კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შესაძლებელია თუ არა იღბლის მოზიდვა სახლში და რაზე აგებს პასუხს ბინაში არსებული ზონები

მთელი 2011 წელი აღსავსე იქნება ცვლილებებით, რომელთა დადებით შედეგებს მალევე მოვიმკით. თუ გსურთ, თეთრი კურდღლის, ანუ, იგივე კატის წელიწადში, ბედმა მეტად გაგიღიმოთ, იღბლის მოზიდვა უნდა შეგეძლოთ და ამის შემდეგ წარმატებაც არ დააყოვნებს. აუცილებელია, თქვენ ირგვლივ ხელი შეუწყოთ პოზიტიური ენერგიის გაძლიერებას, რითაც ნეგატიური ზემოქმედებისგან მთელი წლის განმავლობაში გათავისუფლდებით.

წელს, ჩინური კალენდრით, თეთრი კურდღლის წელიწადია. მას კი, არ უყვარს მარტოობა. ამიტომ, ეს წელი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში უნდა გაატაროთ. მათგან დაიმუხტებით დადებითი ენერგიით და ეს თქვენს გუნება-განწყობაზეც დადებითად აისახება. 2011 წელს კარგი შანსი გაქვთ, გაზარდოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ასევე, კარგი წელიწადია ხელოვნებაში, პედაგოგიკაში, სამოდელო ბიზნესში, ჟურნალისტიკაში და დიზაინში დაკავებული ადამიანებისთვის.

2011 წელს ლითონი მართავს, რომელიც ფულთან ასოცირდება. ეს წელიწადი წარმატებებს ჰპირდება მატერიალურ სფეროში ძაღლის, ტახის, ცხენის და ვეფხვის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს.

კურდღლის წელიწადი შედარებით არასტაბილური წელია მამლისა და ვირთხის წელიწადში დაბადებულთათვის. ამიტომ ის მეტად მშვიდად, მოთმინებითა და ყურადღებით განვლეთ.

რაც შეეხება დანარჩენ წლებში დაბადებულ ადამიანებს, მათთვის ეს წელიწადი სტაბილურია.

ასტროლოგიურად, არსებობს ხერხები, რითაც შეგიძლიათ, საცხოვრებელში იღბალი მიიზიდოთ. მაგალითად:

1. საცხოვრებელი ბინის სამხრეთ-აღმოსავლეთის სექტორი ჩვენს კარიერულ წინსვლასა და კეთილდღეობაზე აგებს პასუხს. ეცადეთ, ეს კუთხე ყოველთვის მოწესრიგებული და დასუფთავებული გქონდეთ.

2. ბინის ჩრდილო-აღმოსავლეთით დადგით კუს გამოსახულება, რომელიც წყალში იქნება მოთავსებული.a

3. ჩვენი საცხოვრებლის ჩრდილო-დასავლეთი სექტორი 2011 წელს განსაკუთრებით წარმატებების მომტანია იმ ადამიანებისთვის, ვინც ხშირად წერს და კითხულობს, მაგალითად, ჟურნალისტებისთვის, სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის. ამიტომ, სწორედ ამ კუთხეში დადგით თქვენი სამუშაო მაგიდა ან სავარძელი, სადაც ხშირად იჯდებით, წაიკითხავთ ან დაწერთ. ამ ადგილას თქვენს ნიჭსა და ინტელექტს მეტი გასაქანი ენიჭება. ეს ადგილი კარგია ასევე, რომანტიკული ადამიანებისთვის.

4. სამხრეთ-დასავლეთი მხარე კი ჩვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე აგებს პასუხს. ამიტომ, თუ ამ სფეროში პრობლემები გაქვთ და გინდათ, სიტუაცია წელს მაინც მოიწესრიგოთ, დადგით ამ ზონაში ბროლის გამჭვირვალე ნივთები ან დაკიდეთ ბროლის ჭაღი. კარგია, თუ კუთხეში დადგამთ ბროლის ლარნაკს ცოცხალი ყვავილებით და ხშირად შეახებთ მათ ხელს.

5. ბინის აღმოსავლეთ სექტორში კი დაკიდეთ ეგრეთ წოდებული „ქარის მუსიკა“ ან ჩინური მონეტების ასხმა – ეს შეძლებს ნეგატიურის განზიდვას და პოზიტიური ენერგიების მოზიდვას.

6. თუ თქვენი საცხოვრებელი ბინის ფანჯრები ჩრდილო-აღმოსავლეთით ან ჩრდილოეთითაა, ეს ადგილი უნდა გააძლიეროთ წელს ცეცხლის ენერგიით, მაგალითად, დაკიდეთ მოწითალო ფერის ფარდები, დადგით დეკორატიული წითელი ლარნაკები ან სხვადასხვა ორიგინალური ნაკეთობა, დააფინეთ იატაკზე წითელი ფერის ხალიჩა და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს ზონა წელს ცეცხლის ენერგიას ემორჩილება.

თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, მაშინ მთელი 2011 წლის განმავლობაში ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან, კოლეგებთან თუ მეგობრებთან გაუგებრობებს ადვილად დააღწევთ თავს, არც უფულობა შეგაწუხებთ და არც წარუმატებლობა. თანაც, ასე უფრო ადვილად შეძლებთ უკეთ წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები და დაანახვოთ ის გარშემო მყოფებს.

ასე რომ, მოიპატიჟეთ იღბალი 2011 წელს თქვენს საცხოვრებელში და იყავით მშვიდი, წარმატებული და სასურველი ადამიანი.


скачать dle 11.3