კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გადაარჩინა დათო როსტომაშვილი „ბროლიას“ ბედს და როგორ გაატარა მან ახალი წელი ინგლისის დედოფალთან

დათო როსტომაშვილი ქართველ იუმორისტებს შორის მეკვლის განსაკუთრებული მონაცემებით გამოირჩევა – ისეთი ფეხი აქვს, ახალ წელს „ოჩერედი” უდგას, მაგრამ, უკვე სახელმწიფო მოხელეა და მოუცლელობის გამო ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. საახალწლო ძღვნად ხან „ტუფლს“ ჰპირდებიან, ხან კიდევ რას, მაგრამ დაპირებულ ძღვენს დღემდე ელის და ჩვენთან იმ ყველაფერზე, რაც საახალწლო დღესასწაულებს ახლავს ხოლმე, ჩვეული ხალისით ხუმრობს.

დათო როსტომაშვილი: ო, როგორ მიყვარს დღესასწაულები, მით უმეტეს – ახალი წელი! მიყვარს ყოჩაღი ახალი წელი, საცივით, გოზინაყით, ღვინით. იცოცხლე და გაიხარე, იმდენს ვსვამდი ადრე, მაგრამ ახლა, რაც ასაკში შევდივარ, თხლად ვსვამ, თხლად და ამერიკულად. ჩვენთან კახეთში ძველ ახალ წელს უფრო მეტ პატივს სცემენ, ვიდრე ახალს, მაგრამ, ორი ახალი წელი მაინც კარგია. წელს მქონდა ბედნიერება და შობას საბერძნეთში შევხვდი, გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით ქართული სათვისტომოსთვის კონცერტები გავმართეთ სალონიკსა და ათენში. საერთოდ როგორც ტრადიციების დამცველი კაცი, ახალ წელს სულ ოჯახში ვხვდები, მერე იწყება მოგზაურობა და მილოცვა. სამსახურშიც შევხვედრივარ ახალ წელს, როცა პოლიციაში ვმუშაობდი – მორიგე ვიყავი და სხვა გზა არ მქონდა. რთულია პოლიციელის ხვედრი, ოღონდ, მე ის პრივილეგია მერგო, რომ ქუჩაში არ გავატარე ის ახალი წელი და ოთახში მაინც ვიყავი. ერთ ახალ წელს ლონდონში შევხვდი მეგობართან და დედა-დედოფალთან ერთად; დედოფალი ხელსაც კი მიქნევდა თემზიდან, თან, სალუტებს ისროდნენ, მე თემზის მოაჯირთან ვიდექი. დედა-დედოფალმა მკითხა: დათო, შენ აქ რა გინდაო? მე ჰაეროვანი ამბორი გავუგზავნე. ჯანმრთელი, მშვიდობის წელი მოგვსვლოდეს, რომ ახალი წელიც გვიხაროდეს და ძველიც.!

– იუმორისტების წრეში ახალი წელი, ალბათ, განსაკუთრებით ხალისიანია.

