რონალდინიო შესაძლოა, ბექჰემის გუნდელი გახდეს
ამერიკაში კარიერის ბოლო წლები გაუტარებიათ პელეს, ბეკენბაუერს, კრუიფს, მათეუსს, ახლანდელი თაობიდან ყველაზე ცნობილ დევიდ ბექჰემს და სავსებით მოსალოდნელია, რომ მათ რიცხვს, კიდევ ერთი მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი დაემატება. ამერიკული „ლოს ანჯელეს გელექსის“ „მილანის“ ბრაზილიელი ვარსკვლავის რონალდინიოს ხელში ჩასაგდებად ბრძოლას გეგმავს. მისი კონკურენტები კი სოლიდური ბრაზილიური კლუბები „გრემიო“ და „პალმეირასი“ არიან. მათ ასევე, სურთ „ფლეიმექერის“ ხილვა საკუთარ გუნდში. ამერიკელები რონალდინიოს ოთხწლიან კონტრაქტს სთავაზობენ და ამ ხნის განმავლობაში იგი 40 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს ხელფასის სახით. იტალიაში ვარაუდობენ, რომ რონალდინიო დათანხმდება ამ შეთავაზებას, რადგან ბოლო პერიოდია. „მილანის“ მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მას აღარ სწყალობს და მხოლოდ შეცვლებზე ათამაშებს.