კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეიძლება, გადააწყვეტინოს ქალს ქმართან ჩხუბმა, ახალი წლის პირველ დღეს

ცხოვრება მოულოდნელობით არის სავსე. ყოველთვის შეიძლება, რაღაც ისეთი მოხდეს, რასაც შენს ყველაზე აუხდენელ ოცნებებშიც კი ვერ წარმოიდგენდი. მით უფრო, ახალ წელს, როცა სულ გაქვს სასწაულის მოლოდინი. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის ხარ, მთავარია, ამ სასწაულის გჯეროდეს. თუმცა, ზოგჯერ რომანტიკული არაფერია ურთიერთობაში, რომელიც მთელი წლის განმავლობაში „ნეგატივებით“ იყო დატვირთული. ამბობენ, რომ ქალებს უფრო აქვთ სასწაულის იმედი და ისინი მამაკაცებზე გაცილებით გვიან აცნობიერებენ რეალობას. იმიტომ კი არა, რომ ვერ ხედავენ, უბრალოდ, ძალიან უნდათ, მათ ცხოვრებაშიც ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც ზღაპარში. სამწუხაროდ, მამაკაცები ხშირად ჯეროვნად ვერ აფასებენ არსებას, რომელიც გვერდით ჰყავთ, იმ უბრალო და სასაცილო მიზეზის გამო, რომ ის ცოლია და ამ ქალში ახალ-ახალი „აღმოჩენებისთვის“ დროის დაკარგვა არ ღირს. მათ ავიწყდებათ, რომ „აღმოჩენა“ შეიძლება, მათგან დამოუკიდებლად მოხდეს და ერთ დღეში შეიცვალოს „მოცემულობა“ იმ რეალობით, რომელიც მამაკაცის თავმოყვარეობისგან აღარაფერს დატოვებს.

თუმცა, რადგან მაინც საახალწლო განწყობა გვაქვს, შეეცადეთ, ამ ისტორიას იუმორით შეხედოთ. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა საკმაოდ სერიოზულია.

თეონა (37 წლის): ამ ამბის მოყოლის სურვილი იმიტომ გამიჩნდა, რომ ზოგიერთმა ქმარმა წაიკითხოს, როგორ შეიძლება დამთავრდეს გულგრილი დამოკიდებულება საკუთარი ცოლის პიროვნების მიმართ. ძალიან ბევრი მამაკაცი ცოლს პიროვნებად საერთოდ არ აღიქვამს. ოღონდ, მინდა, კარგად გამიგოთ. იცით, როგორი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ?! ცოლია და მორჩა. მას არ შეიძლება, ჰქონდეს ჭკვიანური იდეა, აზრი, რომელსაც გაითვალისწინებდი, პოზიცია... ეს ფსიქოლოგიური ტერორია, რომელიც ფიზიკურ ტერორზე გაცილებით უარესია. როცა ქალების უუფლებობაზე ლაპარაკობენ, რატომღაც აქცენტი მხოლოდ ფიზიკურ ძალადობაზე კეთდება. თითქმის არავინ ახსენებს ფსიქოლოგიურ რეალობას, რომელიც ცემაზე გაცილებით უარესია. სხვათა შორის, მეც არ დავფიქრებულვარ ამაზე, სანამ ცხოვრებამ თავისით არ დამაფიქრა. თან, რა არის, იცით? ფსიქოლოგიური ძალადობა ისეთი ხშირია და შეუმჩნეველი, მორგებულია ჩვენს ყოველდღიურობასთან და, ფაქტობრივად, არ ჩანს. ნაცემ ქალს და მის სილურჯეებს კი ყველა ხედავს, მაგრამ ფსიქოლოგიურად რომ „ინგრევი“, ეს შეიძლება, თავადაც ვერ შენიშნო. როცა მე, თავად მივედი იმ დასკვნამდე, რომ ქმარი ფსიქოლოგიურად ძალადობდა ჩემზე, რეალური სურათიც მაშინ დავინახე.

– კონკრეტულად, რას გულისხმობთ ფსიქოლოგიურ ძალადობაში?

– აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ქალის თვითშეგნების, თვითშეფასების კრიტერიუმს აქვეითებს, რაც მის პიროვნულ ღირსებას აკნინებს და ნელ-ნელა ანადგურებს. ერთი შეხედვით, ეს ძალიან შეუმჩნეველია, იმიტომ რომ ძალიან მწვავედ და მტკივნეულად არ აღიქმება. „უწყინარი“ ფრაზების სახე აქვს. „უწყინარი იუმორის“. ამიტომ არ ვფიქრობთ, რომ ეს ტერორი და ძალადობაა. ყოველდღე ხეს რომ უთხრა, გახმიო, გახმება. ხომ იცით, რამხელა ძალა აქვს სიტყვას. წარმოიდგინეთ, როგორი შეუხედავიც არ უნდა იყოს ადამიანი, თუ ის ვიღაცას მოსწონს, თუ ვიღაც მისი გარეგნობით აღფრთოვანებულია, იჯერებს, საკუთარ მომხიბვლელობას და მერე უკვე სხვებსაც მოსწონთ იგი. მარტო სილამაზე ვერ გიშველის, თუ ეს სილამაზე ვიღაცამ არ დაინახა და არ აღიარა. როგორც წესი, ქმრების უმრავლესობა აღარ ხედავს ცოლის სილამაზეს. არ ვიცი, ამას რა დავარქვა, მაგრამ საჭიროდ აღარ მიაჩნიათ, მასში ის მიმზიდველობა და ხიბლი დაინახონ, რომელიც ქალის მიმართ კაცს იზიდავს. არ ვლაპარაკობ იმ გამონაკლის შემთხვევებზე, როცა ცოლებად მოდელები მოჰყავთ და ესეც ვიღაცისთვის, რაღაცის დასამტკიცებლად სჭირდებათ. ერთი სიტყვით, ქმრების უმრავლესობა ყველანაირად ცდილობს, დააკნინოს და დაჩაგროს ცოლი. წინ წამოწიოს საკუთარი უპირატესობა. „რას დაემსგავსე“, „ტყუილად წვალობ, მაინც ბერდები“, „შენ ვიღას მოეწონები“, „არაფერი აღარ გიხდება“, „მაგ ახალგაზრდულ ტანსაცმელში ისეთი სასაცილო ხარ“, „გაგიმართლა, ცოლად რომ შეგირთე“, „როდის მიხვდები, რომ ტყუილად ხარჯავ სალონებში ფულს“... რამდენჯერ მოგისმენიათ ასეთი ფრაზები. ვითომ არაფერი, მაგრამ ქალის ფსიქიკაზე ეს დამანგრევლად მოქმედებს. არადა, ოჯახს ხომ არ დაანგრევ ამის გამო.

– არ არის ეს საფუძვლიანი მიზეზი, ოჯახის დასანგრევად?

– მე რომ მკითხო, ახლა უკვე გეტყვით, რომ არის. მაგრამ, ამ მიზეზით რომ ოჯახები ვანგრიოთ, განქორწინებულთა რიცხვი, მინიმუმ, სამჯერ მაინც მოიმატებს. მე ფსიქოლოგი არ ვარ და ვერ ვხვდები, რაში სჭირდებათ მამაკაცებს ცოლებში არასრულფასოვნების კომპლექსის ჩანერგვა. შეიძლება, საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსი რომ დამალონ, იმიტომ. არის მეორე მომენტიც. ამით საკუთარ თავს ალიბს უმზადებენ. ფსიქოლოგიურად დათრგუნული და დაკომპლექსებული ქალი ადვილი დასაჩაგრია. მას პრეტენზიაც აღარ აქვს იმისა, რომ ქმრის ცხოვრებაში ერთადერთი და განუმეორებელია. ხვდებით, ხომ, რასაც ვგულისხმობ? თუმცა, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და თუ ვინმე არ დამეთანხმება, მისი საქმეა. ჩემი ქმარი ნელ-ნელა და მიმაჩნია, რომ მიზანმიმართულად, „კლავდა“ ჩემში ქალს. თვითონ ყოველდღე მეტ და მეტ ყურადღებას უთმობდა საკუთარ თავს. „ეს მიხდება“, „ის უფრო ახალგაზრდას მაჩენს“, „ამაში უფრო კაი ტიპი ვარ“. სარკესთან ნახევარ საათს მაინც ატარებდა, სახლიდან გასვლის წინ. ვერ ვიტყვი, რომ მე მიშლიდა ახალი ტანსაცმლის ყიდვას, ან საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას, მაგრამ ქვეტექსტები ასეთი იყო: „რა მნიშვნელობა აქვს, რა გეცმევა. რატომ კარგავ ტყუილუბრალოდ დროს და ფულს. შენ მაინც აღარავის მოეწონები“.

– რატომ არ მოეწონებიო?

– იმიტომ, რომ ასაკი მოგემატა... მალე ორმოც წელს მიუკაკუნებ... ორი შვილი გყავს... თავიც რომ მოიკლა, წლებს უკან ვეღარ დაიბრუნებ... დროს ვერ გააჩერებ, გირჩევნია, რეალობას შეეგუო და ოჯახზე იფიქრო... რაღა დროს შენი „ელასტიკები“ და ჯინსია... აკეთე კერძები, მურაბები, მწნილები და მოგვიარეო...

– რამდენი წლის არის თქვენი მეუღლე?

– ზუსტად ჩემი ასაკის. ორი თვით უფროსია ჩემზე. მაგრამ, სულ იმას ამტკიცებს, რომ კაცს ასაკის მატება უფრო მიმზიდველს ხდის, ქალს კი, პირიქითო. თავი მოსწონდა იმით, პატარა გოგოები ჩემზე გიჟდებიანო.

– ამას პირდაპირ გეუბნებოდათ?

