კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მნიშვნელობა აქვს მაცხოვრის შობას მთელი კაცობრიობისთვის და როდის იბრუნებს ადამიანი სამოთხეში შესვლის უფლებას

7 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს, რომლისთვისაც, ალბათ, ნებისმიერი მორწმუნე განსაკუთრებულად ემზადება. რა მნიშვნელობა აქვს მაცხოვრის შობას და მის ამქვეყნად მოსვლას, ამის შესახებ გვესაუბრება, ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

– საეკლესიო ტრადიციიდან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული, 12 საუფლო დღესასწაულიდან. რომ არ მომხდარიყო მაცხოვრის, წმიდა სამების მეორე პირის დაბადება, არც მოხდებოდა კაცობრიობის გამოხსნა. აქედან გამომდინარე, ყველა ქრისტიანმა ეს უნდა გაითავისოს და ამ დღესასწაულს სათანადო პატივი მიაგოს.

– რა მნიშვნელობა აქვს მაცხოვრის შობას?

– მაცხოვრის განკაცება, განხორციელება დოგმატური საკითხია. იმ კაცობრიობის, რომელიც ადამისა და ევას საქციელის, ურჩობის გამო გამოდევნილი იყო სამოთხიდან, ბუნება დაზიანდა, მოსწყდა პირველ საწყისს, ნეტარ მდგომარეობას და მაცხოვრის განკაცებით ღმერთს შეურიგდა. პირველ საეკლესიო კრებაზე, რომელიც ჩატარდა 325 წელს ქალაქ ნიკეაში, ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა განკაცებულ ღმერთს, მის შობას, განკაცების მნიშვნელობას. მწვალებელი არიოზი ამტკიცებდა, რომ იყო დრო, როდესაც არ იყო მაცხოვარი. ის აკეთებდა ასეთ შედარებას: მაცხოვარი სამების მეორე ჰიპოსტასი, ძე ღმერთი დროში შემოვიდა. თუმცა, მას არ მიაწერდა იმ ღვთაებრივ უპირატესობას, რაც გააჩნდა მამას და სულიწმიდას, რა თქმა უნდა, ძესთან ერთად. ის ამბობდა, რომ იყო დრო, როდესაც არ იყო ქრისტე, მაგრამ დადგა ჟამი, როდესაც ის იშვა. ეს ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას, რადგან არასდროს ყოფილა ისეთი დრო, როდესაც მაცხოვარი არ არსებობდა. ყოველთვის იყო მამა-ღმერთი, ძე-ღმერთი – მისგან შობილი და სულიწმიდა – მისგან გამომავალი. ეს არის საეკლესიო სწავლება, დოგმატი და ამის შესწორების, გადაკეთების უფლება არავის აქვს. თავად შობილობა კი ძეს ეკუთვნის, რადგან მამა არის უშობელი, ის ვერ იშვებოდა, ჩვენთვის აღსაქმელ დროში ვერ განკაცდებოდა. ასევე, სულიწმიდაც ვერ იშვებოდა, რადგან მისი „ფუნქცია“ არ არის შობილობა, ძეობა, ის მამისგან გამოვალს. ამიტომ შობის პატივი, უპირატესობა მიეწერება ძეს, რადგან ის არის შობილი. ბევრ ადამიანს შეიძლება, დაებადოს კითხვა, რადგან ძე – წმიდა სამების მეორე პირი იშვა, ესე იგი, ალბათ, იყო დრო, როდესაც მართლა არ არსებობდა მაცხოვარი და ის დროში შემოვიდაო. წმიდა მამები ასეთ შედარებასაც აკეთებენ – როგორც გონება ბადებს აზრს, ისე იბადება ძე მამისგან. ეს კი დროზე, სივრცესა და საერთოდ, ყველაფერზე აღმატებულია. მაცხოვრის შობა, მისი ღვთაებრივი ბუნების განხორციელება ადამიანის ხორცში, რა თქმა უნდა, დროში ხდება. ბევრმა შეიძლება იკითხოს, რა საჭირო იყო მაცხოვრის განკაცება, თავის დამდაბლება და ამ გზით ადამიანთა გადარჩენა, უფალთან შერიგება. ხომ შეიძლება, მაცხოვარი, ღმერთი, რომელსაც არაფერი სჭირდება, ყველაფერი შეუძლია, ზეციდან ღვთაებრივი ბუნებით ჩამოსულიყო და ექადაგა ის, რაც იქადაგა – ანუ მხსნელი სარწმუნოება და არ დაბადებულიყო მიუსაფარ ბაგაში, არ გაევლო ყველა ის ეტაპი, რასაც ადამიანი გადის. უფალს შეეძლო დაბადებულიყო მდიდრის ოჯახში, დიდებულ პალატებში, იმ გარემოში, სადაც მას მართლა ეკუთვნოდა დაბადება. მაგრამ, რადგან მაცხოვრის მოსვლა ადამიანების, კაცობრიობის გამოსახსნელად ხდება, ამიტომ თავად უფალი გვაჩვენებს თავმდაბლობის მაგალითს – ის იბადება ცხვართა სადგომში და მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის ხდება გასაგები მისი ამქვეყნად მოვლინება. მაცხოვარმა ადამიანებს თავისი დაბადებით მისცა მაგალითი ადამიანობისა. ის, რომ პირდაპირ ზეციდან ჩამოსულიყო და ექადაგა მაცხოვნებელი სარწმუნოება, მას ბევრი ადამიანი არ მიიღებდა. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ის მაინც არ მიიღო ბევრმა ადამიანმა. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელი ერი მაცხოვრის მოსვლისთვის ემზადებოდა საუკუნეების განმავლობაში, მათაც არ მიიღეს, გამონაკლისის გარდა, მისი ღვთაებრივი სწავლება. მაგრამ მაცხოვარი რომ არ განკაცებულიყო, ადამიანები არ ისურვებდნენ მისი სწავლების მიღებას, რადგან არ ეცოდინებოდათ მისი ამქვეყნიური წარმომავლობა. ჩათვლიდნენ, რომ ის იყო არა ადამიანი, არამედ სული, მოჩვენება. ამიტომ, თავად მაცხოვრის განკაცებას, განხორციელებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. რომ მან თავისი ჩვილობით, მოწიფულობის, მოღვაწეობის პერიოდით ადამიანებს უჩვენა გზა, სწორი ორიენტირი ცხოვრებისა და სულიერებაში წარმატებისა. ამიტომ, ვინც მას უყურებდა, ვინც მას უსმენდა, თავად მაცხოვრისგან იღებდა მაგალითს და არა ზეციდან ჩამოსული ანგელოზისგან, სულისგან. თუ არა მაცხოვრის შობა, განკაცება, კაცობრიობა გამოსული სამოთხიდან, ძველ დიდებას, პატივს ვერასდროს დაიბრუნებდა, ვეღარ აღდგებოდა ღმერთსა და ადამიანებს შორის კავშირი იმ ძალმოსილებით, სიდიადით, რაც სამოთხეში ჰქონდათ. ღმერთი ისე განხორციელდა, რომ მან თავისი ღმერთობა, ღვთაებრიობა არ დაკარგა. ადამიანიც ისე განიღმრთო, რომ მან თავისი ადამიანობა არ დაკარგა და პირიქით, მან მაცხოვრის დახმარებით დაკარგული ბუნება დაიბრუნა. მაცხოვრის განკაცებით, როგორც მამები იტყვიან, მისი ხორცში დამალვით, ხორცით შემოსვით, კიდევ ერთხელ შეცდა კაცობრიობის მტერი, ეშმაკი, რომელმაც ადამიანის საფარველქვეშ ვერ იცნო თავად მაცხოვარი, ვერ გაიგო მისი გამოხსნის საიდუმლო. ანუ, ამ სახით რომ არ მომხდარიყო უფლის მოსვლა, მაშინ კაცობრიობის მტერს, ეშმაკს ეცოდინებოდა, როგორ აპირებდა მაცხოვარი ამქვეყნად მოსვლას, როგორ გამოიხსნიდა ის სამყაროს და შესაბამისად, ის უფრო მეტ ადამიანს აცდუნებდა.

