კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იქცა 10 დღე 10 წელიწადად ირინა ონაშვილისთვის და რატომ დაკარგა მან ყველაფრის ხალისი

ირინა ონაშვილისთვის გასული წელი მშვიდი იყო. თუმცა, მეუღლის მინისტრად დანიშვნამ, ცოტა არ იყოს, მისი ცხოვრება შეცვალა და ირინა კიდევ უფრო იშვიათად ახერხებს მუდამ დაკავებული, საქმიანი მეუღლის ნახვას.

ირინა ონაშვილი: ვერ ვიტყვი, რომ ძალიან აქტიური წელი მქონდა. თუმცა, ყველაფერმა კარგად, ნორმალურად ჩაიარა, მშვიდად და მონოტონურად, უფრო პასიურად. ჩემს ცხოვრებაში ბევრი სიახლე არ ყოფილა, რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა. ჩემი მეუღლის ცხოვრებაში კი, სერიოზული ცვლილება მოხდა და ეს ჩემზეც აისახა.

– როგორ აისახა?

– ზოგადად, ძალიან ძნელად ვეგუები სიახლეებს. ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, უცებ ჩაალაგონ ჩემოდანი და სადმე წავიდნენ. ასეთი სიტუაცია ჩემთვის ცოტა სტრესიც კია. ამ დროს შინაგანი ფორიაქი მეწყება. თუმცა, ჩემს ცხოვრებაში, მით უმეტეს, ახლა, რაც ლადოს ცოლი გავხდი, ბევრი რამ სპონტანურად ხდება. ამიტომაც ვერ დავყვები ხშირად ლადოს, რადგან წინა ღამეს მეუბნება – ხვალ აქ უნდა წავიდეთო. ფიზიკურად ვერ ვასწრებ მომზადებას, თან ნერვები მეშლება. ისე გამოდის, რომ უარის თქმა მიწევს.

– როგორ ეკიდება ლადო შენს უარს?

– იცის, რომ მე თუ უარს ვიტყვი, კამათს აზრი არ აქვს. ვთქვი და მორჩა. თან, ჩემი ინტერესის სფერო ნამდვილად არ არის „ივენთებზე“ სიარული, კამერების წინ გამოჩენა, პოზირება. ამ ყველაფერზე უკეთესი აზრები მიტრიალებს თავში. რა თქმა უნდა, მეუღლესთან ერთად ყოფნა ძალიან საინტერესოა, მაგრამ სახლში მოვა და ბოლოს და ბოლოს იქ ვნახავ.

– როდესაც მეუღლე ცალკე მიდის წვეულებაზე, ამაზე ცოლები ძალიან ნერვიულობენ, ფიქრობენ – სად არის, ვისთან, რას აკეთებს ახლა...

– ზოგადად, ეჭვიანი ვარ და ამას ვაღიარებ, მაგრამ ასეთ რაღაცეებზე არ ვნერვიულობ, არც ვეჭვიანობ. ვიცი, რომ ეს მისი საქმეა და უნდა წავიდეს. ერთადერთი, რაც შეიძლება, ჩემი ნერვიულობის საბაბი გახდეს, არის ის, რომ ქმარს მხოლოდ ღამე ვნახულობ, ისიც ერთი საათით და მერე ვიძინებ. ძალიან რთულია და მივხვდი, რომ ჩინოვნიკის ცოლობა ძალიან მძიმე ტვირთია. თან, ეს ისეთი რამეა, რასაც ვერ გააპროტესტებ, ვერაფერს იტყვი. აზრი არ აქვს, ამით არაფერი შეიცვლება. ამიტომ, ახლა ვარ შეგუების პროცესში. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ძალიან მარტივად უყურებენ – ყველაფერი აქვთ, რაც ქალს უნდა ჰქონდეს და ქმრის არყოფნას პრობლემად არ აღიქვამენ, რადგან ყველაფერი აქვთ, თავს მშვენივრად ირთობენ. ჩემთვის ყველაზე დიდი კომფორტი, სიამოვნება ლადოსთან ურთიერთობაა. ამიტომ, ამას ძალიან განვიცდი. თუმცა, ბოლო დროს ვცდილობ, ამასაც შევეგუო. თუ არადა, უნდა დავამთავრო ყველაფერი, იმიტომ, რომ ვერ შევცვლი.