– აბა როგორ! უნდა ნახოთ ჩვენი მეკვლეობა, როგორი ფეხები გვაქვს, როგორი! როგორ მიყვარს: „შემოვდი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი“... (იცინის). ერთი ბესო ბერულაშვილია გამონაკლისი – ისეთი თარსია, რძეში რომ ჩაიხედოს, რძე აიჭრება. ადრე მეც „ბროლიასავით“ დავდიოდი მეკვლედ, „ოჩერედი” მქონდა, ახლა ჩემი ბიჭი შემეშველა და ის დადის ხოლმე მეკვლედ – ნახევარ განაკვეთზე ვამუშავებ. ახლა მარტო ძალიან ახლობლებთან დავდივარ, ადრე კი ხან სად მივდიოდი, ხან – სად. ჩემი ოჯახის მეკვლეობასაც ჩემს შვილს ვანდობ. პირველად თოვლის პაპა ბავშვობაში ვიყავი, მაშინ სკოლაში ვსწავლობდი. საბავშვო ბაღის გამგემ დიდი მისია მანდო: შენი ჭირიმე, იქნებ თოვლის ბაბუა იყოვო, – მთხოვა. მე ვუთხარი, თოვლის ბაბუა არა, მაგრამ, თუ გინდა, თოვლის პაპა ვიქნები-მეთქი. ვითხოვე თოვლის პაპის ფორმა, ამივსეს ხურჯინი მშობლების მოტანილი საჩუქრებით და დავურიგე ბავშვებს. ვერა მცნობდნენ წვერებში, ისე შევუყვარდი, თავს არ მანებებდნენ. მერე იმ თოვლის პაპის ფორმით ახლობლებს დავუარე, ყველგან თითო ჭიქა დავლიე, ერთი სიტყვით, კარგი გამაძღარი თოვლის პაპა ვიყავი. ბოლოს წავედი ბიოლოგიის მასწავლებელთან – ძალიან მიყვარდა მარინა ბურჯანაძე. იმ დროს მარინას ბიჭი, რომელიც ახლა ჩემი შვილის ნათლიაა, ჯარში იყო. მივდივარ ქალბატონ მარინასთან ბანცალ-ბანცალით, კორპუსს კი მივუახლოვდი, მაგრამ, სადარბაზოს ვერა ვპოულობ. ვდგავარ და ვიყურები აქეთ-იქით. ამ დროს სადარბაზოში ვიღაც ტიპი შევიდა, მე რომ დამინახა, გაუკვირდა – მაშინ არ იყო თოვლის პაპა გამოძახებით, სად გვქონდა ეგ ბედნიერება, დენი კვირაში ერთხელ მოგვდიოდა. მოკლედ, ის ტიპი მომიახლოვდა და შემეხვეწა: შენი ჭირიმე, ბავშვს სიცხე აქვს, აბოდებს თოვლის პაპაზე, იქნებ, შემოხვიდე ჩვენთანო. სანამ რამეს ვეტყოდი, სახლში შევარდა, სათამაშო მანქანა გამოიტანა და შემომაჩეჩა ხელში. – აბა, წავედით-მეთქი და შევედი იმ უცხო ხალხთან. „ზალაში“ საწოლი ჰქონდათ გაშლილი, გავარვარებული ბავშვი საწოლში იწვა, წამოხტა და ისე შემომახტა, მანქანა ხელიდან გამივარდა. ხან რა ვკითხე პატარას, ხან – რა. სანამ იქიდან წამოვედი, ბავშვს სიცხემ დაუწია. იმდენი მკოცნა მამამისმა, ჩემთვის ამდენი ერთად, მგონი, არავის უკოცნია (იცინის). წამოვედი იქიდან, როგორც იქნა, მივედი მარინა მასწავლებელთან. კარი გამიღო მისმა ქმარმა, ზაურმა, რომელსაც ოჯახური „ტრიკო“ აცვია. უი, სიზმარში ვარ, ჩვენ თოვლის პაპისთვის არ დაგვიძახიაო – გაიძახის. გამიღეთ კარი, ჩემით მოვედი-მეთქი – ჩამოვიწიე წვერი და, როგორც იქნა, შემიშვეს სახლში. იცი, როგორი წელი ჰქონდათ? – იმ წელს ახალი კანონი გამოვიდა და შალვა ჯარიდან გამოუშვეს. იმის მერე იმ ტუფლებს ველი, ქალბატონი მარინა რომ შემპირდა…...

– ასეთი ქრთამისტი თოვლის პაპა ხარ?

– რაღა დროს ქრთამია! ძალიან გთხოვთ, თანამდებობის პირი ვარ და შეურაცხყოფას ნუ მომაყენებთ, ქრთამი მაშინ არ ამიღია და ახლა ავიღებ? ერთხელ ბესო ბერულაშვილს ჰკითხეს: ქრთამი აგიღიაო? არაო, უპასუხა ბესომ. რატომო? – კიდევ ჰკითხეს. არ მოუციათ და როგორ ავიღებდიო? (იცინის). ტუფლი ქრთამია, კაცო? თან, ახლა გავიზარდე და ტუფლებს აღარ ვთანხმდები, უნდა რამე საინტერესო მოვიფიქრო.

– ისეთი არაორდინარული ხარ, რომელიმე ახალ წელს აბანოშიც ხომ არ შეხვედრილხარ?

