კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რეკლამა

„ახალი „ფეირი“ კანაფის არომატით – რეცხე სიცილით!“

***

ორი თანამშრომელი საუბრობს,

– აუ‚ არ ვიცი, ფული საიდან მოვიტანო. ქალების ამბავი ხომ იცი‚ მათ გახდას რამდენი უნდა... – დაიწუწუნა ახალგაზრდამ.

– ჯერ რა გიჭირს. პრობლემა მაშინ გექნება‚ ჩემხელა რომ გახდები და მათი ჩაცმა მოგიწევს...

***

ატირებულმა გოგონამ ბაღის მასწავლებელთან მიირბინა.

– რატომ ტირი‚ პატარავ?

– სანდრომ მითხრა‚ სიდედრი ბავშვობაშივე უნდა მოკლაო.

***

ცნობილი პარიზული რესტორნის – „რასპუტინის“ მეპატრონეებმა ცნობილი ევროპულ­რუსული ამბების შემდეგ განაცხადი შეიტანეს‚ თხოვნით – რესტორანს სახელი გამოუცვალონ და „გაზპუტინი“ დაარქვან.

***

მიულერმა ლუდი მოსვა და შტირლიცს ჰკითხა:

– მითხარი‚ შტირლიც‚ რომელი ფილმი მოგწონს?

„ვოლგა­ვოლგა“... – უნდოდა, ეთქვა შტირლიცს‚ მაგრამ უცბად გამოერკვა და‚ ჩვეული სიმშვიდით უპასუხა:

– „ფოლკსვაგენ­ფოლკსვაგენ“...

***

– შენი ცოლი თითქმის ყოველკვირა რომ კრემს ყიდულობს აფთიაქში‚ მკვებავია თუ გამაახალგაზრდავებელი?

– არა‚ ფეხმძიმობის საწინააღმდეგო.

– მართლა?

– ჰო. საღამოს წაისვამს თუ არა სახეზე‚ მასთან ახლოს მისვლისაც კი მეშინია!

***

– ვერ ვხვდები‚ რატომ იღებავენ ქერა ქალები თმის ძირებს მუქად?!

***

მიხო სახლში გვიან დაბრუნდა შეზარხოშებული:

– მარო‚ ადე‚ რამე მაჭამე!

– ვითომ რატომა?

– ლამაზი თვალებისთვინა...

– არა‚ ვერ ავდგები...

– მთელი კბილებისთვინა?!

***

– მშვენიერი სახლი გქონიათ‚ თუმცა, ცოტა პატარა მეჩვენება.

– ჩვენ ჯერ ლიფტიდან არ გამოვსულვართ...

***

მეზობელი საყვედურობს მეზობელს:

– მარგო‚ გენაცვალე‚ თუ გინდა, ყოველღამე უყურე ეროტიკულ ფილმს ვიდეოზე‚ არავინ გიშლის‚ მაგრამ, ხმას ცოტა მაინც ჩაუწიე‚ მეზობლებს დაძინება უნდათ.

– არავითარი ვიდეო მე არ მაქვს...

***

– გავიგე‚ საკუთარი ბიზნესი გაქვს... ალბათ‚ რა ბედნიერი ხარ!

– არა‚ პირიქით. საქმე‚ ბანკი‚ საგადასახადო... – ბედნიერი ქალი კი არა... უბედური ვარ‚ ქალად ვერავინ აღმიქვამს. კაცის გაარშიყება კი არა, შემოხედვაც მენატრება....

***

ორკესტრის დირიჟორმა კონცერტის შემდეგ წერილი მიიღო: „მე‚ რა თქმა უნდა‚ არ გაშინებთ‚ მაგრამ, უფრთხილდით იმ ულვაშა კაცს‚ ორკესტრის ბოლოში – ზუსტად მაშინ ურტყამდა დოლზე ჯოხებს გამეტებით‚ როცა თქვენ შეხედავდით...“

***

– თოვლის ბაბუ‚ გამოდი!.. – ყვირიან ფეხების ბაკუნით ტუალეტის წინ რიგში ჩამდგარი ბავშვები.

