კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიქცა ციმბირის კოლონიიდან 21 წლის თბილისელი ბიჭი, რომელიც გზაში პატიმრებს უნდა შეეჭამათ

„ძროხა“

1963 წლის 31 დეკემბერს ირკუტსკის ოლქის სასჯელაღსრულების დაწესებულების ¹21 მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან სამი პატიმარი გაიქცა: რეციდივისტი, 39 წლის ხუთჯერ ნასამართლევი ვალენტინ ბურე, რეციდივისტი, 37 წლის ხუთჯერ ნასამართლევი იური კოლვანოვი და 21 წლის მერაბ აბაშიძე. ბურე და კოლვანოვი შავ სამყაროში ცნობილი პიროვნებები იყვნენ, რომლებსაც „კრივოის“ და „ბორზის“ მეტსახელებით იცნობდნენ. მათ არაერთი ძარცვა ჰქონდათ ჩადენილი. 21 წლის მერაბ აბაშიძე კი თბილისელი ბიჭი იყო, რომელმაც 17 წლის ასაკში თავისი ძმის მკვლელი მილიციელი მოკლა და მხოლოდ იმიტომ არ დახვრიტეს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში არასრულწლოვანი იყო. აბაშიძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის ჯერ თბილისის მკაცრი რეჟიმის ციხეში იჯდა 4 წელი, შემდეგ კი გააციმბირეს და ¹21 კოლონიაში უკრეს თავი. მერაბი ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო, როდესაც მისი 22 წლის ძმა რესტორან „თბილისიდან“ გამოსულმა მთვრალმა მილიციის მაიორმა – ვალოდია მარღიევმა მოკლა: შუა რუსთაველზე გოგონასთან ერთად მომავალ თემურ აბაშიძეს აუშარდა და, როდესაც გოგონას შეურაცხყოფისთვის მუშტი მიიღო ყბაში, პათოლოგმა მილიციელმა ტაბელური იარაღი იშიშვლა, სამჯერ ესროლა თემურს და ადგილზევე მოკლა. მარღიევი არ დაუკავებიათ და მილიციამ ისე „შეკერა“ საქმე, თითქოს მას თემური დაესხა თავს. გამომძიებელმა თემურის თანმხლები გოგონაც შეაშინა და გააჩუმა. ძმის დასაფლავების შემდეგ მერაბმა სიმართლე შეიტყო რუსთაველზე მომხდარი ამბის შესახებ, ვალოდია მარღიევს ჩაუსაფრდა და მამისეული სანადირო თოფიდან, რომელიც მან საგანგებოდ გადაჭრა და თორმეტკალიბრიანი ჰილზები ჟაკნით დატენა, ორჯერ ესროლა და ძმის მკვლელს თავი წააცალა... თემური და მერაბი ადრეულ ბავშვობაში დაობლდნენ. უმცროს ძმას თემური ზრდიდა და სრულიად მარტო დარჩენილი 17 წლის მერაბი მკვლელობისთვის საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა. ასეთი მძიმე დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, მერაბი ბოროტმოქმედი არ იყო. პატიოსნებითა და ვაჟკაცობით იყო გამორჩეული. ახალგაზრდას ციხის ადმინისტრაციამ ციმბირში უკრა თავი. ¹21 კოლონიაში კი თავზეხელაღებული ბოროტმოქმედები ისხდნენ და მერაბი მიხვდა, რომ თუ დროზე არ დააღწევდა თავს იქაურობას, აუცილებლად დიდი კონფლიქტი მოუვიდოდა, რაც, შეიძლებოდა, მისთვის სავალალოდ დასრულებულიყო. სწორედ ამიტომ დასთანხმდა მერაბი „კრივოისა“ და „ბორზის“ შეთავაზებებს, რომ გაქცეულიყვნენ. მაგრამ ცნობილ ბოროტმოქმედებს საკუთარი მიზნები ამოძრავებდათ და მერაბ აბაშიძე „ძროხად“ წაიყვანეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის გზაში უნდა შეეჭამათ. გაქცეულებს ორმოცგრადუსიან, დათოვლილ ტაიგაში 160 კილომეტრი უნდა გაევლოთ, ეს კი საკვების გარეშე წარმოუდგენელი იყო და მერაბიც ამ მიზნით შეარჩიეს.