– როგორ უნდა შეხვდნენ ადამიანები ამ დიდ და ბრწყინვალე დღესასწაულს?

– ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის მიდგომა შობისადმი, ამ უდიდესი დღესასწაულისადმი, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, რომ არ ყოფილიყო მაცხოვრის შობა, ვერ მოხდებოდა ადამიანის უფალთან შერიგება. შესაბამისად, ამ დღესასწაულისადმი მზადება, შეხვედრა განსაკუთრებული უნდა იყოს: თავმდაბლობის, წყალობის, სიმშვიდის, ყველა ამ უნარის ერთად ამუშავება. სამწუხაროდ, ჩვენი შობისადმი დღევანდელი მიდგომა არასწორია. საზოგადოება ჯერ აღნიშნავს ახალ წელს, შემდეგ შობას, მაგრამ ამ დროს ხდება გარკვეულწილად საზოგადოების სულიერი გახლეჩა. ჩვენ ვიცით, რომ ჯერ შობა იზეიმება და მერე ახალი წელი, იმიტომ რომ ჩვენთვის, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის შობა უფრო აღმატებულია. კარგი იქნება, ჯერ განვიცადოთ ის საზეიმო, სასიხარულო განწყობა, რომელიც შობას ახლავს თან და შემდეგ უკვე აღვნიშნოთ ახალი წელი. როგორც იცით, საშობაო მსახურება იწყება ღამე და ყველა მართლმადიდებელი, ანგელოზებთან ერთად, ხვდება ამ დღესასწაულს. ყველა ხარობს, ყველას უხარია, რომ იშვა უფალი, ჩვენს გამოსახსნელად და გაიხსნა სამოთხის დახშული კარი – ადამიანებმა იწყეს უფლისკენ და ზეცისკენ აღსვლა. ჩვენს ბავშვებსაც უნდა მივცეთ სწორი ორიენტირი, რომ შობა არის აღმატებული დღესასწაული. მათში უნდა მოხდეს სწორი აზროვნების ფორმირება. ადამიანები უნდა მივხვდეთ, რომ ამაზე უპირატესი არაფერია, რომ ღმერთი ჩვენთვის, ჩვენი ცოდვების გამო მოვიდა ამ ქვეყანაზე, ევნო, უამრავი დამცირება, ტანჯვა იგემა, ჯვარზე გაეკრა, ადამიანები ანგელოზებზე მაღლა დააყენა და რით ვუხდით მადლობას, რით ვცემთ პატივს? იმ მდგომარეობით, რომ, უპირველესად, ვაყენებთ საერო დღესასწაულებს, თუ თავად მაცხოვარს ვცემთ პატივს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ და შობას სათანადო პატივს მივაგებთ.


скачать dle 11.3