შემწვარ ბატკანს, ნორჩ გოჭუნას ან ინდაურს. სასმელი აქ ხერესია.

* იტალიაში საშობაო სუფრაზე უნდა იყოს ყურძენი. ასევე, ნიგოზი და ქერი – ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლო. აუცილებელია ხორცის ღვეზელი, რომელსაც ზემოდან არაჟანი აქვს მოსხმული.


скачать dle 11.3