1964 წლის 1 იანვარს გაქცეულებს კოლონიის ბადრაგი „დააჯდა კუდზე“ და ერთი კვირის მერე დაბრუნებულმა მდევრებმა კოლონიის უფროსს, პოლკოვნიკ ზახაროვს მოახსენეს, რომ მეასე კილომეტრზე ადამიანის ძვლები იქნა ნაპოვნი, რაზეც ზახაროვმა თქვა:

– ასეც ვიცოდი. „კრივოიმ“ და „ბორზიმ“ ის პატარა ქართველი ბიჭი „ძროხად“ წაიყვანეს – გზაში დაკლეს და შეჭამეს, თვითონ კი გაქცევა მოახერხეს.

ამგვარად, გაქცეულ რეციდივისტებზე ძებნა გამოცხადდა და 1964 წლის 31 იანვარს ლენინგრადში ვალენტინ ბურე, მეტსახელად „კრივოი“ დააპატიმრეს. ხოლო როცა დაკითხეს, მილიციელთა გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. რადგან „კრივოიმ“ განაცხადა, რომ ტაიგაში ნაპოვნი ძვლები მერაბ აბაშიძეს კი არ ეკუთვნოდა, როგორც ეს ყველას ეგონა, არამედ იური კოლვანოვს, მეტსახელად „ბორზის“...

„კრივოის“ მონათხრობი

ლენინგრადის მილიციის სამმართველოში მიყვანილი „კრივოი“ მაიორმა ლადო შარტავამ დაკითხა და აღმოაჩინა, რომ ცნობილ რეციდივისტს მერაბის ხსენებაზე კანკალი ეწყებოდა და ფითრდებოდა.

– რა გჭირს, „კრივოი“, რამ შეგაშინა? – ჰკითხა შარტავამ ბურეს, – კაცმა ამხელა „პაბეგი“ მოაწყვე, ადამიანის ხორცი იგემე და 21 წლის ლაწირაკის ხსენებაზე კანკალებ?

„კრივოის“ სახე დაემანჭა და შარტავას უთხრა:

– ეგ ლაწირაკი კი არა, ნამდვილი ურჩხულია, ტაიგის მგელი, მუხლმაგარი, კბილბასრი და დაუნდობელი.

– ისეთი რა ქნა, რომ ასე გეშინია?

– მე და „ბორზიმ“ ეგ ბიჭი „ძროხად“ წამოვიყვანეთ, რომ გზაში შეგვეჭამა და ისე გაგვეღწია სამშვიდობოზე. მოლაპარაკებულები ვიყავით, რომ ის დანით უნდა დაგვეჭრა, დაგვენაწევრებინა და ნახევარ-ნახევარი გვეტარებინა, თან, გზაში გვეჭამა. ოცდაათი კილომეტრი რომ გავიარეთ, „ბორზი“ ოდნავ ჩამორჩა მერაბს, ხანჯალი იშიშვლა და თავს დაესხა. მაგრამ, მერაბმა ის მოიგერია და დანა წაართვა, შემდეგ ყელი გამოსჭრა და მითხრა, რაც ჩაფიქრებული მქონდა, შემესრულებინა, ანუ „ბორზი“ დამანაწევრებინა და, რისი წამოღებაც შევძელი, ავიკიდე, თავი და ხელ-ფეხი კი იქვე დავტოვე.

– ხორცი შენ გათრევინა და, როგორც ჩანს, გეყოთ, თორემ, ალბათ, შენც დაგკლავდა და შეგჭამდა.