– „ს ლიოჰკიმ პარომ” იყო ჩემს ცხოვრებაში, სულ ახლახან: სომხეთში დავიძინე და უკრაინაში გავიღვიძე. სომხეთში ერთი მაგარი მეგობარი მყავს, ბიზნესმენია – ბატონი არმანა. დამირეკა – დათოჯან, პრიეზჟაიო. ვთხოვე სამსახურში ხელმძღვანელობას, ერთი-ორი დღით წავალ ახლო სამეზობლოში-მეთქი. გამიშვეს. წავედი ერევანში, დამხვდა არმანა მაგარ რესტორანში, ყველაზე საუკეთესო სომხური კონიაკით და მაგრად ვიქეიფეთ. მოგეხსენებათ სომხების კრიჟანობის ამბავი, მგზავრები არ შეიკრიბნენ და პატარა თვითმფრინავით გამოგვაფრინეს, „ბოინგს” არ დაელოდნენ. პატარა თვითმფრინავი რომ აფრინდა, თბილისში ნისლი ჩამოწვა. შემოვედით თბილისში, დავარტყით წრე და გავფრინდით უკან, ერევანში. გადმოვედით თვითმფრინავიდან, ბილეთები ჩავაბარეთ... გაგიჟდა არმანა სიხარულით, დააყარა ისევ პურ-მარილი და დავთვერით მაგრად, აეროპორტში ჩემი ძმაკაცი შემხვდა – სად მიდიხარო? სახლში-მეთქი, ვუთხარი. რა გინდა სახლში, წამო კიევშიო და გავყევი მეც კიევში. პატიოსნად მოვიქეცი, უკრაინული ბორშჩი ვჭამე და მეორე დღეს უკან გამოვფრინდი. ბავშვობაში ასე უკომპასოდ იმდენი მივლია, იმდენი... ხანდახან უნდა გახვიდე სადმე, მოერიდო სიტუაციას, გამოუშვა, რაც გაქვს დაგროვილი, დაიტვირთო ახალი ემოციებით და ისე ჩამოხვიდე, რომ შენს გარშემო მყოფებს დადებითი მუხტი გადასცე.

– დადებითი მუხტი არც ისე გაკლია. სადღესასწაულოდ რამე ცოცხალი ანეკდოტიც მოგვიყევი.

– ჩემმა ძმაკაცმა გურჯაანში „ადიდასის“ ღორი დაკლა და წავედით ქელეხზე. დაყარეს სუკები და ჩალაღაჯი. ერთი მეგობარი გვყავდა, საჭესთან ის იჯდა და, რა თქმა უნდა, არ სვამდა, ამიტომ, ჩაი გაუწყვიტა ოჯახს – შვიდი ჭიქა დალია, თითო – ნახევარლიტრიანი. მასპინძელი მეკითხება: ამ კაცს კარგად იცნობო? ჰო-მეთქი. მაიტა, უთხარი, ფეხები ცოტა განზე გაწიოს, შარდის ბუშტი არ გაუსკდეს, დაიმდუღრება ეს შობელძაღლიო. მა რას იტყოდა, რაც ვქეიფობდით, ის გარეთ არ გასულა.

– კიდევ „აბრაზებ” კახელებს, ამდენს რომ ხუმრობ მათზე?

– ვაა, ყველაზე მეტად ჩემი მშობლიური იუმორი მიყვარს და რა ვქნა? კახური იუმორი „სოჩნია“ – უცებ იბადება და ხალასია. ყველა კუთხეს ვენაცვალე, თითოეულს თავისი დამახასიათებელი იუმორი აქვს, მაგრამ კახური იუმორი მაინც გულიდან მოდის, ჭეშმარიტია. ვისაც გინდა, შევედავები, რომ იუმორის აკვანი კახეთში დაირწა. ქუთაისელები ხომ მაგრები არიან და მაგარი იუმორი აქვთ, მაგრამ, ისინი ფიქრობენ, რა თქვან ისეთი, რომელიც მერე გაჯაზდება, კახელები კი თავისთვის ხალისობენ, უცებ ხუმრობენ. კახელები ბირჟაზე სხედან. იმედა ეძახის ძმაკაცს, რომელიც მელოტი იყო და შუქს ირეკლავდა: – ეე, ბიჭოო! იმან ვერ გაიგო, კიდევ დაუძახეს. მე მეძახი, კაცოო? – ჰკითხა. ხო შენ გეძახი, მზეზე ალაგებულ მაგიდას რომ გიგავს თავიო.

– ამ ბოლო დროს შენი თავი აღარ ჰგავს ალაგებულ მაგიდას და ამაზე, თურმე, შენი მეგობრები მაგრად ხალისობენ.

– ხო, აღარ მიგავს, „ჰეალაინ ინტერნეიშენალ” და მისი ჯანი, იეს, ოფ ქორს (იცინის). ვინ უნდა იხუმროს ჩემს თავზე, რა, მოპარული გავყიდე? ბოღმა ალაპარაკებთ ესე, თორე, თვითონაც კი უნდათ ჩემნაირი ქოჩორი...


скачать dle 11.3