კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სისხლიანი ქრონიკები

70 წლის წინათ – 1941 წელი

3 იანვარს საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი, 27 წლის არნო კაენი ქალაქ ლიონის გესტაპოს შენობაში შევარდა და ჯერ ხელის ტყვიამფრქვევიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი წელზე შემოხვეული დინამიტით სავსე ქამარი აამოქმედა, შენობა ააფეთქა და 31 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა.

4 იანვარს ნიუიორკელი პოლიციელი, 35 წლის საიმონ ჯეიმსი ბროდვეიზე პატრულირებდა, როდესაც ჩრდილოეთიდან მომავალი სამგზავრო ავტობუსი ყინულზე მოცურდა, შუქ-ფარს დაეჯახა და ცეცხლი წაეკიდა. ჯეიმსმა, ავტობუსის მგზავრების გადარჩენის მიზნით. ცეცხლწაკიდებულ ავტობუსთან მიირბინა, მაგრამ წაიქცა. პისტოლეტის ვაზნები დაეყარა, რომლებიც ცეცხლში გახურდა და საშინელი აფეთქება გამოიწვია. ამ შემთხვევამ 56 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

5 იანვარს მოსკოვში 60 წლის იური ვარნი დახვრიტეს, რომელმაც წყალსაცავი კალიუმციანიდით მოწამლა და 200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

60 წლის წინათ – 1951 წელი

3 იანვარს, ლენინგრადში 36 წლის იური ანასოვი დახვრიტეს, რომელსაც 16 ადამიანი სადისტურად ჰყავდა მოკლული. ანასოვი პროფესიით მხაზველი იყო. ის ადამიანებს ღამღამობით ესხმოდა თავს, ჩაქუჩს ურტყამდა კეფაში, ხანჯლით ანაწევრებდა და შემდეგ მიიმალებოდა.

6 იანვარს ნიუ-იორკის მკაცრი რეჟიმის ციხეში 250 პატიმარი აჯანყდა. ციხის ადმინისტრაცია მძევლად აიყვანეს და ქალაქის მერის მისვლას თხოულობდნენ. თუმცა, ციხეში შევარდნილმა პოლიციის სპეცრაზმმა აჯანყებულ პატიმრებს ძაღლები მიუსია, შემდეგ ცეცხლი გაუხსნა და 61 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი მძიმედ დაიჭრა.

7 იანვარს რუსეთის ქალაქ კუიბიშევის საავიაციო ყაზარმას სამხედრო თვითმფრინავი დაეცა და 37 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თვითმფრინავი საცდელ ფრენებს ახორციელებდა და ეს ავიაკატასტროფა ძრავის გაყინვამ გამოიწვია, რაც დიდი ყინვის ბრალი იყო.

50 წლის წინათ – 1961 წელი

3 იანვარს მოსკოვში 41 წლის კანიბალი ვასილი ვოლსკი დახვრიტეს, რომელსაც 20 ადამიანი ჰყავდა შეჭმული. ვოლსკი მზარეული იყო და მსხვერპლისგან სხვადასხვა კერძს ამზადებდა, შემდეგ კი თავის ახლობლებს უმასპინძლდებოდა. ვოლსკი 2 წლის განმავლობაში ვერ მოიხელთეს.

8 იანვარს ინდოეთის ქალაქ ბომბეიდან 39-ე კილომეტრზე სამგზავრო და ბენზინით დატვირთული მატარებლები ერთმანეთს შეეჯახა. ავარიამ საშინელი კატასტროფა გამოიწვია და 200 ადამიანი დაიღუპა, 300 კი დაშავდა.

9 იანვარს ტორონტოელი ინჟინერი, 32 წლის სტავ მოსი, რომელიც სამსახურიდან დაითხოვეს, 20-სართულიანი სახლის სახურავზე აიპარა. იქიდან 11 ცალი ხელყუმბარა გადმოყარა პროტესტის ნიშნად, შემდეგ კი თავადაც გადმოხტა. ამ შემთხვევამ 29 ადამიანი იმსხვერპლა.


скачать dle 11.3