ამარეს სტრიპტიზიორები იზიდავენ
NBA-ის ვარსკვლავი და „ნიუ იორკ ნიქსის“ ფორვარდი ამარე სტუდემაიერი, როგორც ჩანს, შეყვარებულია და მისი ახალი „გერლფრენდი“ მოდელი, ექს-სტრიპტიზიორი და ამერიკულ შოუ-ბიზნესში ცნობადი სახე – ამბერ როუზია, რეპერ კენიე უესტის ექს-შეყვარებული. წყვილი ერთად შენიშნეს მანჰეტენის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სადაც ისინი მთელი ღამის განმავლობაში ცეკვავდნენ და არაყ „გრეი გუსს“ სვამდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტამდე, ამარეს ოფიციალურ „გერლფრენდად“ „არენბის“ მომღერალი ოლივია ითვლებოდა. თუმცა, საზოგადოებაში ამბერ როუზთან გამოჩენის შემდეგ, ოლივიას, სავარაუდოდ, ამარეს დავიწყება მოუწევს.