კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორგანიზმის გაწმენდით დაავადებას ადვილად დაამარცხებთ და სისხლსაც გაიწმენდთ

ორგანიზმის გაწმენდა გულისხმობს წიდების გამოდევნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ღვიძლიდან, თირკმელებიდან და სისხლიდან. სისხლში არის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც გამოდევნილი უნდა იყოს ორგანიზმიდან. ესენია მიმოცვლის უსარგებლო და საზიანო პროდუქტები. თუ ორგანიზმში რაღაც წესრიგში არ არის, სისხლში მათი შემადგენლობა იზრდება, რაც, თავის მხრივ, აუარესებს ადამიანის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.

პირველად უნდა უმკურნალოთ იმ ორგანოს, რომლის გამოც არის ეს გამოწვეული, მაგრამ, პერიოდულად სისხლის გაწმენდა რეკომენდებულია თუნდაც იმიტომ, რომ ლიპიდური ბალანსის დარღვევისა და სისხლში ქოლესტერინის მომატების შედეგად, სისხლი ზედმეტად სქელდება, ვეღარ ახერხებს უწვრილეს კაპილარებში გავლას, უჯრედების კვებას ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით. ეს საშიშროება 40 წლის შემდეგ თითქმის ყვეელა ადამიანს ემუქრება.

ხალხურ მედიცინაში სისხლის გაწმენდის რამდენიმე რეცეპტი არსებობს. მაგალითად, აიღეთ ორი ჭიქა ნატურალური ღვინო, ერთი ჭიქა დანაყილი კამის თესლი. ორი სუფრის კოვზი ვალერიანის დანაყილი ძირები და დაასხით ორი ლიტრი მდუღარე წყალი. ერთი დღე-ღამის განმავლობაში გააჩერეთ თერმოსში, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ერთი თვის განმავლობაში.

სისხლს კარგად წმენდს სამკურნალო ბალახებიც, რომელთაგანაც ზოგიერთს სხვა სამკურნალო თვისებებიც აქვს. კერძოდ, მინის ჭურჭელში ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ჭინჭარი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე მჭიდროდ და დადგით ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დილით და საღამოს, ერთი თვის განმავლობაში. ეს ნაყენი არა მარტო წმენდს სისხლს, არამედ ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის აღდგენას.

აადუღეთ 6 ჩაის ჭიქა წყალი, ჩაყარეთ მასში ერთი ჩაის კოვზი ოროვანდის დაქუცმაცებული ფესვები და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ ორი ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ჭინჭარი. ისევ ადუღეთ ათი წუთით დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადმოდგით, დაუმატეთ ორ-ორი ჩაის კოვზი მინდვრის სამყურა, ანწლის ნაყოფი და ბაღის პიტნის ფოთლები. 5 წუთით დადგით დახურული ჭურჭლით, შემდეგ კი გადაწურეთ. შეგიძლიათ, დაამატოთ ცოტაოდენი ნატურალური თაფლი. სვით ნახევარი ჭიქა, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში ერთხელ. ეს ნაყენი გარდა იმისა, რომ სისხლს წმენდს, ასევე, კარგად მოქმედებს კუჭზე, ნერვულ სისტემასა და სისხლის მიმოქცევაზე.

სისხლის გასაწმენდად ეფექტურია წითელი ხილ-ბოსტნეულის ჭამა. მიირთვით შტოში, ჭარხალი, ალუბალი, ყურძენი, მაყვალი და ასე შემდეგ.

შტოში ამ მხრივ ყველაზე სასარგებლოა. კარგია შტოშის წვენის მიღების სამკვირიანი კურსი. პირველ კვირაში სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა, დღეში სამჯერ. შემდეგ კვირაში – ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ, მესამე კვირას კი დღეში ნახევარი ჭიქა.

ნებისმიერი დაავადება გაცილებით უფრო სწრაფად იკურნება, თუ ერთდროულად სისხლსაც გაიწმენდთ. ამიტომ, ნებისმიერ სამკურნალო ნახარშს დაუმატეთ სისხლის გამწმენდი ერთი ან ორი სახის ბალახეული, მაგალითად, მინდვრის სამყურა, ანწლის ყვავილი, ჭინჭარი. მათი დოზები კი იგივეა, როგორც სპეციალურ გამწმენდ ნაკრებში.


скачать dle 11.3