ამოხსნილია „სუპერპლაცებოს“ ეფექტი
სწავლულებმა დაამტკიცეს, რომ პლაცებოს ეფექტი – პრეპარატით მოჩვენებითი მკურნალობა, რომელსაც არ აქვს ფარმაცევტული ეფექტი, აღმოჩნდა მოქმედი იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პაციენტი აცნობიერებს, რომ მას წამლის მაგივრად „საწოვარას“ აძლევენ.
პლაცებოთი მკურნალობის შედეგიანობა უკვე არაერთხელ არის დამტკიცებული, მაგრამ აქამდე აუცილებელი პირობა გახლდათ პაციენტის გაუთვითცნობიერებლობა. ავადმყოფმა, რომელსაც ფარმაკოლოგიის თვალსაზრისით, უსარგებლო პრეპარატით მკურნალობენ, არ უნდა იცოდეს, რომ უსარგებლო ტაბლეტებს იღებს. ამ მიზნით, ფსევდოწამალს (პლაცებო) ყოველთვის ამზადებენ იმავე გემოს, ფერის, სუნისა და ზომისას, როგორც ნამდვილ სამკურნალო პრეპარატს. ხშირად მიმართავენ, ეგრეთ წოდებულ, ორმაგად, ბრმა მეთოდს, როდესაც ექიმმაც კი, რომელიც პაციენტს უნიშნავდა წამალს, თვითონ არ იცის, რომელი წამლისგან მიიღებს შედეგს – ნამდვილისგან თუ ყალბისგან.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის თანამშრომელმა ტედ კაპტჩუკმა დასვა არაჩვეულებრივი კითხვა: რა დაემართება პლაცებოს ეფექტს, თუ საწინააღმდეგოდ მოვიქცევით და პაციენტებს იმის შესახებ ვუამბობთ, რომ ნამდვილი წამლის ნაცვლად პლაცებოს იღებენ. აღმოჩნდა, რომ პლაცებო ამ შემთხვევაშიც მუშაობს.
კვლევები ტარდებოდა პაციენტებზე, რომლებიც კოლიტით იტანჯებოდნენ. ეს ძალზე არასასიამოვნო დაავადება, ხშირად სტრესულ და ნერვულ დაძაბულობას იწვევს. პაციენტთა ნახევარი დღეში ორჯერ იღებდა ფუჭ აბებს, იმავდროულად, აცნობიერებდნენ, რომ ეს წამალი კი არა, „მატყუარა“ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც შეეძლო დახმარება პლაცებოს ეფექტის გამო. პაციენტთა მეორე ნახევარი კი კონტროლზე იყო აყვანილი და არავითარ საშუალებებს არ იღებდა. პირველი ჯგუფიდან, არავითარ აბებს რომ არ იღებდნენ, მდგომარეობა გაუუმჯობესდა მხოლოდ 35 პროცენტს; მეორე ჯგუფიდან კი, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ და იცოდნენ კიდეც ამის შესახებ, უკეთ გახდა ავადმყოთა 59 პროცენტი. პლაცებო თითქმის ორჯერ უფრო ეფექტური აღმოჩნდა. „ეს ძალზე კარგი შედეგია წამლების ჩვეულებრივი კლინიკური გამოცდის დროსაც კი. თუმცა, ასეთი მეთოდი არ განკურნავს სიმსივნეს და არ მოკლავს მიკრობებს, მაგრამ ის იმუშავებს იმ ავადმყოფებში ვისთვისაც მნიშვნელოვანია თვითშეფასება, როგორიცაა დეპრესია“, – განაცხადა კაპტჩუკმა.