– სანამ ლადოს გაჰყვებოდი ცოლად, მანამდე არ გიფიქრია იმაზე, რომ მას ასეთი გრაფიკი ექნებოდა?

– როგორ არა, მაგრამ როდესაც რაღაც არ გინდა, იმაზე არც ფიქრობ. თან, შეყვარებული კაცი, რომელსაც უნდა, ქალს თავი მოაწონოს, ყოველთვის გამონახავს დროს. ახლა მთლიანად საქმეზეა გადართული. თუმცა, ყოველთვის აღნიშნავს, ძმაკაცებისთვისაც უთქვამს, ირინასთვის დრო საერთოდ აღარ მრჩება, სულ მარტოა და მელოდებაო. ყველაზე საშინელი ის არის, რომ მარტოობას ვერ ვიტან. ხანდახან აღარ გაქვს საქმე, არსად მიდიხარ და სახლში ხარ. ამ დროს ვუყურებ საათს – 8 საათი, 9 საათი, 10-11, ვურეკავ და მერე მოდის.

– არ გამოხატავ პროტესტს?

– ძალიან ხშირად. მისმინე და ვიწყებ. ლადოც მისმენს. მარტო მე ვარ და კიდევ მე ხომ არ დამიწყებს ჩხუბს. უბრალოდ, მეუბნება, ნუ აპროტესტებ, მაინც არაფერი გამოვაო. ამიტომ, გადავწყვიტე, ახალი ტაქტიკა შევიმუშაო – შევეგუო ყველაფერს, სხვა გამოსავლი არ მაქვს. თან, მარტო დარჩენა არ შემიძლია, მეშინია. დეკემბერში ლადო ათი დღით იყო წასული. დამეკარგა სადმე წასვლის, მოწესრიგების, გაპრანჭვის, მოკლედ, ყველაფრის ხალისი, მეგონა, ვერასდროს ვნახავდი. ათი დღე ჩემთვის 10 წელი იყო. ადრე ღამე მაინც ვხედავდი და ახლა სულ რომ ვერ ვნახე, გადავირიე. თვითონაც ძალიან ნერვიულობდა, განიცდიდა. როდესაც სადმე მიდის, ამას ისეთი სახით ამბობს, რომ ვხვდები, ძალიან ნერვიულობს. მაგრამ, არ გეგონოს, რადგან წუხს, ამიტომ რამეს შეცვლის. საქმესთან შედარებით, მისთვის ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

– მოგეწონებოდა, ლადოს რომ ჩვეულებრივ სამსახურში ემუშავა, – დილით წასულიყო და საღამოს 6 საათზე უკვე სახლში ყოფილიყო?

– დედაჩემი მაშაყირებს, შენ მასწავლებელი ქმარი გინდოდა – დილით რომ წავიდოდა და 12 საათზე უკვე სახლში გეყოლებოდა, რას მიყვებოდი გუბერნატორ კაცსო.

– ანუ, მინისტრის ცოლობა გუბერნატორის ცოლობაზე რთულია?

– გორში დიდხანს იყო გუბერნატორად, თითქმის ყველაფერი საათივით ჰქონდა აწყობილი. ეს მაინც ახალი სამსახურია და როგორც თვითონ ამბობს, ბევრი რამ დასალაგებელია. იმედი მქონდა, რომ თბილისში მეყოლებოდა, მაგრამ არ გამოვიდა ისე, როგორც მინდოდა. მოკლედ, ძალიან რთულია მინისტრის ცოლობა. ზუსტად ვიცი, სამსახურში რომ დავურეკავ და რამეს ვეტყვი, მერე აღარ ემახსოვრება, იმდენი რამ აქვს დასამახსოვრებელი. ამიტომ აღარ აქვს აზრი რამის თქმას და ჩემით ვაგვარებ ყველაფერს. ადამიანი რომ გიყვარს, ამიტომ უძლებ ამ ყველაფერს..

