კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ მონდეო“, 1993 წლის, რომელსაც ეგრეთ წოდებული „ვოზდუხამერი“ გაუფუჭდა. მანქანას საგრძნობლად შეუსუსტდა გაწევა და გაცილებით მეტ საწვავს წვავს. იქნებ მითხრათ, არის თუ არა ისეთი ადგილი, სადაც ამ ნაწილს განვადებით შევიძენ და საერთოდ, რა ღირს ის? ამასთანავე, მაინტერესებს, შეიძლება თუ არა მანქანის მართვა, სანამ ამ დეტალს შევიძენ ან სხვა გზით მისი შერემონტება?

პასუხი: რაც შეეხება ამა თუ იმ დეტალის შეძენისას განვადებას, ის კეთდება ყველა დიდ მაღაზიაში, მათ შორის ქუთაისის ქუჩაზე, სადაც ავტონაწილები იყიდება. მაღაზიაში ბანკის წარმომადგენლები სხედან და ეს ძალიან მარტივი პროცესია. რაც შეეხება „ვოზდუხამერის“ ფასს, სერიოზული განსხვავებებია ფასში იმის მიხედვით, თუ რა ფირმის ნაწილს იძენთ. კარგი ხარისხის „ვოზდუხამერი“ საკმაოდ ძვირია. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნებოდა, ეს ნაწილი ელიავას ბაზრობაზე ეგრეთ წოდებულ „დაშლილებში“ შეგეძინათ, სადაც მართალია, ნახმარ, მაგრამ სამაგიეროდ მანქანის ორიგინალ ნაწილს იშოვით. იქ ამ ავტომობილის ნაწილები საკმაოდ ბევრია. რაც შეეხება, შეგიძლიათ თუ არა მანქანის მართვა ამ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ. გაფუჭებული „ვოზდუხამერი“ სხვა არც ერთ დეტალს არ დააზიანებს, მაგრამ საწვავის წვას სხვა ხერხებით ვერ შეამცირებთ. ეს არის ის ნაწილი, რომელიც კომპიუტერს საწვავისა და ჰაერის ნაზავის შესახებ ინფორმაციას აწვდის. რადგან ის გაფუჭდა, შესაბამისად, კომპიუტერიც არასწორად მუშაობს და უფრო დიდი რაოდენობით საწვავს აწვდის. ამიტომ, უმჯობესია, ეს დეტალი, რაც შეიძლება, მალე შეცვალოთ.

კითხვა: ვარ ახალგაზრდა მძღოლი და მინდა ახალი ავტომობილის შეძენა. იქნებ მირჩიოთ, „მერსედესის“ „ემელის 350“ „ჯიპი“ შევიძინო თუ „ბეემვეს“ „იქს5“, 3.0 ძრავის მოცულობით?

პასუხი: ამ ორ ავტომობილს შორის იმდენად რადიკალური განსხვავებაა, რომ მიკვირს, როგორ შეიძლება, მათი შედარება. ერთს გეტყვით, თუ დინჯი ხასიათის, მშვიდი ადამიანი ხართ, გირჩევდით ავტომობილი გამძლეობაზე იყოს გათვლილი, ვიდრე სისწრაფეზე და „ემელის“ „ჯიპი“ შეიძინეთ. იმ შემთხვევაში, თუ ხანდახან მაინც გიყვართ გაზის პედალზე ფეხის მიჭერა, ავტომობილის მართვაში გარკვეულ აგრესიას დებთ, მაშინ „იქს5“ უნდა შეიძინოთ.




скачать dle 11.3