კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰიტლერისა და სტალინის პორტრეტები – ანუკი არეშიძის პირველი კოლექცია

ანუკი არეშიძისთვის ეს პირველი ნაბიჯი იყო დიდ მოდაში, რომელიც ბიჭოლას დახმარებით გადადგა. ცნობილი მოდელი, კახა კალაძეზე გათხოვების შემდეგ, პოდიუმიდან ჩამოვიდა. თუმცა, კვლავ მოდის სფეროში დარჩა, მილანის მოდის ერთ-ერთ აკადემიაში სტილისტობა შეისწავლა და როგორც დიზაინერი, თბილისში ისე მოგვევლინა. პირველი კოლექცია მან ბიჭოლას მოდის სახლის სახელით შექმნა – „ბიჭოლა ბაი ანუკი“, – ასე ერქვა ჩვენებას, სადაც კოლექციის ერთ-ერთ მაისურზე ბიჭოლას ულვაშებიანი სახით სამი „მატრიოშკაც” კი იყო გამოსახული. ბიჭოლას თემა კოლექციაში ისედაც ბევრი სიმბოლოთი იყო წარმოდგენილი – მაისურები, რომელიც აუცილებლად ჰიტური გახდება და ამით სრულიად თბილისი შეიმოსება. ბიჭოლას კოლექციები სიმბოლოებით იყო სავსე: ჰიტლერი ბიჭოლას ბალიშებიანი „აბადოკით“, ჰიტლერი ბიჭოლას ვარცხნილობებით, სტალინი „ჰერმესის” წითელი ჩანთით... თუმცა, ამ ორი მსოფლიო დონის პიროვნების – რომელთაც მთელი ეპოქა შექმნეს, მოახდინეს მსოფლიო რუკის ახლებური დაყოფა და მთლიანად შეცვალეს არა მხოლოდ მეოცე, ოცდამეერთე საუკუნეც კი, ირონიანარევი გამოსახულებების გარდა, კოლექციაში საკმაოდ ქალური, დახვეწილი სილუეტის სამოსიც იყო.

კოლექციის თემა, ალბათ, ყველასთვის გასაგებია. ანუკი არეშიძის ინსპირაცია ორმოციანი წლები და ამ პერიოდის ქალბატონები იყო. მკაცრი გარეგნობა, ტალღოვანი თმა, წითელი ტუჩები, აწეული წვრილი წარბები, პატარა მკერდი, სიგამხდრე – სწორედ ასეთი ქალები მოსწონდათ ორმოციანი წლების გერმანიაში და ჰიტლერის გარემოცვის გენერლებსაც. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ საბჭოთა რესპუბლიკებშიც არანაკლებ მოსწონდათ ტალღოვანთმიანი, მილიტარისტული გარეგნობის ქალბატონები. მაგრამ ამ კოლექციაში სამხედრო არაფერი იყო – ეპოქისთვის დამახასიათებელი ტანზე მომდგარი კაბები, გამოკვეთილი საჯდომი და ქვედაკაბის დამახასიათებელი სიგრძე და რაც მთავარია, ტრადიციული, მინაკეცებიანი, ეგრეთ წოდებული დრაპირებული მოსასხამები, რომელსაც ოქროსფერი თხელი ჯაჭვები ამშვენებდა.

24 დეკემბერს, „რედისონში” შეკრებილი საზოგადოების მიერ კოლექცია საოცარი ეპითეტებით შეფასდა. ქართული ბომონდი აღფრთოვანებას ვერ მალავდა ანუკის პირველი კოლექციის შეფასებისას. ჩვენების დასრულებისთანავე, კულისებში ძალიან ბევრი ადამიანი შევიდა და ყოფილ მოდელს, პირველი დიზაინერული ნაბიჯი მიულოცა. იქ იყო ავთანდილ ცქვიტინიძეც, რომლის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოდელი იყო აწ უკვე დიზაინერი –ანუკი. შემდეგ კი, უკვე მათი ურთიერთობა ახლო მეგობრობაში გადაიზარდა.

ჩვენების სანახავად უამრავი ცნობილი ადამიანი შეიკრიბა. ფეხბურთელები პირველ რიგში, კახა კალაძის გვერდით ისხდნენ მეუღლეებთან ერთად. კალაძის გვერდით იჯდა რატი სამყურაშვილი მეუღლესთან, ეკა ტოგონიძესთან ერთად. მკითხველისთვის ცნობილია, რომ კახა რატის მეჯვარეა. კახა განსაკუთრებით გულშემატკივრობდა მეუღლეს და ყველა კოსტიუმს ინტერესით ადევნებდა თვალყურს. შავ კაბაში და „ბალენსიაგას” 2010 წლის შემოდგომის კოლექციის ფერად ფეხსაცმელში გამოწყობილი ანუკი არეშიძე, განსაკუთრებით ლამაზი იყო და უამრავი აპლოდისმენტი დაიმსახურა. ჩვენების შემდეგ, ის პოდიუმზე ბიჭოლასთან ერთად გამოვიდა. როგორც ჩანს, ანუკი აქტიურად აპირებს მოდის სფეროში სერიოზულად ჩართვას. როგორც თავად ამბობს, მისი ყველაზე დიდი შემფასებელი, კრიტიკოსი და გვერდში მდგომი ამ საკითხში, ყოველთვის იქნება მეუღლე – კახა კალაძე, რომლის გემოვნებასაც, ახლა უკვე დიზაინერი – ანუკი, ყველაზე მეტად ენდობა.


скачать dle 11.3