– არა, უფროსო, – თავი გააქნია „კრივოიმ“, – მერაბს „ბორზის“ ხორცი არ უჭამია, მან ლოსი მოკლა დანით, რომელიც ხეებში იყო რქებით გაჩხერილი. შემდეგ ორი ბარკალი ჩამოათალა და იმით იკვებებოდა. ასე გავიარეთ 150 კილომეტრი და სვერდლოვსკში ჩავედით. იქიდან აქ ჩამოვედით და მერაბი საით წავიდა, არ ვიცი.

– მაინც, რამ შეგაშინა? საშიში შენ ხარ, კაციჭამია, თორემ მას ეს ხომ არ ჩაუდენია? – ზიზღით უთხრა „კრივოის“ შარტავამ, – ის ირმის ხორცს ჭამდა.

– არა, უფროსო, არა! – ისტერიკაში ჩავარდა ბურე, – თქვენ რომ მისი თვალები გენახათ, მასე არ ილაპარაკებდით. სულ იმის შიში მქონდა, რომ თავს მომაჭრიდა, მაგრამ გადავრჩი.

შარტავამ ბურე საკანში დააბრუნა. შემდეგ მერაბ აბაშიძის სურათები გადაამრავლა და მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით დაგზავნა. ლენინგრადის მილიციის სამძებრომ კი ქალაქში კონტროლი გაამკაცრა.

ფანტასტიკური ნახტომი

ლადო შარტავამ მშვენივრად უწყოდა, რომ მერაბ აბაშიძეს არც ნაცნობი ჰყავდა ქალაქში, არც დასამალი ჰქონდა და გაყინულ ლენინგრადში დიდხანს ვერ დაიმალებოდა. ამიტომ მილიციამ ბნელ-ბნელი ადგილების ჩხრეკას მიჰყო ხელი და 1964 წლის 4 თებერვალს ნევის გამზირზე მდებარე ¹96 სახლის სხვენში საეჭვო ადამიანი შენიშნეს და მოსახლეობამ მილიცია გამოიძახა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ოპერჯგუფმა დამხმარე ძალა გამოიძახა, ხუთსართულიანი სახლი ალყაში მოაქციეს და დაიწყო საეჭვო პირის დაკავების ოპერაცია, რომელიც, მილიციის ინფორმაციით ¹21 კოლონიიდან გაქცეული მერაბ აბაშიძე იყო.

ალყის ადგილზე ლადო შარტავა მივიდა, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა აყვანის ოპერაციას. პისტოლეტმომარჯვებული რვა ოპერმუშაკი სხვენში სხვადასხვა მხრიდან შეიჭრა, მაგრამ აბაშიძემ გაქცევა მოახერხა – ის სხვენის ღია ფანჯრიდან „გადმოფრინდა“, თითქმის 60 მეტრი იფრინა ჰაერში, მდინარის ნაპირის რიკულებს გადაევლო და გაყინულ მდინარე ნევაში ჩავარდა... ამ ფანტასტიკურ ნახტომს ასეულობით ადამიანი შეესწრო და მათ ყველაფერი საკუთარი თვალით დაინახეს. მდინარე ნევის სიგანე იმ მონაკვეთზე, სადაც აბაშიძე ჩახტა, 400 მეტრია და მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს ძებნა. ისინი მერაბ აბაშიძის გვამს ეძებდნენ, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი ნახტომის მერე მას გადარჩენის თუნდაც ერთი პროცენტი შანსი ჰქონდა, მაგრამ აბაშიძის ცხედარი ვერსად აღმოაჩინეს...

