კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოცნება აისრულა დიანა ღურწკაიამ და როგორ გაქურდეს ის ფესტივალის ფინალზე

რუსეთში მოღვაწე, ყველასთვის საყვარელი ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია დატვირთული დღის რეჟიმით მუშაობს. მიუხედავად ამისა, ინტერვიუსთვის დრო მაინც გამონახა და ქართველ მკითხველს კიდევ ერთხელ მოესიყვარულა. ინტერვიუდან შევიტყვეთ, რომ დიანამ თავის ფონდთან ერთად, მეტად საინტერესო ფესტივალის ორგანიზატორობა ითავა და რამდენიმე წლის სურვილი აისრულა. ყოველივე ამის შესახებ, ის თავად მოგითხრობთ.

დიანა ღურწკაია: ასეთი ზამთარი მოსკოვში არავის არ ახსოვს. ძალიან თბილი ნოემბერი იყო, რაც აქაური ჰავისთვის ძალიან ცუდია. საშინელი ვირუსები გავრცელდა ქალაქში. ჯერ მე ვიყავი ცუდად, მერე – ბავშვი, მერე ისევ მე, რაც ჰაიმორიტში გადაიზარდა. ვმკურნალობ და უფლის ნებით, ყველაფერი კარგად არის. მთავარია, დროზე შევეხმიანე ექიმებს, თორემ რამდენიმე დღე რომ დამეგვიანა, შეიძლება, საავადმყოფოშიც მოვხვედრილიყავი. ამჯერად ყველაფერი კარგად არის.

– რაც შეეხება თქვენს საქმიანობას, რა სიახლეებია?

– უფლის წყალობით, ყველაფერი ნორმალურადაა. მინდა, ერთი, რამ გითხრათ, რაც, ალბათ, ქართველმა მკითხველმა, მაყურებელმა და მსმენელმა არ იცის. მოსკოვში, უსინათლოთა, ძალიან დიდი ფესტივალი – „თეთრი ჯოხი” ჩავატარე. ალბათ, ყველა უსინათლომ იცის, რომ 15 ოქტომბერი „თეთრი ჯოხის” დღეა. ეს თარიღი არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ყველგან აღინიშნება. ეს დღე ერთ-ერთმა ბრიტანელმა ფოტოგრაფმა დააარსა, რომელმაც მოულოდნელად თვალის ჩინი დაკარგა. ყველა ადამიანისგან გამორჩეული რომ ყოფილიყო, მან თავის ჯოხი თეთრად შეღება. ეს ამბავი დაახლოებით 1965 წელს მოხდა. ამის მერე კი „თეთრი ჯოხის” თარიღი დაწესდა საფრანგეთში. ძალიან დიდი ხანია, მინდოდა ამ ფესტივალის გაკეთება, სადაც მონაწილეობას უნარშეზღუდული მომღერლები მიიღებდნენ. უნარშეზღუდული მონაწილეების გარდა ჩვეულებრივი მომღერლებიც გამოდიოდნენ. მინდა გითხრათ, რომ ფანტასტიკური ფესტივალი ჩატარდა. მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანეთ, იყვნენ მოლდავეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან. მათ შორის იყვნენ შესანიშნავი ბავშვები საქართველოდან, ჩემი პატარა მეგობრები, რომლებსაც ტრიო „იბერია” შევარქვით. გიორგი ბასილაშვილი, თამარ ცალქალამანიძე და ბაჩანა მარგველაშვილი. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა წარმატება ჰქონდათ მათ. მთელი დარბაზი მქუხარე აპლოდისმენტებით დადგა ფეხზე.

– ეს ბავშვებიც უნარშეზღუდულები არიან?

– ამ ბავშვებიდან ორმა ის სკოლა დაამთავრა, სადაც მე ვსწავლობდი, გიორგი კი ჯერ კიდევ სწავლობს იქ. ისინიც უსინათლოები არიან. ძალიან მინდოდა, ეს ქართველ მაყურებელსაც ენახა. მინდოდა, ამ თემაზე რაღაც ინფორმაცია ყოფილიყო. მივმართეთ კიდეც საქართველოს ტელევიზიას, რომელიც აქ მუშაობს, მაგრამ რატომღაც ამას გამოხმაურება არ მოჰყვა. გული დამწყდა, რადგან მინდოდა, ამ ბავშვების წარმატება საქართველოშიც ენახათ.

– ფესტივალი რამდენი დღე მიმდინარეობდა?

– ეს იყო ერთდღიანი ფესტივალი, რომელიც რუსეთში წელს პირველად ჩატარდა. ფესტივალს მე და ჩემი ფონდი ვთაობდით. იყო სირთულეები და გვეგონა კიდეც, რომ არ ჩატარდებოდა, მაგრამ, უფლის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მომავალში ვგეგმავთ ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცეს და უფრო ფართო მასშტაბით გავაკეთოთ. გეგმები ძალიან დიდი გვაქვს.

– რაც შეეხება საახალწლო კონცერტებს. რა კონცერტებში მიიღეთ მონაწილეობა?

