კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგსშეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1975 წლის 16 დეკემბერს, დილის საათებში. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და ცხოვრებაში მეტი წარმატების მომტანი?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის კარგია, მისაღები და წარმატებების მომტანი: ტურიზმი, პოლიტიკა, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოების და საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, მედიცინის ფართო სპექტრი, პედაგოგიური მოღვაწეობა ან შემოქმედება, სამეცნიერო-კვლევითი საქმე. ეს ის სფეროებია, სადაც წარმატებას ადვილად მიაღწევთ.

კითხვა: დავიბადე 1990 წლის 13 მაისს, დილით 6 საათისთვის. გთხოვთ მითხრათ, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი შემეფერება პარტნიორად და რომელი სფეროებია ჩემთვის მეტად წარმატებული?

პასუხი: თქვენთვის მისაღებია და კარგი ურთიერთობა – კირჩხიბის, ვერძის, ქალწულისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. აქვე გეტყვით, რომ არ არის სასურველი, ურთიერთობა ლომის, თხის რქისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. პროფესიებიდან კი თქვენთვის კარგია და წარმატებების მომტანი – კომპიუტერული, პროგრამული, აუდიო, ვიდეო, მობილური სისტემების ბიზნესი ან შემოქმედება, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ასტროლოგია, ასტრონომია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, სამეცნიერო კვლევითი საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, კონსტრუქტორ-გამომგონებლობა, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, მედიცინიდან – პედიატრია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია. თუ წინაღობებსა და ბარიერებს გადალახავთ, წამატებები გელით პედაგოგიკაში, საბანკო, ეკონომიკურ, სავაჭრო და საფინანსო სფეროში.

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 27 დეკემბერს. არის თუ არა უცხოეთი ჩემთვის მისაღები, რომელი ქვეყანაა განსაკუთრებით კარგი და რომელ პროფესიებში მელის მეტი წარმატება?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისიაა. ქვეყნებიდან კი კარგია და მისაღები – ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ავსტრია და ჰავაის კუნძულები. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და წარმატებების მომტანი – პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, სამოდელო სფერო, ქორეოგრაფია, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, იურისპრუდენცია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, სპორტი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოების და საკონსულოების დონეზე, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 28 ივლისს, დილის საათებში. რომელ პროფესიაში მელის წარმატებები დაბრკოლებებისა და წინაღობების გარეშე?

პასუხი: თქვენთვის პროფესიებიდან მისაღებია და წარმატებული – ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, ტურიზმი, პროფესიონალური დიპლომატია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, ქორეოგრაფია, სამეცნიერო კვლევა, ლინგვისტიკა, იურისპრუდენცია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო, ვიდეო, მობილური სისტემების ბიზნესი, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, სპორტის სფერო, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა.

კითხვა: დავიბადე 1990 წლის 12 იანვარს. რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ ორგანიზებული, დისციპლინირებული, მიზანდასახული, მომთმენი, პრაქტიკული, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი. ყოველთვის უნდა იყოთ გაპიწკინებული, სუფთა და მოწესრიგებული, კეთილსინდისიერი მუშაკი, მარტოხელა მებრძოლი. საქმეს მიუდექით მეტი სერიოზულობით და ნუ მიაფუჩეჩებთ, იყავით ფრთხილი და წინდახედული. აი, სწორედ ეს არის თქვენი კარმულ-კოსმიური მისია ამქვეყნად და ასევე, ცხოვრებაში წარმატებების მომტანი.


скачать dle 11.3