ამანდას აღიარება ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე
ცნობილ მოცურავეს, შვიდგზის ოლიმპიური და სამგზის მსოფლიოს მედალოსანს, ამერიკელ სპორტსმენს ამანდა ბერდს მწერლის ნიჭი აღმოაჩნდა და საკუთარ ცხოვრებაზე წიგნი დაწერა, რომელიც უკვე მოინათლა წლის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ბესტსელერად. წიგნში ამანდა გულახდილად საუბრობს, თუ რა დღეში ჩააგდო იგი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებამ და გამოთქვამს იმედს, რომ სპორტსმენების მომავალი თაობა არ დაუშვებს იგივე შეცდომებს. ამჟამად 29 წლის მოცურავე ვარსკვლავი აქტიურად ვარჯიშობს აუზზე და ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ემზადება. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ამანდა მოცურავის კარიერასაც დაემშვიდობება.