კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2010 წლის ყველაზე ძვირი შესყიდვები

„ფორბსმა“ დაასახელა გასულ წელს ყველაზე ძვირი შესყიდვები. სიაში პირველ ადგილზეა რუსი რომან აბრამოვიჩი, რომელმაც სანკტ-პეტერბურგში 400 მილიონ დოლარად კუნძული ახალი ჰოლანდია იყიდა. აბრამოვიჩი გეგმავს კუნძულზე არსებული მეთვრამეტე საუკუნის საწყობები სამხატვრო გალერეად, ბუტიკებად, სასტუმროებად და რესტორნებად გადააკეთოს. აბრამოვიჩის ქონება 11,2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

მეორე ადგილზეა ჰეჯ-ფონდის თავი სტივენ კოენი – ცნობილი სურათების კოლექციონერი, რომელმაც 2010 წელს 145 მილიონი დოლარი თანამედროვე არტ-ბაზარში ჩადო. მაგალითად, კოენმა იყიდა ჯასპერ ჯონსონის „დროშა“ და ენდი უორჰოლის „კოკა-კოლას ბოთლი“ – ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ხელოვნების ნიმუშები.

პირველმა პაკისტანელმა მილიარდერმა მიან მუჰამედ მანშამ მესამე ადგილი დაიკავა. მან ლონდონის სასტუმრო „ჯეიმს ჰოტელ ენდ ქლაბი“ შეიძინა. მას თითოეული ოთახი 1,5 მილიონი დოლარი დაუჯდა, მთელი შენაძენი კი, 95 მილიონ დოლარად შეფასდა.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა კარლოს სლიმმა ნიუ-იორკში მეხუთე ავენიუზე, „მეტროპოლიტენ“ მუზეუმის პირდაპირ სახლი, 44 მილიონ დოლარად იყიდა.

ნავთობ-გაზის მაგნატმა კელსი უოსენმა კოლორადოში შეიძინა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი რანჩო – 46,5 მილიონ დოლარად.

ბრიტანელმა იუველირმა ლორენს გრაფმა გააგრძელა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბრილიანტების შესყიდვა. საიუველირო ბაზარში წლის შენაძენი გახდა ვარდისფერი, თითქმის 25-კარატიანი ბრილიანტი, რომელიც აუქციონზე შეიძინა 46 მილიონ დოლარად. უნიკალურ ქვას მიენიჭა მესაკუთრის სახელი – „ვარდისფერი გრაფი“.

პლანეტის უმდიდრესმა ადამიანებმა არ იძუნწეს და შეიძინეს ის, რაც უყვართ. ჰონკონგელმა მაგნატმა ჟოზეფ ლაუმ 16,7 მილიონი დოლარი გადაიხადა ანტიკური ფრინველის ორ სკულპტურაში, რომლებიც ჩინელების ტრადიციის მიხედვით, ხანდაზმულობის სიმბოლოა.

დუბაელმა შეიხმა მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა 5,4 მილიონი დოლარი დახარჯა ლონდონის აუქციონზე და შეიძინა 24 მოჯირითე ცხენისგან შემდგარი რემა.

ყველაზე უცნაური კი, მაკაოში კაზინოს მფლობელის სტენლი ჰოს მიერ 330 ათას დოლარად შეძენილი ტრიუფელის ორი სოკო იყო. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ეს ძველი, გამხმარი სოკო სრულიად უვარგისია კულინარიული თვალსაზრისით, მაგრამ ჰოს არც უფიქრია მათი ამ მიზნით გამოყენება. შეკითხვაზე, რატომ იყიდა სოკოები, მან უპასუხა: „ზურგის მოსაფხანად გამოვიყენებ“.


скачать dle 11.3