კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: მაქვს ღაბაბი. მასაჟებზე დავდივარ, მაგრამ შედეგი უმნიშვნელოა. არსებობს თუ არა რაიმე სხვა მეთოდი ღაბაბის მოსაშორებლად?

პასუხი: ღაბაბს კომპლექსურად უნდა ებრძოლოთ. მასაჟის პარალელურად, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თქვენს წონასა და სიარულის მანერას, – იარეთ ყოველთვის თავაწეულმა. გარდა ამისა, იქონიეთ დაბალი სასთუმალი. უკეთესი იქნება, თუ უბალიშოდ დაძინებას შეეჩვევით. გამორიცხეთ დაწოლილ მდომარეობაში კითხვა.

არსებობს ვარჯიშებიც: ტუჩების, სახის კუნთებისა და ყელის იოგების დაძაბვით, მონაცვლეობით წარმოთქვით ბგერები „ი“ და „უ“ (20-20-ჯერ, დღეში რამდენჯერმე); მაქსიმალურად გამოყავით ენა და ენის წვერი შეძლებისდაგვარად ქვემოთ დასწიეთ.

კითხვა: საერთოდ, მშრალი კანი მაქვს. სახეს, ასე თუ ისე, ვუვლი, მაგრამ რამდენიმე ხანია, ფეხის ტერფებზე წვრილი თეთრი ლაქები გამიჩნდა. რისი ბრალი უნდა იყოს? ორგანული არაფერი არ მჭირს.

პასუხი: საერთოდ, ასეთ შედეგამდე მივყავართ ორგანიზმში კალციუმის, რკინისა და თუთიის დანაკლისს. სთხოვეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ჩაგიტაროთ ანალიზი და გამოგიწეროთ ვიტამინების კომპლექსი.

კითხვა: მაინტერესებს, როგორი სიგრძის თმისთვის რომელი „ბიგუდები“ უნდა გამოვიყენოთ?

პასუხი: გრძელი თმისთვის უნდა გამოვიყენოთ „ბიგუდი-ბუმერანგები“. თმიდან მათი მოხსნისას ლოკონები არ აგებურდებათ და ლამაზ, სპირალურ ფორმას დიდხანს შეინარჩუნებს.

მოკლე თმისთვის გირჩევთ, გამოიყენოთ „ლიპუჩკა“ ბიგუდები, რადგან მათთან ერთად თმა უცებ გაგიშრებათ და თან, ის ზრდის თმის მოცულობას.

ეგრეთ წოდებული წვრილი კულულების მისაღებად, შესაბამისად, უნდა გამოიყენოთ წვრილი ბიგუდები, მაგრამ, მათი მოხსნის შედეგ დავარცხნას არ გირჩევთ.

კითხვა: რა შემადგენლობის კრემის ყიდვაა მიზანშეწონილი 40 წელს გადაცილებული ქალისთვის და როგორ ფერებში უნდა იყოს გადაწყვეტილი ამ ასაკის ქალის მაკიაჟი?

პასუხი: ამ ასაკში სახის კანი ახალგაზრდულად რომ გამოიყურებოდეს, უნდა შეიძინოთ კრემები ლიფტინგის ეფექტით. რაც შეეხება მაკიაჟს, თქვენი თმისა და კანის ფერის მიუხედავად, სასურველია, შეარჩიოთ „ბეჟი“ ფერების გამა, პომადა კი, სასურველია, იყოს ვარდისფერის ის ტონი, რომელიც უფრო მეტად გიხდებათ.

მოამზადა


скачать dle 11.3