კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იწვევს ათეროსკლეროზს და რომელი საკვები ებრძვის მას



ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც არტერიების შიდა კედლის დაზიანება და მასში ლიპიდების, ანუ ცხიმოვანი ნივთიერებების, ქოლესტერინისა და კალციუმის მარილების დაგროვება იწვევს, რასაც არტერიების შევიწროვება მოსდევს თან.

გულ-სისხლძარღვთა ათეროსკლეროზით დაავადება გულის იშემიურ დაავადებას იწვევს, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზით დასნებოვნება კი – ინსულტს. გარდა ამისა, ის აზიანებს აორტას, თირკმელებსა და მუცლის ღრუს.

უპირველეს ყოვლისა, ათეროსკლეროზის განვითარებას ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევა, სიგარეტის მოწევა, ჭარბი კვება, მაღალკალორიული პროდუქტები, ცხოვრების უმოძრაო წესი, სტრესი, გადაძაბვა, შაქრიანი დიაბეტი, მემკვიდრეობითი ფაქტორი, ალკოჰოლის დიდი დოზებით მიღება და ასე შემდეგ. მისთვის დამახასიათებელია გულის არეში ხანმოკლე, დაახლოებით 3-5 წუთამდე შეტევები. ყველაზე ხშირად ტკივილი სიარულის ან ფიზიკური დატვირთვისას იჩენს თავს, ზოგჯერ კი – ნერვიულობის დროს. ამ ტკივილს ყველა თავისებურად ახასიათებს: ზოგს სიმძიმის შეგრძნება აწუხებს, ზოგს – ჩხვლეტა.

საწყის სტადიებზე შეტევისას ტკივილი თითქოს მარცხენა მხარეს – ხელზე, კისერსა და ქვედა ყბაზეც ვრცელდება. თუმცა, ენის ქვეშ ნიტროგლიცერინის ერთი ტაბლეტის ჩადების შემდეგ, ტკივილი ერთ წუთში ქრება. დაავადების განვითარების მიხედვით, შეტევები, შესაძლოა, მცირე ფიზიკური დატვირთვის ან მოსვენების დროსაც წარმოიქმნას.

ათეროსკლეროზის დადგენა სისხლის ანალიზით ხდება და მას, ძირითადად, დიეტებით, რაციონალური ფიზიკური დატვირთვით, ზედმეტი წონის მოშორებით, სიგარეტსა და ალკოჰოლზე უარის თქმით და სპეციალური პრეპარატებით მკურნალობენ.

რაც შეეხება დიეტას, ნაკლებად უნდა მიირთვათ კალორიული, შაქრისა და ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები. უნდა შეზღუდოთ ცხოველური ცხიმის გამოყენება და უპირატესობა მცენარეულ ზეთს მიანიჭოთ. ასევე, მიირთვით ზღვის პროდუქტები, რადგან ის ქოლესტერინის შემცირებას უწყობს ხელს.

მიზანშეწონილია უჯრედოვანი აგებულების ხილისა და ბოსტნეულის ხშირი მიღება. რაც შეეხება რაციონალურ ფიზიკურ დატვირთვას, სასარგებლოა აჩქარებული სიარული, ცურვა, სრიალი და ასე შემდეგ. ვარჯიშის ხანგრძლივობა კი ერთ საათს არ უნდა აღემატებოდეს.


скачать dle 11.3