ლომბარდის ძარცვა

მიუხედავად იმისა, რომ მერაბ აბაშიძე მილიციას დაღუპული ეგონა, მას კვლავ გაუმართლა: მდინარეში ჩავარდნისას მას მარცხენა ხელი მოსტყდა, გონება დაკარგა და სწრაფმა წყალქვეშა დინებამ წაიღო, მაგრამ ის მდინარე მოიკას ერთ-ერთ შესართავში გარიყა წყალმა და მერაბი 29 წლის ქალმა, ვინმე იულია პანკრატოვამ გადაარჩინა, რომელიც იმ მომენტში შემთხვევით აღმოჩნდა მდინარის ნაპირზე. პანკრატოვამ წყალში მოტივტივე ახალგაზრდა რომ დაინახა, კაუჭიანი ჯოხით გამოათრია. შემდეგ თავის „პობედაში“ ჩააწვინა, რომელიც იქვე იდგა და მოასულიერა. ბედის ირონიით, იულია პანკრატოვა ლენინგრადში მოქმედი მძარცველთა ბანდის მეთაური იყო, რომელსაც რამდენიმე სერიოზული დანაშაული ჰქონდა ჩადენილი ქალაქში. იულია მარტო ცხოვრობდა ქალაქის ცენტრალურ რაიონში, კერძო სახლში და ხელოვნებათმცოდნის პროფესიის მიუხედავად, ბოროტმოქმედებით ირჩენდა თავს. 29 წლის ქალი ცნობილი მხატვრის, გრიგორი პანკრატოვის შვილი იყო, რომელიც ათი წლის წინათ დაიღუპა მეუღლესთან ერთად და იულია მაშინ დაობლდა. გოგონამ მერაბი სახლში მოიყვანა და უმკურნალა, მოტეხილი ხელი მოურჩინა და რომ გაიგო, ვისთან ჰქონდა საქმე, უთხრა:

– შენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა. მან სწორედ იმიტომ გადაგარჩინა, რომ ერთმანეთს შევხვედროდით და ერთად გვეკეთებინა დიდი საქმეები.

მერაბი ძალიან დასუსტებული იყო და ძალების მოკრებას, ხელის სრულ განკურნებას ოთხი თვე დასჭირდა. ამ ხნის განმავლობაში კი მერაბი და იულია ინტიმურადაც დაახლოვდნენ. ერთ მშვენიერ დღეს, იულიამ მერაბს კრიმინალურ საქმიანობაში ჩართვა და სრული წილი შესთავაზა, თან უთხრა:

– მე და ჩემები ეგრეთ წოდებული ულტრა-თანამედროვე ძარცვებით ვართ დაკავებული და, სანამ საქმეზე წავალთ, ყველაფერს გულდასმით ვსწავლობთ, ბოლოს კი შესაბამის მოწყობილობებს ვამზადებთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ მის შესრულებას.

საქმე ის იყო, რომ პანკრატოვას ბანდის დანარჩენი ექვსივე წევრი ახალგაზრდა გოგონები იყვნენ, მათ ტექნიკური განათლება ჰქონდათ მიღებული და შეეძლოთ, ნებისმიერი სიგნალიზაცია გაეთიშათ. საამისოდ კი ისინი სპეციალურ მოწყობილობებს ამზადებდნენ. ასე გაძარცვეს მოუხელთებელმა ლენინგრადელმა ბოროტმოქმედებმა ორი შემნახველი სალაროსა და, უნივერმაღის სეიფები, ანტიკვარ რეისის ბინა და მაღაზია „დეტსკი მირის“ სეიფი. მილიცია გამწარებული ეძებდა ბოროტმოქმედებს და რას წარმოიდგენდნენ, რომ ისინი ახალგაზრდა, მომხიბვლელი გოგონები იყვნენ, რომლებიც დღისით საბჭოთა დაწესებულებებში მუშაობდნენ.

იულიას წინადადებას მერაბი დასთანხმდა და სამკვირიანი ტექნიკური მომზადების მერე ქალმა ჯერ ბანდის სხვა წევრები გააცნო მას, შემდეგ კი ლენინგრადის ¹16 ლომბარდის უზარმაზარი სეიფი გაძარცვეს, საიდანაც მილიონ 270 ათასი მანეთის ძვირფასეულობა წაიღეს...

