კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეამცირეთ კალორიები და დაიკელით წონაში!

ამჯერად შემოთავაზებული დიეტის მთავარი ინგრედიენტი ქათმის ხორცია. 7 დღის განმავლობაში მიირთვით ქათმის მკერდის ხორცი ბოსტნეულით, ბრინჯითა და ხილით, მინიმუმ სამ კილოგრამს, როგორც იტყვიან, ქარს გაატანთ.

პირველი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ მხოლოდ ქათმის ფილე (500 გრამი) და ბრინჯი (350 გრამი). ორივე პროდუქტი უნდა მოხარშოთ უმარილოდ. ხორციც და ბრინჯიც დაყავით თანაბარ ულუფებად და მიირთვით ცალ-ცალკე, მონაცვლეობით, 1-საათიანი შუალედებით. პარალელურად, დალიეთ 1 ლიტრამდე ცოცხალი ხილის ან ბოსტნეულის წვენი. საღამოს, დაძინებამდე 1 საათით ადრე, მიირთვით გვირილის ან პიტნის უშაქრო ჩაი (1 ჩაის ჭიქა).

მეორე დღეს ულუფა იზრდება: შეგიძლიათ, მიირთვათ 700 გრამი ქათმის ფილე და 500 გრამი ცოცხალი ანანასი (ორივე პროდუქტი დაყავით იმავე პრინციპით). დღის განმავლობაში დალიეთ 1 ლიტრამდე წყალი.

თუ მომატებული გაქვთ მჟავიანობა, გაიმეორეთ პირველი დღის მენიუ.

მესამე, მეოთხე და მეხუთე დღეების განმავლობაში მიირთვით დღეში 400 გრამი მოხარშული ფილე, პლუს: მესამე დღეს – 150 გრამი დაკეპილი, უმი ან მჟავე კომბოსტო; მეოთხე დღეს – 100 გრამი მოხარშული ჭარხალი; მეხუთე დღეს – 100 გრამი უმი სტაფილო და 5 ცალი მწვანე ვაშლი ან ამდენივე მსხალი. გარდა ამისა, ამ სამი დღის განმავლობაში უნდა სვათ დღეში 1,5 ლიტრი თბილი წყალი.

ხილით და ბოსტნეულით, შეგიძლიათ, მოიმზადოთ სალათები. კვება უნდა იყოს დღეში 6-7 ჯერადი, ბოლო ულუფა კი უნდა მიიღოთ დაძინებამდე 1,5-2 საათით ადრე.

მეექვსე და მეშვიდე დღეებიც ერთნაირია: ნებადართულია, დღეში 700 გრამი მოხარშული ფილე (5-6-ჯერად დაყოფილი) და თითო კონა სალათის ფოთლები. შეგიძლიათ, დალიოთ 3 ჩაის ჭიქა უშაქრო მწვანე (ან პიტნის) ჩაი და 1-1,5 ლიტრი წყალი.

მოხარშულ ფილეს, შეგიძლიათ, მარილის ნაცვლად მოასხუროთ ლიმონის წვენი.

მიუხედავად ამისა, რომ ეს დიეტა არ გამოირჩევა პროდუქტების მრავალფეროვნებით, ის სავსებით შეესაბამება ჰიპოკალორიულ პრინციპებს, კერძოდ, აკმაყოფილებს ცილების (72 გრამი), ცხიმებისა (32 გრამი) და ნახშირწყლების (125 გრამი) მისაღებ ნორმას. გარდა ამისა, შემოთავაზებულ მენიუში საკმაო რაოდენობითაა უჯრედისი და მარტივი ნახშირწყლები, რომლებიც ენერგიით მუხტავს ტვინს, გულსა და სისხლძარღვებს.


скачать dle 11.3