„მორგან სტენლი“ საინვესტიციო ბანკებს შორის ლიდერია
„მორგან სტენლი“ საინვესტიციო ბანკებს შორის ლიდერია
ამერიკული ბანკი „მორგან სტენლი“, 2010 წლის შედეგების მიხედვით, ბანკებს შორის პირველობას ინარჩუნებს. საუბარია ბანკებზე, რომლებიც ინვესტიციებზეა სპეციალიზებული. „მორგან სტენლიმ“ უკან ჩამოიტოვა „ჯი პი მორგან ჩეისი“, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამ თვალსაზრისით პირველობას ინარჩუნებდა. „ბლუმბერგის“ მონაცემებით, 2010 წელს უმსხვილესმა ბანკებმა 699 მილიარდი დოლარის გარიგებები განახორციელეს, რაც 22 პროცენტით უფრო მეტია, ვიდრე 2009 წელს. „მორგან სტენლის“ წილი ბაზარზე 2010 წლის განმავლობაში 10,4 პროცენტით გაიზარდა. ბანკმა საკუთარი კლიენტებისთვის 72,7 მილიარდი დოლარის მოზიდვა მოახერხა. უმსხვილესი ოპერაცია, რომელშიც მორგან სტენლიმ უშუალოდ მიიღო მონაწილეობა, საავტომობილო კორპორაცია „ჯენერალ მოტორსში“, „ჩაინა აგრიქალჩარალ ბანკსა“ და ბრაზილიურ სანავთობო კომპანია „პეტრობრასში“, მისი ინვესტიციების განთავსება იყო. ლიდერის პოზიციები „მორგან სტენლიმ“ ძირითადად მინიმალური საკომისიო გადასახადებით შეინარჩუნა. „მორგან სტენლი“ გახდა „სიტიგრუპის“ აქციების გაყიდვის ორგანიზატორი, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნოდა. საუბარია 10,5 მილიარდ დოლარზე. ამ გარიგებიდან ბანკის მოგება 42,3 მილიონ დოლარს შეადგენდა.