რა მოხდა ამ დღეს
3 იანვარი
1882 – ამერიკაში ჩასულმა ოსკარ უაილდმა მებაჟის მოთხოვნას, წარმოედგინა დოკუმენტები და ბარგი – უპასუხა: მე არაფერი გამაჩნია, გარდა გენიისა!
1888 – სტოუნმა ვაშინგტონიდან დააპატენტა წვენებისა და კოქტეილების დასალევი მილაკი.
1962 – რომის პაპმა ანათემას გადასცა ფიდელ კასტრო.
4 იანვარი
1493 – ამერიკის აღმომჩენი, დარწმუნებული იმაში, რომ „აღმოაჩინა“ აზია, გაუდგა გზას უკანა ესპანეთისკენ.
1896 – იუტა, მას შემდეგ, რაც იქ მცხოვრებმა მორმონებმა უარი თქვეს მრავალცოლიანობაზე, ოფიციალურად გახდა ამერიკის 45-ე შტატი.
1943 – ამერიკულმა ჟურნალმა „თაიმმა“ წლის ადამიანად იოსებ სტალინი დაასახელა.
1961 – კოპენჰაგენში დასრულდა მსოფლიოში ყველაზე უფრო ხანგრძლივი გაფიცვა: ადგილობრივი პარიკმახერები გაფიცულნი იყვნენ 1928 წლიდან.
5 იანვარი
1825 – ფრანგ მწერალს ალექსანდრ დიუმას კურიოზი შეემთხვა – დუელზე ფარიკაობისას შარვალი ჩაძვრა.
1875 – გაიხსნა პარიზის „გრანდ ოპერა“.
1919 – გერმანიაში ანტონ რექსლერმა და კარლ ჰარერმა დააარსეს გერმანიის მუშათა პარტია, რომელსაც შემდეგ ნაციონალ-სოციალისტური (ნაცისტური) მუშათა პარტია ეწოდა.
6 იანვარი
1389 – დაარსდა კიოლნის უნივერსიტეტი, დღესდღეობით უდიდესი გერმანიაში.
1681 – პირველი აღწერილი კრივის მატჩი ინგლისში.
1838 – სამუელ მორზემ პირველად წარადგინა თავისი ტელეგრაფის აპარატი.
1929 – პირველად მაღაზიებში გასაყიდად გამოვიდა რძე ქაღალდის პაკეტებში.
1939 – ბერლინში ოტო ჰანმა და ფრიც შტრასმანმა განაცხადეს მათ მიერ თბური ნეიტრონებით ურანის ბირთვების გახლეჩის აღმოჩენის თაობაზე, ეს აღმოჩენა დაედო საფუძვლად ბირთვული ბომბის ტექნოლოგიას.
1964 – ინგლისმა და საფრანგეთმა მიაღწიეს შეთანხმებას ლა-მანშის ქვეშ გვირაბის მშენებლობის თაობაზე.
7 იანვარი
1610 – გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა იუპიტერის პირველი თანამგზავრები: იო, აგინმედე და ევროპა.
1887 – სან-ფრანცისკოელმა თომას სტივენსმა დაასრულა პირველი მოგზაურობა დედამიწის გარშემო ველოსიპედით, დაწყებული 1884 წლის აპრილში.
1914 – პირველმა გემმა გაცურა ჯერ კიდევ ოფიციალურად გაუხსნელ პანამის არხში.
8 იანვარი
1656 – ჰოლანდიის ქალაქ ჰარლემში გამოვიდა გაზეთი, რომელიც დღემდე გამოდის, ესაა უძველესი დღემდე არსებული პერიოდული გამოცემა.
1958 – 14 წლის ბობი ფიშერი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონი ჭადრაკში.
9 იანვარი
1793 – ფრანგმა ჟან-პიერ ბლანშარმა, პირველმა გადაუფრინა ამერიკის კონტინენტს საჰაერო ბურთით.
1799 – ინგლისში მსოფლიოში პირველად შემოიღეს მოგების გადასახადი.
1816 – ქვანახშირის მაღაროებში პირველად გამოიყენეს უსაფრთხო ნავთის ლამპები.
1951 – ნიუ-იორკში გაიხსნა გაეროს შტაბ-ბინის შენობა.