მრავალმილიარდიანი რეკორდი ინტერნეტში
მრავალმილიარდიანი რეკორდი ინტერნეტში
„ფეისბუქი“, „გროუპონი“ და „ტვიტერი“ კორპორატიულ ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიებია. მათი ღირებულება 50 მილიარდ დოლარს აჭარბებს. „ნიპექსის“ ექსპერტებმა შეაჯამეს არასაჯარო კომპანიების კაპიტალიზაცია, მათი აქციების კურსის მიხედვით. არაოფიციალური ინფორმაციით, სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ 2010 წელს 2 მილიარდამდე დოლარს გამოიმუშავებს. ეს კომპანია საჯაროს არ ხდის თავის მონაცემებს შემოსავლების თაობაზე. „კომპანიის შემოსავლების გარედან შეფასება სპეკულაციურია და ეს ცნობა ამის გათვალისწინებით უნდა აღვიქვათ“, – განაცხადა „ფეისბუქის“ წარმომადგენელმა, ჯონი ტოუმ. რაც შეეხება „გროუპონის“ შეფასებას, მისი წლიური შემოსავალი 2010 წელს, ასევე დაახლოებით, 2 მილიარდი იყო. ამის შესახებაც კომპანიასთან დაახლოებული წყაროებიდან გახდა ცნობილი. მიკრობლოგების სერვისის, „ტვიტერის“ შემოსავლები წელს 170 მილიონ დოლარს მიაღწევს, 2013 წლისთვის კი – 1,5 მილიარდს.