კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

ანტონ ჭყონდიდელი: ბიწიან იქმნება მარხვა, მმარხველმან რომ მჭამელი განიკითხოს, ვითარცა ფარისეველი იმარხვიდა. თვითვე იტყვის „ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა“; მაგრამ მეზვერეს რომ აყვედრა და უთხრა: „არა ვარ მტაცებელი და მემრუშე, ვითარცა ესე მეზვერე“, – ამისთვის მისი მარხვა ბიწიან იქმნა და წარწყმდა. ფარისეველს არავინ დაემსგავსო, მმარხველმან მჭამელი არ განიკითხო, თორემ ფარისევლებრ დაისჯები. დიდ მოძღუარს პავლეს უსმინე: „არამჭამელი იგი მჭამელსა მას ნუ განიკითხავ“.

იოანე ოქროპირი: ეს ქონება უფლისაა, რა გზითაც არ უნდა იყოს შეგროვილი და თუკი ჩვენ მისგან გლახაკებს მივცემთ, დიდ სიმდიდრეს შევიძენთ. ღმერთმა დაუშვა სხვებზე მეტი გვქონოდა არა იმისთვის, რომ სიძვაში, მემთვრალეობაში, ნაყროვანებაში, ძვირფას სამოსელსა და განცხრომის სხვა საგნებში დაგვეხარჯა, არამედ იმისთვის, რომ გაჭირვებულისთვის გაგვენაწილებინა.

იოსებ ათონელი: ამრიგად ნეტარია გზა, იჩქარეთ. იყავით გულისხმიერნი და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ განსაცდელში. რადგან ის, ვისაც არა აქვს სიმდაბლე და იმას არ აკეთებს, რასაც ეუბნებიან, ეშმაკების მონა ხდება, ცხოვრების დასასრული ჭირად ექცევა და კაცთა წინაშე უპატიობად.

მაკარი დიდი: შენთვის დაიმდაბლა ღმერთმა თავი; შენ კი საკუთარი თავისთვისაც არ მდაბლდები, არამედ თავს აღიმაღლებ და ამპარტავნობ.

გაბრიელ ეპისკოპოსი: თუ ღმერთი არ შეეწია კაცს და სინანულის კარი არ გაუღო, იგი ღმერთს ჯეროვან სინანულს ვერ მიართმევს. ჭეშმარიტი წმიდა სინანული დიდ ძალას მოითხოვს, ერთობ მძიმე და ძნელი სულიერი მოქმედებაა. მისი მოპოვება თითქმის მთელი სჯულის შესრულებას ნიშნავს.

ტიხონ ზადონელი: სინდისის წინააღმდეგ შეცოდებას სიკვდილი გერჩიოს.

ნეტარი ავგუსტინე: ზოგიერთები ძალიან მომთხოვნი არიან საჭმელში და არ იკარებენ პირში გარკვეულ საკვებს, მაგრამ ისე მომთხოვნად და ფრთხილად არ ეკიდებიან სიტყვას, რომლებიც მათი ბაგეებიდან გამოდის.

***

მხოლოდ გიყვარდეს – და მაშინ შეძლებ, გააკეთო ყველაფერი, რასაც მოისურვებ.

ბერი ფილოთეოსი: თუ ადამიანი სახლს აშენებს და არ გადახურავს. ასეთი სახლი არ გამოდგება. ასეა ადამიანიც: ყველა სათნოება რომ მოიხვეჭოს, მაგრამ სიყვარული არ ჰქონდეს, მაშინ მისი სათნოებათა სახლი უსახურავოდ დარჩება და სრულიად გამოუსადეგარი იქნება.

ბერი პაისი: სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა კურთხევასავით ღებულობს, არის ადამიანური სიხარული. მაშინ, როცა სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა გასცემს, არის ღვთაებრივი სიხარული. ის მხოლოდ მაშინ მოდის, როცა გასცემენ.

ნილოს სინელი: ავადმყოფობისას, ექიმებზე და წამლებზე უწინ ლოცვით ისარგებლე.

ვლადიმირ ელისეევი: სულიერი ხედვის შესაძენად სიბრმავის, სიცრუისა და ზნედაცემულობისგან გასათავისუფლებლად საჭიროა, იმ ძირითადი მართლმადიდებლური ცნებით გამოხატული შინაგანი განწყობილება მივიღოთ, როგორიცაა სინანული და მორჩილება.

ეპიფანე თეოდოროპულოსი: სულიერ კანონთა დარღვევით იტანჯებიან თავად დამრღვევნი.

ღირსი მაკარი დიდი: სული უნდა შევინახოთ და ყოველნაირად დავიცვათ, რათა ბილწ და ბოროტ აზრებთან არ ჰქონდეს ურთიერთობა. როგორც სხეული სხვა სხეულთან შეერთებისას უწმინდურობით სნეულდება, ასევე იხრწნება სული ბიწი და ბოროტი აზრების შეთვისებითა და იმავდროულად, მასზე თანხმობით... იცოდე, რომ სულში უწმაწური აზრების ქმედებით ფარულად მიმდინარეობს ხრწნა და ცდუნება.


скачать dle 11.3