კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ვარდებიან მძღოლები პანიკაში და რა აბნევთ ძირითადად ქალ მძღოლებს

ძალიან ხშირად გამოუცდელ და ზოგჯერ გამოცდილ მძღოლებსაც კი, ავტომობილის გაუმართაობა, რომელიც ერთი შეხედვით საკმაოდ სერიოზული ჩანს, საგონებელში აგდებთ. თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საკუთარი ძალებით, მექანიკოსის გარეშეც, იოლად შეგვიძლია მისი მოგვარება. იმ დროსაც კი, თუ ავტომობილი გაჩერდა და აღარ იქოქება.

მევლუდ მელაძე: ხანდახან ძალიან პატარა პრობლემის გამო მძღოლები პანიკაში ვარდებიან, ეს განსაკუთრებით ქალ მძღოლებს ეხება. პრობლემის მხოლოდ ვიზუალური მხარე არ ნიშნავს, რომ კატასტროფის წინაშე ვდგავართ, იმ შემთხვევაში კი, თუ ავტომობილი გაჩერდა, მინიმალური ცოდნა მაინც რომ გვქონდეს, ძალიან დიდ დროს, ნერვებსა და თანხას დავზოგავთ. მეგობრებთან რეკვას და ტირილს, ჯობია, პრობლემის მოგვარება თავად დაიწყოთ. არსებობს ისეთი მარტივი გაუმართაობები, რომლის აღმოფხვრაც ადგილზევე, ძალიან იოლად შეიძლება. ყველაზე ხშირად, რაც ჩვენს მანქანას უფუჭდება, ეს ელექტროსისტემების მცველია.

– რისმა მცველმა შეიძლება მანქანა გააჩეროს?

– უმარტივეს მაგალითს მოგიყვანთ: მცველი, რომელიც იცავს ელექტრონული მოწყობილობების მუშაობის სისწორეს – იქნება ეს საწვავის მაჩვენებელი, წყლის მდგომარეობის მაჩვენებელი თუ სხვა, ჩვენ შეიძლება გასაღებით გავაღოთ, მაჩვენებელმა არ იმუშაოს, მაგრამ მანქანა მაინც დაიქოქოს. რა ხდება ამ დროს? გენერატორს, ისევე როგორც ხელსაწყოების დაფას, არ მიეწოდება სიგნალი იმის შესახებ, რომ აკუმულატორი დასამუხტია. ის არ იწყებს მუშაობას, შესაბამისად, აკუმულატორის რესურსი იწურება, რის შედეგადაც ავტომობილი ან ჩაქრება ან თავად ჩავაქრობთ და ვეღარ დავქოქავთ. ამ დროს იწყება პანიკა და ძებნა იმ მიზეზებისა, რომელმაც ავტომობილი გააჩერა, რეალურად კი სულ პატარა მცველია დამწვარი. მცველის დაწვა ძალიან იოლია. ის პირველივე გაუმართაობას საკუთარ თავზე იღებს და ეს მას წვავს, ან უმიზეზოდ გამოდის მწყობრიდან. ყველა მძღოლისთვის სავალდებულოა, იცოდეს, მანქანაში კონკრეტულად რა ადგილას არის განთავსებული მცველების ბუდე, სადაც ყველა ერთადაა თავმოყრილი. უმრავლეს შემთხვევაში, ის ხელსაწყოების დაფის ქვეშაა. აუცილებელია, ვიცოდეთ, თუ როგორ იცვლება მცველი. სხვადასხვა მცველს სხვადასხვა წინაღობა აქვს. თუ დაბალი წინაღობის მცველს მაღალი დაწოლის დასაცავად ჩავდებთ, ის, რა თქმა უნდა, ძალიან მალე დაიწვება.

– როგორ გავარკვიოთ, რომელ მცველს რა წინაღობა აქვს?

– სადაც მცველია განთავსებული იქვე წერია, თუ რა დატვირთვის გაძლება შეუძლია მას. ეს ციფრებია – ხუთი, ათი, თხუთმეტი და ასე სამოცდაათამდე. სამოცდაათს ცხადია, მეტი დატვირთვის ატანა შეუძლია. თუ ვთქვათ ოცდაათიანი მცველი დაიწვა და იქ ხუთიან მცველს ჩააყენებთ, მან შესაძლოა, იმუშაოს, მაგრამ თუ იმ დეტალს, რომელსაც აღნიშნული მცველი იცავს, რამე პრობლემა შეექმნება, დიდი ალბათობაა, რომ მცველი საკუთარ თავზე არ აიღებს დატვირთვას და მცველი კი არა პრობლემური დეტალი დაიწვება. დამწვარი მცველის პოვნა ძალიან იოლია. უმეტეს მათგანს ზემოდანვე ეტყობა, რომ გაწყვეტილია, ისევე როგორც ეს დამწვარ ნათურაზე ჩანს. იქვე, სადაც მცველია, აუცილებლად იქნება განთავსებული მისი ამოსაღები სპეციალური პინცეტის ფორმის გასაღები. თუ, რა თქმა უნდა, დაკარგული არ გაქვთ. ამით დამწვარ მცველს იოლად ამოიღებთ და სხვას ჩასვამთ. სათითაოდ ყველა მცველის შემოწმება მოგიწევთ, სანამ დამწვარს არ მიაგნებთ. ანუ, როგორც კი ელექტრონული სისტემა აურევს, ან მანქანა არ იქოქება, ან ფარები არ ინთება, ან რომელიმე ხელსაწყო არ რეაგირებს, უპირველესად, მცველები შეამოწმეთ. როდესაც მცველებს ხუფს მოხდით, ნომრების მიხედვით აწერია, რომელი რას იცავს. ეს განსაკუთრებით მოწესრიგებულია ახალ ავტომობილებში. საერთოდ, რაც უფრო ახალია მანქანა, მით უფრო დახვეწილი ელექტროსისტემა აქვს და მცველებზეც მეტია დამოკიდებული. შესაბამისად, მათი გამოცვლაც უფრო მეტ შედეგს მოგცემთ.


скачать dle 11.3