კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი დიზაინერის თვითმკვლელობამ შეძრა მსოფლიო 2010 წელს და რატომ ატარებს „ოსკარი“ დაწყევლილი ჯილდოს სახელს ქალ მსახიობებს შორის


ყველას კარგად მოეხსენება, რომ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების სკანდალური ისტორიები, ტაბლოიდების ტირაჟის გაყიდვის მთავარი წინაპირობაა. რაც უფრო სკანდალურია ისტორია, მით უფრო მეტი ადამიანი იძენს ამა თუ იმ ჟურნალ-გაზეთს. გამონაკლისი არც 2010 წელი გახლდათ და ამ წელსაც საკმაოდ მრავალფეროვანი სკანდალები გააშუქა დასავლურმა ბეჭდურმა მედიამ. ამჯერად შემოგთავაზებთ ვარსკვლავური სკანდალური ისტორიების ჩამონათვალს, რომლებსაც ყველაზე დიდი ყურადღება მიაპყრო საზოგადოებამ გასული წლის განმავლობაში.

„ევროვიზია 2010-ის“

გამარჯვებულის სექს-სკანდალი

ცნობილი ევროპული კონკურსის „ევროვიზია 2010“-ის ფინალამდე გერმანელი ლენა მაიერ-ლანდრუტი გამარჯვების ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად ითვლებოდა და სწორედ მან დაიკავა კიდეც პირველი ადგილი. თუმცა, სწორედ ფინალამდე, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ახალგაზრდა მომღერალი საკმაოდ პიკანტურ სიტუაციაში იყო დაფიქსირებული. ვიდეოში კარგად ჩანდა, თუ როგორ იყო დაკავებული „ევროვიზიის“ ტრიუმფატორი სექსით მავან მამაკაცთან აუზში. აღმოჩნდა, რომ 17 წლის ასაკში ლენამ ეპიზოდური როლი შეასრულა ეროტიკულ ფილმში „გთხოვთ, შემიშვით“, სადაც გულახდილ სცენაში მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში ლენა მაიერმა აღნიშნა, რომ მცოდნოდა, „ევროვიზიის“ სცენაზე დავდგებოდი, ამას არასდროს არ გავაკეთებდიო.

ბრიტნი სპირსი: მოძალადე დედა

მთელი წლის განმავლობაში ამერიკული ტაბლოიდები იუწყებოდნენ, რომ პოპ-ვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი ძალადობას ახორციელებდა საკუთარ შვილებზე, აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ქამრით სცემდა და ასევე, ჯანმრთელობისთვის საზიანო საკვებით კვებავდა. ამ ინფორმაციის წყარო ბრიტნის ყოფილი პირადი მცველი ფერნანდო ტორესი გახლდათ, რომელიც სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ ბრიტნიზე სხვადასხვა სახის სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებდა. მისი თქმით, ბრიტნი ნამდვილი არანორმალურია, რომელსაც უნდა ჩამოართვან დედობის უფლება და გამოკეტონ რომელიმე ფსიქიატრიულ კლინიკაში. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ტორესის ნაამბობი 100 პროცენტი სიცრუე იყო, რაც დაადასტურა კიდეც სასამართლომ და ბრიტნი სპირსის სამაგალითო დედის რეპუტაცია ხელშეუხებლად ცნო.

გიბსონის საქმე

წლების განმავლობაში მელ გიბსონი სამაგალითო მეოჯახედ და მამაკაცურობის ეტალონად მიიჩნეოდა ჰოლივუდში. თუმცა, ბოლო ხანს ვარსკვლავმა აშკარად აიშვა. უკანასკნელი სკანდალი მის ყოფილ გერლფრენდს, ოქსანა გრიგორიევას ეხება, რომელმაც ძალადობასა და ალკოჰოლიზმში დაადანაშაულა „მამაცი გული“ – გიბსონი. ოქსანამ სასამართლოში განაცხადა, რომ მელი მას ფიზიკურად ეხებოდა – ხშირად სცემდა და ასევე მუდმივად ნასვამ მდგომარეობაში იყო. ამან ქალი აიძულა საცხოვრებლად ცალკე გადასულიყო, გიბსონისგან გაჩენილ შვილთან ერთად. ამის საპასუხოდ, გიბსონის ადვოკატებმა გრიგორიევა შანტაჟში დაადანაშაულეს და სასამართლო სხდომაზე წარადგინეს აუდიოჩანაწერი, რომელშიც გრიგორიევა გიბსონს სკანდალის სანაცვლოდ, სოლიდური თანხის გადახდას სთავაზობდა. აღმოჩნდა, რომ გრიგორიევა მხოლოდ ფულის გამოძალვის მიზნით ცხოვრობდა გიბსონთან და ყოველდღიურად ცდილობდა სკანდალის პროვოცირებას, რაც გამოუვიდა კიდეც.