– ძალიან ბევრი გადაღებაა, დღეს სხვადასხვა ჟურნალები იღებდნენ ფოტოებს გარეკანისთვის, ხვალ ჩაწერა მაქვს. ისე მოხდა, რომ არც ერთი დღე არ მაქვს ისეთი, დილიდან საღამომდე რომ სახლში ვიყო. მართლა ძალიან გადატვირთული გრაფიკით ვმუშაობ. გადაღება ხან მოსკოვში გვაქვს, ხან სხვა ქალაქში მივფრინავთ და ასე, გადარბენაზე ვართ.

– გასულ წელს ცოტა გულდაწყვეტილი იყავით, რადგან ისე მოხდა, რომ საახალწლო გადაღებებში მონაწილეობა არ მიგიღიათ. როგორც ჩანს, სიტუაცია განიმუხტა და წელს მომღერალი დიანა ღურწკაია კვლავ მოთხოვნადია.

– უფლის ნებით, ყველაფერი კარგად არის. დრო გადის და ყველაფერი იცვლება. ცხოვრებას თუ პესიმისტურად ვუყურეთ, ვერაფერს შევცვლით. ჩემი ოპტიმისტური განწყობა კი იმაში დამეხმარა, რომ დღეს ყველაფერი ნორმალურად არის.

– ალბათ, პარალელურად ახალ სიმღერებზე მუშაობთ.

– რა თქმა უნდა, ახალი სიმღერები მაქვს და ვმუშაობ. ძალიან მინდა, ბრეგოვიჩთან ერთად ერთი და ორი სიმღერა კი არა, მთელი ალბომი ჩავწერო. ამას, სავარაუდოდ, იანვრიდან დავიწყებთ. ეს პროექტი კი არა, ხელოვნება იქნება. ბრეგოვიჩი შესანიშნავი კომპოზიტორია და ერთობლივ ალბომზე უკვე ორი წელია ვფიქრობთ. ამის, პარალელურად, ვმუშაობ ქართულ სიმღერებზე. ერთ-ერთი ჩემი სიმღერა უკვე გაჟღერდა საქართველოში, რადიო „აფხაზეთის ხმაზე.” დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა პოეტს, ქალბატონ ირინა სანიკიძეს და კომპოზიტორს, ზაზა ხუბუკელაშვილს, რადგან ამ სიმღერის წარმატებაში მათ დიდი წვლილი მიუძღვით. ეს სიმღერა უფრო ფოლკლორის სტილშია გაკეთებული, ცეკვის ელემენტებით. საკმაოდ მხიარული სიმღერაა.

– ახალ წელს სახლში ხვდებით ხოლმე?

– ძალიან მიყვარს, როცა ახალ წელს სახლში ვხვდები. 12 საათზე ტრადიციულად, ოჯახის წევრებთან ერთად ვარ. აუცილებლად გვაქვს გაშლილი სუფრა, სადაც პურ-მარილი უხვად არის. ამას ძალიან დიდი სიხარულით ვაკეთებთ და გვინდა, ყველა სტუმარი, რომელიც ჩვენს ოჯახში მოვა, გახარებული და ბედნიერი დარჩეს.

– მართალია, რომ ცოტა ხნის წინ გაგქურდეს?

– ფესტივალის დროს ძვირფასეულობა დავკარგე. ფინალზე მეკეთა ბეჭდები, საყურე და დიდი სამაჯური. ცოტა ხნით მოვიხსენი ეს სამკაულები და ოთახში დავდე. სულ რაღაც ორი წუთით გავედი და ამ დროს ყველაფერი დაიკარგა. არ ვჩივი, ალბათ, ასე ენება უფალს, მთავარია, ჯანმრთელობა იყოს. ბედნიერება ძვირფასეულობით არ განისაზღვრება. ადამიანმა შეიძლება შავი პური ჭამოს და თავის ოჯახის წევრებთან ერთად ბედნიერი იყოს. ეს არის მთავარი. ძვირფასეულობა რომ დავკარგე, რა თქმა უნდა, პირველი დღეები არასასიამოვნო გრძნობა დამეუფლა. ეს იყო ნივთები, რომელიც ძალიან ახლობელმა ადამიანებმა მაჩუქეს: სამაჯური, რომელიც დავკარგე ჩემი ძმის ნაჩუქარი იყო, ბეჭდები ჩემმა მეუღლემ მაჩუქა, ხოლო საყურეები – ძალიან ახლო მეგობარმა. გული დამწყდა, მაგრამ რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ბედნიერება ნივთებით არ განისაზღვრება. ბედნიერება ის არის, რომ დღეს შენს ახლობლებთან ერთად ჯანმრთელი ხარ და თავს კარგად გრძნობ.

– რას ელოდებით 2011 წლისგან?

– იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა. მე მჯერა, რომ ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი კარგი უნდა მოხდეს, სხვაგვარად არ შემიძლია. ამიტომ ვიცი, რომ, უფლის ნებით, ყველაფერი კარგად იქნება. თუ რამე არაპოზიტიური მოხდა წინა წელს, იმედი მაქვს, ამ წელს ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნება. უფრო მეტს მივაღწევთ და ბედნიერები ვიქნებით. უბრალოდ, ერთს ვისურვებდი, ღმერთო, ყველა ბედნიერად და ჯანმრთელად ვიყოთ, გვფარავდეს უფალი. გვქონოდეს უფლის წყალობა. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია.


скачать dle 11.3