„აორთქლებულნი“

ლენინგრადის ¹16 ლომბარდის წარმატებული ძარცვის შემდეგ იულია პანკრატოვამ და მისმა მეგობრებმა კრიმინალური საქმიანობის დროებით შეჩერება და „ფსკერზე დაწოლა“ გადაწყვიტეს, რაც ერთ-ერთ კონსპირაციულ შეკრებაზე გადაწყდა. ბანდის მეთაურმა მეგობრებს უთხრა:

– ჩვენი „ობშჩიაკი“ 3 მილიონ მანეთს შეადგენს და ამ ფულით ჩვენი შვილთაშვილებიც უზრუნველად იცხოვრებენ. ამიტომ ჩვენი საქმიანობა ერთი წლით მაინც შევაჩეროთ, რომ მილიციამ ჩვენს კვალს ვერ მიაგნოს.

საწინააღმდეგო არავის ჰქონდა და კონსპირაციული შეხვედრის მონაწილეები ამ აზრით დაიშალნენ. თუმცა, 26 წლის ლენა ბიკოვა სხვაგვარად ფიქრობდა. მას, ერთი მხრივ, მთლიანი „ობშჩიაკის“ დაუფლების სურვილი ამოძრავებდა, მეორე მხრივ კი, მერაბ აბაშიძე მოსწონდა და, როდესაც მან ინტიმურ კავშირზე უარი განუცხადა, გოგონამ შურისძიება გადაწყვიტა: მან ანონიმური წერილი დაწერა, სადაც ბანდის საქმიანობაზე ყველაფერი იყო მოთხრობილი და არც გაქცეული მერაბის ხსენება დავიწყებია. იქვე აღნიშნა ყველას მისამართი და ვინაობა, საკუთარის გარდა და წერილი ლენინგრადის მილიციის სამმართველოში გაგზავნა. თვითონ კი პეტროდვორეცკში, იულიას აგარაკზე გაემგზავრა, სადაც ნაძარცვი „ობშჩიაკი“ იყო დამალული, რომ ყველაფერი მარტო თვითონ ჩაეგდო ხელში. მაგრამ, ისე მოხდა, რომ აგარაკზე იულია და მერაბი იმყოფებოდნენ ინკოგნიტოდ, ბიკოვა კი იქ მათ არ ელოდა. პანკრატოვამ მოღალატე მეგობარს პისტოლეტი მიადო შუბლზე და ყველაფერში გამოტეხა, შემდეგ სასხლეტს გამოჰკრა თითი, ბიკოვას ტვინი გაასხმევინა და მერაბს უთხრა:

– „დავიწვით“. დროა, აქედან ავიბარგოთ და „ობშჩიაკიც“ თან წავიღოთ. გოგოებს უკვე ვეღარ ვუშველით.

წყვილი პეტროდვორეცკიდან გაიქცა და გაურკვეველი მიმართულებით მიიმალა. სამართალდამცავმა ორგანოებმა, მათი ძებნა გააძლიერეს და საამისოდ მთელი ლენინგრადის ოლქი გადაკეტეს. მილიციამ იულიას აგარაკზე მოკლული ბიკოვა აღმოაჩინა და მიხვდნენ, რომ ბანდა სწორედ მან დააბეზღა. დანარჩენი ხუთი გოგონა კი შეიპყრეს, გაასამართლეს და 12-დან 15 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლო 1965 წლის მარტს ჩატარდა ლენინგრადში და მას უამრავი ადამიანი დაესწრო. გოგონები ლენინგრადის „კრესტებში“ ქალთა განყოფილებაში მოათავსეს და იქ იხდიდნენ სასჯელს. ამის პარალელურად, კი პანკრატოვაზე და აბაშიძეზე ძებნა მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, გაქცეული წყვილი ისე აორთქლდა, რომ მათ კვალს ვერავინ მიაგნო.

1970 წელს ხუთივე გასამართლებულ გოგონას ამნისტია შეეხო და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. თუმცა, ხუთივე, ერთიმეორის მიყოლებით, 1980 წლამდე გაუჩინარდა საბჭოთა კავშირიდან და სავარაუდოდ, ისინიც იულიასა და მერაბს შეუერთდნენ უცხოეთში...

ნიკა ლაშაური

скачать dle 11.3