კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ცხოვრობდა ნანუკა გოგიჩაიშვილი ჩიკაგოში და ვინ ახვედრებდა მას სიურპრიზებს და ექცეოდა ყოველდღე ჯენტლმენივით

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გარეგნობის მოდელი – ნანუკა გოგიჩაიშვილი, ამერიკაში თითქმის ნახევარწლიანი ცხოვრების შემდეგ, თბილისში დაბრუნდა. მან ამერიკული, პრესტიჟული სამოდელო სკოლიდან, სადაც ბევრ რამეს ასწავლიან, მათ შორის მსახიობობას, შემოთავაზება მიიღო და ახლო მომავალში, შეიძლება, იქ გააგრძელოს სწავლა, სამსახიობო და სამოდელო კარიერა.

ნანუკა გოგიჩაიშვილი: ახალ წელს გვაქვს ერთი ტრადიცია, ნათიას დანერგილი: 31 დეკემბერს, 12 საათის შესრულებამდე რომ დარჩება 1 წუთი, ყველამ სურვილები უნდა ჩამოვწეროთ. ამ დროს სახლში ისეთი ჩოჩქოლია, 3 წამი გვრჩება, რომ სურვილები დავწეროთ. ამ დროს ძირითადად ყველანი აფექტში ვართ – ვეძებთ პასტას, ფურცელს... ყოველ წელს ერთი და იგივე სურვილი მაქვს, თან ისეთი სურვილია, მთელ მსოფლიოს მოიცავს და მის ასრულებას დრო, ენერგია, ძალისხმევა სჭირდება. თუმცა, ნელ-ნელა იქამდე მივდივარ. შობა ძალიან მიყვარს, თბილი, საოჯახო დღესასწაულია. ჩახუტებულები ბუხრის გვერდზე თბილად – ასე უნდა შეხვდეს მთელი ოჯახი. ჩვენც ძალიან მშვიდად და წყნარად ვხვდებით.

– ამ ხნის განმავლობაში ორ საერთაშორისო კონკურსშიც მიიღე მონაწილეობა.

– ჯერ ვიყავი „მის სამყაროზე“ და შემდეგ – „მის კონტინენტალზე“. პირველი კონკურსი აგვისტოში იყო, მეორე – 6 ოქტომბერს დომინიკის რესპუბლიკაში. რადგან იქიდან უფრო ადვილი იყო გადასვლა, ამიტომ აღარ ჩამოვფრინდი საქართველოში. თან, სექტემბერში მეგობრებთან უნდა ჩავსულიყავი ნიუ-იორკში. ოჯახის წევრებმაც შემიწყვეს ხელი, რომ ყველაფერი მენახა. ბოლოს ჩიკაგოში ვცხოვრობდი ორი თვე ჩემს ძალიან ახლო მეგობართან, იზუნასთან ერთად და შემდეგ ჩამოვედით თბილისში. ყველაფერი ვნახე, ლამის მთელი ამერიკა. თბილისში თუ ვიკარგებოდი, იქ უკვე ვცნობდი ქუჩებს. შთაბეჭდილებებიც ძალიან კარგი მივიღე. თან, იმდენად კარგ საზოგადოებაში მიწევდა ყოფნა, შესანიშნავად ვგრძნობდი თავს და ყველაფრით აღტაცებული ვიყავი. ნიუ-იორკში რომ ჩავედი, ცოტა იმედი გამიცრუვდა. ძალიან კარგია, მომეწონა, მაგრამ მე უფრო სხვანაირს ველოდებოდი – სიგიჟეს, არავის რომ არ სძინავს. მე და ჩემი მეგობრები ამერიკელებისთვის ევროპელი გოგონები ვიყავით და ამერიკელებს ისე უხაროდათ, გადაჭარბებულად მოსწონთ ევროპა. ლას-ვეგასიც ძალიან მომეწონა.

– კაზინოში არ იყავი?

– ამდენი შრომის შემდეგ, რაც „მის სამყაროზე“ დავხარჯეთ, ყველა მეკითხებოდა, კაზინოში არ წახვედიო? იმდენად გადაღლილები, მშივრები ვიყავით, ნორმალური საჭმელი გვენატრებოდა. ყოველდღე ერთი და იგივე საჭმელი იყო, ძალიან მოგვბეზრდა და ღამის 3 საათზე, კონკურსი რომ დამთავრდა, ყველა მონაწილე, 82 გოგონა წავედით „მაკდონალდსში“. ისეთი ბედნიერები ვიყავით, გემრიელად მივირთვით. მერე ქუჩაში გავისეირნეთ და ისე დავბრუნდით „ავთერ ფართიზე“, არავის გვითამაშია კაზინოში. არ ვიცი, ასე რატომ გადავწყვიტეთ.