– არის დრო, როცა ახერხებთ ერთად ყოფნას და სადმე წასვლას?

– როცა შედარებით მსუბუქი დღე აქვს, უფრო დიდხანს ვახერხებთ ერთად ყოფნას. მაგრამ, შაბათი-კვირაც კი არ არსებობს ჩვენს პრაქტიკაში, ამ დროსაც მუშაობს. ბევრი ჟურნალისტი გამინაწყენდა, მაგრამ ჩვენ ძლივს ვხედავთ ერთმანეთს.

– ალბათ, ახალ წელზე მეტად შობა გიყვარს?

– შობა ძალიან მიყვარს, ღმერთს, ღვთისმშობელს სთხოვ რაღაცას, ლოცულობ. ძალიან მიყვარს ის პროცესი, როდესაც ფანჯარასთან დებ ანთებულ სანთელს, დედა საშობაო ღვეზელს აცხობს. ახალი წელიც იმიტომ მომწონს, რომ რაღაც ეტაპზე გადადიხარ, ახალი წელი იწყება. თორემ, ახალ წელზე არ ვარ დამოკიდებული, ცრუ რწმენები ჩემგან შორს.

– რომელი ახალი წელი გახსოვს ყველაზე კარგად?

– ყველაზე კარგად ის ახალი წელი მახსოვს, როდესაც ლადო გავიცანი – 2009 წლის და ახალი წელი მასთან შეხვედრასთან ასოცირდება. სასიამოვნოდ მახსენდება.

– მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნას ახერხებთ?

– 3 აგვისტოს ლადოს დაბადების დღე ჰქონდა და მე გავახსენე. ახალი დანიშნული იყო მინისტრად. სამაგიეროდ, მე მოვუწყვე სიურპრიზი. მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს ვერ იქნებოდა თბილისში, სადღაც იყო წასული. შეიძლებოდა, საღამოს ჩამოსულიყო, თუმცა, არც ეს იცოდა. მე დავურეკე, ცხრაჯერ გადავამოწმე, ჩამოვიდოდა თუ არა. მითხრა, 8 საათისთვის ვიქნები და წყნეთში ამოვალო. იქ ვიყავი. ესე იგი, სამი საათით ადრე მე და ნათია დუმბაძემ ისეთები გავაკეთეთ – გავვარდით, ყველაფერი ვიყიდეთ, ეზოში, ბალახზე გავაწყვეთ სუფრა, გარშემო ღობეზე ბუშტები დავკიდეთ. საიდანაც უნდა შემოსულიყო, სანთლები დავანთეთ, რომ შემოვიდოდა, მუსიკალური ცენტრი უნდა ჩაგვერთო და „ჰეფი ბერზდეი“ უნდა დაგვეკრა. რაც მთავარია, ლადოს მეგობრები – ამხელა კაცები ერთ ოთახში დავმალეთ. გაოცებულები იყვნენ, რას გვიშვრებითო. თან, პოლიციელებივით ვიყავით ჩასაფრებულები, მანქანებიც გადავამალინე. ლადო რომ შემოვიდა, დაინახა, სანთლები დავახვედრე, გაუხარდა, გაიღიმა. მერე, რომ შემოვიდა და ამდენი ხალხი, ბუშტები დახვდა, ისეთი გაოცებული იყო – ფოტოებზეც ემჩნევა. მოკლედ, ერთი ამბავი მოვუწყვე.

– მამაკაცების უმეტესობას ასეთ რაღაცეებზე რეაქცია არ აქვთ.

– ჰო, არა? მაინც კაცები არიან და იმის ბრალია. რომ გითხრა, გაგიჟდა, გადაირია-მეთქი, არა. ისე, არც მე ვარ ასეთი ემოციური. თუმცა, ჩემთვის ასეთი რამ უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ის, რომ ლადოსთვის ძვირფასი ნივთი მეჩუქებინა. რა თქმა უნდა, არასდროს ავიწყდება ჩემთვის დაბადების დღის მოლოცვა, ან სხვა რამ. წინასწარ არასდროს მეუბნება, რა მინდა და თავისი გემოვნებით მიკეთებს საჩუქარს.


скачать dle 11.3