კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საფრთხეს უქმნის ცხოველებს ცუდი მოვლა-შენახვის პირობები, არასრულფასოვანი კვება და სტრესული სიტუაცია

მარტო ძაღლის ყოლა და მისი ერთგული მეგობრობა, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ თქვენი თანაცხოვრება კომფორტული იყოს. არის სხვადასხვა პრობლემა, რომელსაც თავს ვერ ავარიდებთ, თუ ყურადღებას არ გამოვიჩენთ. ამიტომ, არის საკითხები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ. ერთ-ერთი ასეთი თემის ირგვლივ ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.

ზაქრო ბაჯიაშვილი: ძაღლის პარავირუსული ენტერიტი არის ნაწლავების მწვავე ანთება, რომელიც გამოწვეულია ვირუსით. აღმძვრელის ამთვისებელია ძაღლი ყველა ასაკში, განსაკუთრებით კი ლეკვები – 2 კვირიდან ერთ წლამდე. ასევე ბებერი ძაღლები. განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან დეკორატიული და კულტურული ჯიშის ძაღლები. უფრო ხშირად ავადდებიან არავაქცინირებული ძუებისგან მიღებული ლეკვები.

დაავადების გამომწვევი ვირუსი საკმაოდ გამძლეა და ინარჩუნებს დაინფიცირების უნარს მჟავე გარემოში. გამძლეა ქლოროფორმის, ეთილის სპირტის, მაღალი ტემპერატურის მიმართ, მაგრამ ადუღებისას, მომენტალურად ნადგურდება. გარემოში – ფეკალურ მასებსა და პარენქიმულ ორგანოებში ვირუსი საშიშია 1 წლის განმავლობაში.

– რა შეიძლება, ჩაითვალოს ინფექციის წყაროდ?

– ინფექციის წყაროა დაავადებული ძაღლები, მღრღნელები და მწერები. ვირუსი არაა საშიში ადამიანისთვის, მაგრამ ადამიანი შეიძლება, გახდეს დაავადების გადამტანი ავადმყოფი ცხოველიდან ჯანმრთელ ცხოველზე. დაავადების გადაცემა ხდება ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით დაინფიცირებული საკვებისა და წყლის საშუალებით. ასევე, დაავადების გადაცემა ხდება კონტაქტით, დაავადებული ცხოველის ან მათი სამყოფლის ალოკვითა და დაყნოსვით.

ცუდი მოვლა-შენახვის პირობები, არასრულფასოვანი კვება, სტრესული სიტუაცია მაგალითად: პატრონის შეცვლა, ოპერაცია, ჭიებით დაინვაზირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ხშირი აშლილობები ქმნის პარავირუსული ენტერიტით დასნებოვნების საშიშროებას.

– რამდენ ხანს გრძელდება ინკუბაციური პერიოდი?

– ჩუმი (ინკუბაციური) პერიოდი გრძელდება ოთხიდან ათ დღემდე. 1-2 თვის ასაკის ლეკვებში კი – 1-3 დღემდე.

– რა ზიანს აყენებს ვირუსი ძაღლის ორგანიზმს?

– ვირუსი აზიანებს ნაწლავების ლორწოვანი გარსის ეპითელურ უჯრედებს და იწვევს მათ სიკვდილს. ამ უჯრედების დაშლის პროდუქტები ძალიან ტოქსიკურია და იწვევს თითქმის ყველა სასიცოცხლო ორგანოს ფუნქციის მოშლას.

დაავადების მიმდინარეობის ხასიათი დამოკიდებულია დაზიანებული ქსოვილებისა და ორგანოების მოცულობაზე, იმუნური სისტემის დაზიანების ხარისხზე, ასაკსა და ცხოველის ზოგად მდგომარეობაზე.

– რა არის დაავადების პირველადი ნიშნები?

– ხშირად დაავადების პირველი ნიშნებია უმადობა, ღებინება, ხოლო ამონაღები მასა ლორწოვანია. კუჭის აშლის დროს ფეკალური მასა წყალივითაა და არის რუხი ან ყვითელი ფერის. ხშირად სისხლიანია და ძალიან ცუდი სუნი აქვს. ღებინებისა და ფაღარათის ნიადაგზე ორგანიზმიდან წყლის დაკარგვის შედეგად გაუწყლოება ვითარდება, რის გამოც, ხდება თვალის კაკლების ჩაცვენა.

ზოგიერთ ცხოველში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობას თან სდევს სასუნთქი სისტემის დაზიანებაც, რომელიც ფილტვების შეშუპებითაც შეიძლება, გართულდეს. სხეულის ტემპერატურა მომატებულია 39,5-41 გრადუსამდე. ორგანიზმის შოკური მდგომარეობა და გაუწყლოება იწვევს ლეკვის სიკვდილს დაახლოებით 24 -26 საათში. კლინიკური ნიშნების გამოვლინების შემდეგ, დაავადების ასეთ ფორმას ეწოდება ელვისებრი, ან ზემწვავე ფორმა. მწვავე ფორმის დროს, ცხოველი კვდება 5-6 დღის შემდეგ. დაავადება შეიძლება, მიმდინარეობდეს მიოკარდიტით (გულის კუნთის ანთება). ამ დროს პულსი გახშირებულია და ფიქსირდება ტაქიკარდია. ცხოველი ძალიან სუსტად არის და კვდება 0,5-24 საათის განმავლობაში. ამ დროს სიკვდილიანობა აღწევს დაახლოებით 70 პროცენტს. საერთო შემთხვევებიდან გამომდინარე, არაკეთილსაიმედო პროგნოზის დროს ცხოველი კვდება დაავადების განვითარებიდან 2-4 დღეს. თუ გადარჩა მეოთხე დღიდან გამოჯანმრთელების შანსი იზრდება.

– დიაგნოზი რის საფუძველზე ისმევა?

– დიაგნოზი კლინიკური ნიშნებისა და პათოლოგიურ-ანატომიური მონაცემების საფუძველზე ისმება.

– აღნიშნული დაავადების შემთხვევაში ცხოველის სიცოცხლე როგორ უნდა შევინარჩუნოთ?

– დაავადების პირველივე ნიშნების დროს, ცხოველის სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა, რაც შეიძლება, სწრაფად მივიყვანოთ ვეტერინართან. ამ დროს ყოველი საათი მეტად მნიშვნელოვანია.

დაავადებასთან ბრძოლის და თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა ცხოველების აქტიური იმუნიზაცია, ანუ ვაქცინაცია პარავირუსული ენტერიტის საწინააღმდეგოდ 1,5 თვის ასაკიდან. მთელი სიცოცხლის განმავლობაში სასურველი და რეკომენდებულია, გამოვიყენოთ მსოფლიოში ცნობილი და აპრობირებული ფირმების მიერ მოწოდებული ვაქცინები. ასევე, დაავადებასთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადებული ცხოველის იზოლაციას და მისი ადგილსამყოფლის საგულდაგულო გასუფთავებასა და დეზინფექციას სხვადასხვა საშუალებით. ასევე, ცხოველების სრულფასოვანი და დაბალანსებული კვება განაპირობებს ცხოველში მყარი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას.


скачать dle 11.3