კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი საკვები გვიცავს კიბოს დაავადებისგან

კომბოსტო – შეიცავს ანტიმჟანგავ ვიტამინებს, კერძოდ, ბეტაკაროტინს და C ვიტამინს. ვინც მას რეგულარულად მოიხმარს, მისი მინერალები და გოგირდოვანი წარმონაქმნი შეამცირებს კუჭისა და ფილტვების კიბოს რისკს.

სტაფილო – მდიდარია ბეტა-კაროტინით და ის მნიშვნელოვანი ანტიმჟანგავია. ასი გრამი სტაფილოს ყოველდღიური მიღება დააკმაყოფილებს ჩვენს ყოველდღიურ მოთხოვნას, ყველა სახის ვიტამინებზე.

ნიორი – მდიდარია სელენითა და თუთიით, ასევე, მინერალებით – კალიუმით, კალციუმით. ის ათხელებს სისხლს, ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას, ამცირებს არტერიულ წნევას. ერთი ან ორი კბილი ნიორი დღეში საკმარისია გულისთვის სასარგებლო ეფექტის მისაღწევად.

პომიდორი – მდიდარია ლიკოპენით, ანუ ანტიმჟანგავით, რომელიც მიეკუთვნება კაროტინოიდებს. ის უფრო ეფექტურია, ვიდრე ბეტა-კაროტინი. პომიდორი კარგია, მაგალითად, კუჭის, ფილტვის და პროსტატის კიბოს პროფილაქტიკისთვის.

ფორთოხალი, ლიმონი, კრეიპფრუტი – C ვიტამინის შესანიშნავი წყაროა. ისინი მდიდარია პოლიფენოლებით. ციტრუსების რეგულარული მიღება ამცირებს კუჭის კიბოს რისკს. უმჯობესია, მიირთვათ ხილი და არა მისი წვენი.

ვაშლი – შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს, ასევე პოლიფენოლებს. ხელს უწყობს ორგანიზმიდან ნარჩენების გამოდევნას, რაც მასში არსებული ფლავინოიდების – კერცეტინის დამსახურებაა. კარგია სახსრებისთვის. ხელს უწყობს ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას. ჭამეთ დღეში 2-3 ვაშლი.


скачать dle 11.3