კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გაუძღვება მომავალში როკფელერების საგვარეულოს მილიარდიან კაპიტალს და რით არის გატაცებული ნიუ-იორკის მერის ქალიშვილი

მათი ბაბუები, მამები და წინაპრები პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანები და „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგის განუყოფელი მონაწილენი არიან. ისინი კი, გარდა იმისა, რომ ყველაზე მდიდრები არიან, ამავე დროს ყველაზე სექსუალური და ყველაზე სასურველი პატარძლის სახელს ატარებენ. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ პლანეტის ელიტარულ მილიარდერთა ყველაზე სექსუალური მდედრობითი სქესის შთამომავლების ტოპ-ათეულს.

შარლოტა კაზირაგი – 24 წლის

მონაკოს პრინცესა გრეის კელის შვილიშვილი – შარლოტა „ფეშენ-ჟურნალის“ რედაქტორად მუშაობს და ყველაზე მოდური წვეულებების ყველაზე გემოვნებიანი სტუმარია ევროპაში. ერთხელ მასზე კარლ ლაგერფილდმა შემდეგი ფრაზა თქვა: „იგი მე ბრიჯიტ ბარდოს მაგონებს”. შარლოტა მონაკოს პრინცესა – კაროლინას ქალიშვილია, ხოლო მისი ბიძა პრინცი ალბერ მეორეა. გრიმალდების სამეფო ოჯახი ერთი მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს და შარლოტა ამ ქონების პოტენციური მემკვიდრეა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ 17 წლის ასაკში შარლოტას სარდინიასთან საკუთარი კუნძული აჩუქეს.

ჰოლი ბრენსონი – 28 წლის

ქარიზმატული და ექსცენტრიკული მილიარდერის რიჩარდ ბრენსონის ქალიშვილი – ჰოლი, თავდაპირველად, პედიატრიით იყო გატაცებული და ბავშვთა ექიმობას აპირებდა. მან შესაბამისი განათლებაც მიიღო ლონდონის ერთ-ერთ კერძო კოლეჯში. თუმცა, მაინც მილიარდერი მამის კომპანიაში მუშაობის სურვილმა სძლია და ამჟამად ბრენსონის იმპერიაში – „ვირჯინი” ჰოლი წამყვან პოზიციებზე იმყოფება. საინტერესოა, რომ მილიარდერის მემკვიდრის პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. წლების წინ კი მას პრინცი უილიამის „გერლფრენდობას“ უწინასწარმეტყველებდნენ.

არიანა როკფელერი – 28 წლის

„ფორბსის” გასული წლის მილიარდერთა რეიტინგში როკფელერების გვარს 47-ე პოზიცია უკავია. მამამისი დევიდ როკფელერ უმცროსი სამმილიარდიან კაპიტალს ფლობს და მომავალში სწორედ არიანა გაუძღვება მილიარდერების ცნობილი საგვარეულოს საქმეებს.

ტამარა ეკლსტოუნი – 26 წლის

ტამარას მამა, გავლენიანი ბერნარდ ეკლსტოუნია – „ფორბსის” მილიარდერთა 212-ე ნომერი და „ფორმულა ერთის” მფლობელი, ხოლო დედა – „არმანის“ ყოფილი მოდელი, წარმოშობით ხორვატი სლავი. ტამარა ბრიტანეთში ერთ-ერთ ტელევიზიაში წამყვანად მუშაობს, გარდა ამისა იგი მოდელობს და წამყვანი „ფეშენ-ჟურნალების“ მიერ მოწყობილ ფოტო-სესიებშიც ხშირად იღებს მონაწილეობას.

დილან ლაურანი – 36 წლის

მართალია, დილანი უკვე გადასცდა ახალგაზრდულ ასაკს, თუმცა იგი მაინც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საპატარძლოა მსოფლიოში. განთქმული რალფ ლაურანის უფროსი ქალიშვილი ყველაზე მოდურად ჩაცმული ნიუ-იორკელების სიაში შედის და სწორედ ის ფლობს მსოფლიოში ყველაზე დიდი ტკბილეულის მაღაზიას „დილანს ქენდი ბარს”.