ლინდსი ლოჰანი: გზა

რეციდივისტობამდე

ჰოლივუდის ყველაზე თავზეხელაღებული მსახიობი ლინდსი ლოჰანი წელსაც ვერ გადაურჩა საპატიმროში მოხვედრას. თუმცა, წინა წელთან შედარებით, როდესაც ვარსკვლავმა გისოსებს მიღმა 84 წუთი გაატარა, ამჯერად მისი დაპატიმრება უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა – 90 დღე. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმის, გამო, რომ ლინდსი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს.

ალექსანდრ მაკქუინი – მოულოდნელი თვითმკვლელობა

თანამედროვე ფეშენ-კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტური წარმომადგენელი და მოდური დიზაინერი – ალექსანდრ მაკქუინი მისმა მეგობრებმა, ლონდონში მოდელიორის ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. რამ აიძულა მაკქუინი წასულიყო სუიციდზე, დღემდე უცნობია. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიზაინერი მარტოობისა და დეპრესიისგან იტანჯებოდა.

სანდრა ბალოკის

დაწყევლილი „ოსკარი“

მთელი ამერიკა შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ყველასთვის საყვარელ მსახიობს – სანდრა ბალოკს ქმარი – ჯესი ჯეიმსი ღალატობდა. ამ ამბის გაჟონვისთანავე, სანდრა მოღალატე ქმრისგან მოშორებით, დასავლეთ კალიფორნიაში გადაბარგდა. ქმარი კი მიატოვა. ჯესის საყვარელი ინტერნეტით გაცნობილი მოდელი – ელიზაბეთ მაკჯი აღმოჩნდა, რომელიც იმით არის ცნობილი, რომ მთელი სხეული ტატუირებული აქვს. საინტერესოა, რომ ქმრის ღალატის ამბავი სანდრას მიერ „ოსკარის“ მიღების შემდეგ გახდა ცნობილი. ბოლოს კი ერთი საინტერესო დეტალი – ყველა ქალი მსახიობი, რომელსაც „ოსკარი“ აქვს მიღებული ქმარსაა დაცილებული. სწორედ ამიტომ ამბობენ დაწყევლილი „ოსკარიო“.

რომან პოლანსკი – ახალი

გაუპატიურებები

ოსკაროსან რეჟისორს რომან პოლანსკის რომ არასრულწლოვანის გაუპატიურება ედებოდა ბრალად, და ამის გამო ამერიკა დატოვა და ევროპაში გადაბარგდა, ამის შესახებ იმდენი თქმულა და დაწერილა, ზედმეტად თავს აღარ შეგაწყენთ. თუმცა, 2010 წელს, კიდევ ორი გაუპატიურების ფაქტი გახმაურდა და ორივე შემთხვევაში, სავარაუდო მსხვერპლი ხელს ისევ პოლანსკის მიმართულებით იშვერს. ბრიტანელი მსახიობი შარლოტა ლიუსი, რომელიც პოლანსკიმ ეკრანებზე 1986 წელს გამოსულ ფილმ „მეკობრეებში“ გადაიღო და ყოფილი მოდელი ედიტ ფოგელჰაუტი ირწმუნებიან, რომ რომან პოლანსკიმ მათ მიმართ სექსუალური ძალადობა განახორციელა. იმ დროს კი, ისინი არასრულწლოვნები იყვნენ. ახალ ბრალდებებზე ლეგენდარულ რეჟისორს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

ჯორჯ მაიკლი – ისევ ციხეში

სკანდალური პოპ-ვარსკვლავი ჯორჯ მაიკლი 2010 წელსაც ვერ გადაურჩა სკანდალებს. სექტემბერში ის პოლიციის პატრულმა მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის ფაქტზე დააკავა. ვარსკვლავი დილის 4 საათზე ფოტოატელიეს ვიტრინას დაეჯახა თავისი „ჯიპის“ ტიპის ავტომობილით. თუმცა, მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ექსპერტიზამ არა ალკოჰოლი, არამედ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინა მაიკლის სისხლში. ვარსკვლავს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, ჩამოართვეს მართვის უფლება და სოლიდური თანხითაც დააჯარიმეს.


скачать dle 11.3