კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მჟაუნას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს

მჟაუნა მდიდარია A, B, C, K, PP ვიტამინებით, კალიუმით, ფოსფორით, კალციუმით, ნატრიუმითა და ისეთი იშვიათი მიკროელემენტებით, როგორებიცაა ტიტანი, ბრომი და ნიკელი. ასევე, ის შეიცავს ორგანულ მჟავებსაც, რაც მას დამახასიათებელ გემოს აძლევს.

მჟაუნათი ხალხურ მედიცინაში უამრავ დაავადებას მკურნალობენ, მაგალითად, წყლულებს, ჭრილობებს, გამონაყარს, კანის ქავილს, ღრძილების ანთებას, ანგინას და სხვას. მისი ფესვების ნაყენი კი გამოიყენება სისხლძარღვების კედლების გამავლობის გასაუმჯობესებლად. ასევე, აუმჯობესებს სისხლის წარმოქმნის პროცესს და ღვიძლის მუშაობას.

მცენარის მჟავე ფოთლებს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს.

ვისაც გულძმარვა აწუხებს, მჟაუნა დილას, უზმოზე უნდა მიირთვას. მას იყენებენ მოწამვლის დროსაც, როგორც ანტიტოქსიკურ საშუალებას.

თუ ღვიძლის დაავადებები, პოდაგრა, შაქრიანი დიაბეტი, ნაწლავების ანთება ან ტუბერკულოზი გაწუხებთ, მოერიდეთ მჟაუნას. ამ მცენარის ნაყენი საშიშია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, ასევე მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროსაც.


скачать dle 11.3