– სად დადიოდით გასართობად?

– თუ რამე ღირსშესანიშნავი იყო, ყველაფერი ვნახე – სპექტაკლები, ფილმები, კარგად გამოვიყენე დრო. ამერიკა მართლა ისეთი ქვეყანაა, შანსები ძალიან დიდი გაქვს. მაგალითად, დგახარ რიგში, ვიღაც მოდის, გეუბნება, მე ჟურნალის მფლობელი ვარ, კარგი სახის ნაკვთები გაქვს. აი, ჩემი სავიზიტო ბარათი, მინდა, რომ დამეკონტაქტო. ასეთი რაღაცეები სულ იყო. ძალიან ბევრი დამიგროვდა ამგვარი „კონტაქტი“: თმის რეკლამა, სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობა. წყლის კომპანია იყო, რომელსაც მთელ მსოფლიოში შეჰქონდა წყალი და ის ირჩევდა სახეებს. მათაც შემომთავაზეს თანამშრომლობა, მოკლედ, სხვადასხვა სფეროდან მქონდა შემოთავაზებები. შემეძლო იმწუთას დავთანხმებოდი, მაგრამ ასეთ რაღაცეებში ცოტა უცნაური ვარ და სახლშიც სულ მეჩხუბებიან. „ოსკარს“ რომ ვიღებდე, ალბათ ვიტყვი, კაი, ნათია, ხვალ გავივლი, ახლა მეძინება. ამაზე ძალიან ეშლებათ ნერვები. მე ვამბობდი, ჩავალ სახლში და განვიხილავ, ამ დროს ჩემს მეგობრებს ისეთი თვალები ჰქონდათ... რატომ, ხომ შეგიძლია, ახლავე დაიწყოო. მართლა ძალიან ბევრი კონტაქტი მაქვს, შემეძლო, იანვრამდე მომეცადა, ან მაშინვე დამეწყო მუშაობა, რადგან საახალწლოდ იქ ბევრი რამ ხდებოდა. მაგრამ, სახლშიც ვუთხარი ჩვენებს, ჩამოვალ, ერთად დავსხდეთ, განვიხილოთ (ეს მომენტი ძალიან მომწონს), ერთად გადავწყვიტოთ, რა მინდა-მეთქი. ოჯახის წევრები სულ მეუბნებიან, შენ გადაწყვიტე, გენდობითო. შენ გენდობით – ამას ვერ ვიტან, გასაგებია, რომ მენდობიან, მაგრამ თქვენი დახმარება მინდა და უნდა დამეხმაროთ-მეთქი.

– რა ხდებოდა, როდესაც ამერიკის ქუჩებში დადიოდა შენისთანა ლამაზი გოგონა. ალბათ, იქაც გამოხატავდნენ ემოციებს.

– აბა, იქ აქვთ სიგიჟე. მარტო გამოლაპარაკება კი არ ჰყოფნით, სახლამდე მოგყვებიან, სიგნალებით, კარს გინგრევენ, გადაჭარბებულად იქცევიან. ცოტათი თუ მაინც მოეწონები ვინმეს, უკვე შარში ხარ – ხელში აგიყვანს, დაგაბზრიალებს, თმა უნდა მოგქაჩოს აუცილებლად. ისე შემოიჭრებიან ურთიერთობაში, გრძნობ, საერთოდ არ ხარ დაცული. მე მებრძოლ გოგონას მეძახოდნენ. იქ ჩვეულებრივი ამბავია, მომეწონე და მინდა, ხელში აგიყვანო, გეცეკვო, გაბზრიალო. სხვა გოგონებს არ ჰქონდათ პრობლემა – მერე რა, კლუბში ვართ, გავერთოთო. მე – არა. ერთხელ ერთი ბიჭი მოვიდა, მუშტი დავანახვე, არ მოხვიდე-მეთქი. ხელები აწია, დაიჯღანა და წავიდა. რადგან ამ მეთოდმა გაჭრა, ვინც მოდიოდა, ყველას მუშტს ვანახვებდი, ვეჯღანებოდი, ჯიჯღინს იწყებდნენ და თავს მანებებდნენ. მერე ამბობდნენ, ეს ევროპელი გოგონები მაინც როგორი განსხვავებულები არიანო და მერე უკვე ისეთი მოწიწებით მოდიოდნენ, „კოსტუმმოცმულები“, გოგონებო, თქვენთან ცეკვა შეიძლებაო. იქ კლუბებში ძალიან გამოწკეპილები დადიან, ლამის საქორწინო კაბებით, მოდელები, მით უმეტეს, ამისთვის კაბებს იკერავენ. კლუბებში ძირითადად აგენტები დადიან და გოგონები ცდილობენ, ამაღლებულ ადგილას იცეკვონ, რომ მათ დაინახონ. მეც, კლუბებში რომ ვიყავი, ყველაზე მეტი შემოთავაზება იქ მქონდა, რა კარგი თმა გაქვთ, უცნაური გარეგნობა გაქვთ, შემეხმიანეთ.