ამანდა ჰერსთი – 26 წლის

ამანდა რენდოლფ ჰერსთი არის ქსენია სობჩაკის ამერიკული ანალოგი, მოდელი და მრავალმილიარდიანი ქონების მემკვიდრე. მისი დიდი ბაბუა ცნობილი ამერიკელი მედიამაგნატი – უილიამ რენდოლფ ჰერსთი იყო. მათი ოჯახის ამჟამინდელი კაპიტალი 5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ამანდას კონტრაქტი აქვს გაფორმებული ცნობილ სამოდელო სააგენტოსთან „აიემჯი მოდელსთან” და მის გარეშე, თითქმის, წარმოუდგენელია ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ჩატარება.

კეტრინ და სესილ ფრედრიკსენები – 25 წლის

წარმოშობით ნორვეგიელს და კვიპროსის მოქალაქეს, სანაოსნე მაგნატს, ჯონ ფრედრიკსენს, „ახალი თაობის არისტოტელე ონასისს” უწოდებენ. ის „ფორბსის” რეიტინგში 88-ე პოზიციაზეა 7,7 მილიარდი ამერიკული დოლარით. სწორედ ამ ქონების მემკვიდრეები არიან მისი ტყუპი ქალიშვილები, კეტრინი და სესილი, ქერათმიანი ლამაზმანები – რომლებიც მამის მიერ კონტროლირებად კომპანიებში მსახურობენ.

სამანტა პერელმანი – 20 წლის

„ფორბსის” 52-ე პოზიციაზე მყოფი და 11 მილიარდი დოლარის მფლობელი, ამერიკელი ინვესტორის, რონალდ პერელმანის ქალიშვილია, პენსილვანიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული – სამანტა. ის არ ერიდება საკუთარი მოსაზრებების გამოქვეყნებას სოციალური ქსელის „ტვიტერის” მეშვეობით და ღიად საუბრობს ყველა ტაბუდადებულ თემაზე.

ჯეორჯინა ბლუმბერგი – 27 წლის

ჯეორჯინა ნიუ-იორკის მერის და შეთავსებით, „ფორბსის” მილიარდერის, გავლენიანი მაიკლ ბლუმბერგის ქალიშვილია, რომელიც მამის მსგავსად, საკალათბურთო კლუბის „ნიუ-იორკ ნიქსის” თავგადაკლული ქომაგია. 18-მილიარდიანი ქონების მემკვიდრე ჯეორჯინა ცხენოსნობით არის გატაცებული და ამას წინათ, ერთ-ერთი შეჯიბრების დროს, უხერხულად ჩამოვარდა ცხენიდან და ნეკნები დაიზიანა. თუმცა, მომდევნო დღესვე გავრცელდა ცნობა, რომ ჯეორჯინა ჯანმრთელია და მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას საცხენოსნო შეჯიბრებებში.

მარტა ორტეგა პერესი – 26 წლის

ესპანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის, „ზარას” მაღაზიათა ქსელის მფლობელისა და ფირმა „ინდიტექსის” პრეზიდენტის, ამანსიო ორტეგას უმცროსი ქალიშვილი – მარტა ნამდვილი „სვეტსკაია ლვიცაა”. იგი მამის კომპანიის მემკვიდრეა და ცნობილია, რომ კომპანიის საქმიანობის უკეთ გაცნობის მიზნით, ერთხანს „ზარას” ერთ-ერთ ფილიალში ჩვეულებრივ კონსულტანტად მუშაობდა. ამჟამად ამანსიო ორტეგას იმპერიის შემადგენლობაში შედის 4 500 მაღაზია მსოფლიოს 73 ქვეყანაში, მათ შორის, გარდა „ზარას” ქსელისა, ისეთი ბრენდული ბუტიკებია, როგორიცაა: „ბერშკა”, „სტრადივარიუსი” და „მასიმო დუტი”. სწორედ ამ იმპერიას ჩაუდგება მომავალში მარტა ორტეგა პერესი, რომლის გული ამჟამად თავისუფალია და რომელიც თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ელის.


скачать dle 11.3