***

– ექიმო‚ უკვე კარგა ხანია, რეცეპტს წერთ... ბევრი წამალი მჭირდება?

– არა‚ ჩემო კარგო, წამალი სულ არ გჭირდება‚ ნეკროლოგს ვწერ.

***

შეხვდით თქვენთვის მოსაწონ ახალგაზრდას და გინდათ‚ უფრო ახლოს გაიცნოთ? ჩაუტარეთ საახალწლო ტესტი:

გააკეთეთ თოვლის ბაბუა ყველა ატრიბუტით‚ დაუტოვეთ მხოლოდ ცხვირის ადგილი და სტაფილო თქვენს რჩეულს მიეცით.

– თუ სტაფილო გულის ადგილას ჩაარჭო – ქილერია;

– თუ პირში ჩაუდო‚ – გურმანი;

– თუ უკან – ჰომოსექსუალი;

– თუ წინ – ორიგინალი;

– თუ ცხვირის ადგილას – ძლიერ მოსაწყენი ადამიანი.

***

საწოლში ხანში შესული წყვილი წევს.

– ოდესღაც შენ ძილის წინ სათუთად მომიჭერდი ხოლმე ხელს...

კაცი საბნიდან ამოყოფს ხელს და ხელზე უჭერს.

– ოდესღაც კი ლოყაზეც მკოცნიდი ძილის წინ...

კაცი‚ როგორც იქნა‚ წამოჯდა‚ დაიხარა და ლოყაზე აკოცა.

– ოდესღაც კი კისერზე ნაზად მკბენდი...

კაცი დგება‚ ფოსტლებში ფეხს ყოფს...

– სად მიდიხარ?

– კბილებს მოვიტან.

***

მამაკაცს ნებისმიერ რამეზე შეუძლია, დაიფიცოს‚ თუ ხელი ქალის მკერდზე უდევს.



***

ახალმოსულ ექთანს მთავარი ექიმი მოეწონა: როგორ არ უჟუჟუნა თვალები‚ არაფერი გამოუვიდა. ბოლოს კაბინეტში დაიმარტოხელა‚ თვალები მინაბა და ჰკითხა:

– რა არის საჭირო‚ რომ შენს ალერსს ვეღირსო?

– ქლოროფორმი‚ ჩემო კარგო‚ ქლოროფორმი...

***

– იცი‚ ჩემი ქმარი უკვე შვიდჯერ გადავარჩინე სიკვდილს...

– როგორ?

– ამას წინათ მითხრა‚ თუ გავიგებ‚ რომ კვლავ მიღალატე‚ თავს მოვიკლავო და მას შემდეგ აღარ ვაგებინებ.

***

– გავიგე, სამუშაო დაგიწყია...

– ჰო‚ ფოსტაში‚ წერილებსა და ბანდეროლებს ბეჭდებს ვარტყამ.

– ალბათ‚ რა მოსაწყენია‚ ყოველდღე ერთი და იგივე.

– სულაც არა‚ თარიღი ყოველდღიურად იცვლება.

***

– მიშველეთ! მიშველეთ-მეთქი!

ორმა პატრულმა ბინის კარი შეამტვრია და ხედავენ, მთვრალი კაცი იატაკზე წევს‚ ცოლი თავზე დასდგომია ტაფით ხელში‚ ცდილობს, ჩაარტყას‚ მაგრამ, ვერ ახერხებს.

– ჩემს ცოლს მიეშველეთ... ხელები გამიკავეთ... – თავი წამოსწია და მელანქოლიურად წარმოთქვა ქმარმა.

***

შინ დაბრუნებულ ქმარს ცოლი კართან შეეგება:

– მორჩა‚ მეტი აღარ შემიძლია‚ აი‚ დიდი ჩემოდანი ვიყიდე‚ ჩავაწყობ ჩემს ნივთებს და დედაჩემთან მივდივარ...

– დაგაგვიანდა‚ დედაშენმა დაგასწრო – მამაშენისგან წამოვიდა და აქაა.


скачать dle 11.3