– ალბათ, სახლში კარგად ერთობოდი.

– ძალიან, ჩემი მეგობარი იზუნა მუშაობდა, მაგრამ კარგი ჯენტლმენი ბიჭივით მანებივრებდა. რომ მეძინა, წერილი დამხვდებოდა, გაყევი ისრებსო და სულ სიურპრიზები მხვდებოდა. ძალიან მიფრთხილდებოდა, ხელს მიწყობდა, გული მიჩუყდებოდა.

– როგორც ვიცი, დონალდ ტრამპმა თავისი ფოტო გამოგიგზავნა ავტოგრაფით.

– კონკურსზე დონალდ ტრამპს მხოლოდ ერთხელ შევხვდით, ისიც ძალიან ცოტა ხნით. ხელი ჩამოგვართვა ყველას, ესეც პრესისთვის იყო განკუთვნილი. როდესაც ნათია ნახა საქართველოში, პირადად მე გამომიგზავნა თავისი ფოტო წერილით: „ნანა, შენ გყავს ძალიან კარგი დედიკო და შენც ძალიან კარგი ხარ“. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, რომ ჩამოვედი, ნათია მეუბნება, უი, ეს რომ გამოგიგზავნაო – ბატონი დონალდი ფოტოდან მიქნევდა ხელს.

– ძალიან კარგი წელი გქონდა.

– სულ ვამბობდი, საქმე ისე უნდა გავაკეთო, მერე არ ვთქვა, ის დრო რატომ არ გამოვიყენე-მეთქი. ამერიკაში „სიენენის“ ოპერატორმა რომ ჩაიაროს და კადრში მოხვდე, უკვე გაფასებენ. ამიტომ ამერიკაში დიდი ვინმე ვიყავი – „მის საქართველოს“ მონაწილე, საერთაშორისო კონკურსების მონაწილე, პოპულარულ ჟურნალში დაიბეჭდა ჩემი ფოტო – ეს მათთვის ძალიან დიდი რამე იყო. სულ მეუბნებოდნენ, შენს ქვეყანაში, ალბათ, დაცვით დადიხარო. მე ვუსმენდი მათ, ჩემი ქვეყანა პატარაა და ყველა ყველას იცნობს-მეთქი, ახლა ჟურნალში რომ დაიბეჭდე, არც ახლა ივლი დაცვით? რომ ჩახვალ, ხომ ყველა დაგხვდებაო. ასეთი წარმატებული და ცნობილი ვიყავი მათთვის, იმიტომ რომ ისინი ყველა ნაბიჯს აფასებდნენ.

– როგორი რეაქცია გქონდა, როდესაც მსოფლიოს 100 ლამაზ ქალს შორის დაგასახელეს?

– მეძინა და რომ გავიღვიძე, მობილურზე იმდენი ზარი იყო, „ფეისბუქზეც“ იმდენი მესიჯი დამხვდა, ყველა მწერდა – გილოცავო, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მერე, ჩემი მეგობრის დედამ დამირეკა, ნანუკა „ესქვაერში“ დაგასახელესო. ამერიკაში იცი, როგორ იყიდება ეს ჟურნალი? – რიგში რომ დგახარ და გეუბნებიან, გაიყიდაო. თავიდან ვერ მივხვდი, ქართულში-მეთქი? თან ვიცი, რომ ასეთი ქართული ჟურნალი არ არსებობს. მეუბნება, რა გჭირს, ნანუკა, ამერიკული რომ არისო. შოკში ვიყავი, ვნახე მერე, ბოლო გვერდზე იყო ფოტოები, ყველაზე მეტად ის ფაქტი მიხაროდა, რომ პირველი ვიყავი საქართველოდან.


скачать dle 11.3