– რა თქმა უნდა. თან გამომწვევი, გამარჯვებული კაცის ტონით და პოზით. მე რომ ვნერვიულობდი და განვიცდიდი, ძალიან ხალისობდა. ტირილამდე მივყავდი. არადა, შორიდან ისე ჩანს, რომ მზრუნველი, მორჩილი და ერთგული ქმარია. მგონი, ყველა მე შემომნატრის. სინამდვილეში, ნერვები ძაფზე მიკიდია. თუმცა, იმ დღის შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში საახალწლო სიურპრიზივით გამოჩნდა ერთი ადამიანი, ცხოვრება ბევრად უფრო ასატანი გახდა. დეპრესიასაც აშკარად გადავურჩი. იმასაც ვგრძნობ, რომ საკუთარი თავის რწმენა მომემატა. იცით, რაშია საქმე, სულ რომ გიმეორებენ, არავის უნდიხარ, არავის მოეწონები, ანუ, მადლობა უნდა თქვა, რომ მე კიდევ ვარ შენ გვერდითო, შეიძლება, ჭკუიდან შეიშალო. ამ დროს ქმარმა რომც გიღალატოს, აპატიებ. იმიტომ რომ, უკვე გაქვს მის მიმართ მადლიერების განცდა. როგორ, მე არაფერს წარმოვადგენ და ეს მაინც არ მიდის ჩემგან. რა მოხდა, თუ ცოტა „გაერთო“. ეს უკვე კატასტროფაა! ეს იმას ნიშნავს, რომ კრიტიკულ ზღვრამდე ხარ მისული. მე ვიყავი ამ ზღვრამდე. ვფიქრობდი, თუ მიღალატებს, ვაპატიებ, ხმას არ ამოვიღებ, ოღონდ ჩემგან არსად წავიდეს-მეთქი. ეს არასრულფასოვნების განცდა მთლიანად ჩემი ქმრის და მისი მიზანმიმართული, „დამანგრეველი“ პოლიტიკის შედეგია.

– რამდენ ხანს გრძელდებოდა, როგორც თქვენ ამბობთ, მეუღლის მხრიდან თქვენი ფსიქოლოგიური ტერორი?

– საიდანაც მე გავაცნობიერე, რომ ამ ტერორის ქვეშ ვიყავი, დაახლოებით წელიწად-ნახევარია. მაგრამ ეს გაცილებით ადრე დაიწყო, მცირე დოზებით. ნაკლებად შესამჩნევიც იყო და ნაკლებად მტკივნეულიც. რა თქმა უნდა, ვბრაზობდი და განვიცდიდი, მაგრამ მერე ყურადღება სხვა რამეზე გადამქონდა. ერთ დღეს კი, აღმოვაჩინე, რომ ნერვული აფეთქების პირას ვიდექი. სარკეში ჩახედვა აღარ მინდოდა. ჩემ თვალწინ აღფრთოვანებული და პირდაღებული შესცქეროდა არაფრით გამორჩეულ ქალებს. ლამაზი ქალი მეც მომწონს, მაგრამ როცა ხედავ, როგორ აქებს შენი ქმარი ლამის მახინჯს, ყოველ შემთხვევაში, შენზე არაფრით უკეთეს არსებას, ბოღმა როგორ არ დაგახრჩობს. ვერ წარმოიდგენთ, ეს როგორი მტკივნეულია. გულში გხვდება პირდაპირ და სიცოცხლე აღარ გინდა. ამას ჯობია, ერთხელ გითხრას, მორჩა, აღარ მომწონხარ, აღარ მინდიხარო და წავიდეს. ერთხელ ძალიან მაგრად გეტკინება და მორჩება ამით.

– მორჩება, კი?

– ყოველ შემთხვევაში, ამაზე უარესი არ იქნება, როცა მოსამსახურედ უნდიხარ. ბოდიშს ვიხდი, ამას რომ ვამბობ: გხმარობს, როგორც უნდა და თან, ისეთი პოზა უჭირავს, რომ ამ ყველაფერს ისევ შენი სიამოვნებისთვის აკეთებს. ამ ტიპის კაცები არსად მიდიან. არ ტოვებენ თავის „მსხვერპლს“, რომელიც მათ მანიპულირების უფლებას აძლევს. სწორედ ამაში პოულობენ უდიდეს სიამოვნებას. „სხვა“ ქალი მისცემს საშუალებას, რომ ასე მოექცეს?! – ნაკლებად სავარაუდოა. ჩემმა ქმარმა მოახერხა და ახალი წელიც ჩამაშხამა. დამაყვედრა, რომ ჩემ გვერდით გაატარა დღესასწაული. როგორც ყოველთვის, მითხრა, რომ ძალიან სინდისიერი ადამიანია, თორემ აქამდე აუცილებლად მიმატოვებდა. რომ მე თავდაყირაც რომ დავდგე, პლასტიკური ოპერაციების განუსაზღვრელი რაოდენობაც რომ გავიკეთო, მიმზიდველი და სასურველი ქალი ვეღარ ვიქნები. არც ჩაცმა და სტილის შეცვლა მიშველის... მოკლედ, გამანადგურა. მერე თქვა, რომ იმის მაგივრად, ვინმე მაგარ „ნაშასთან“ ერთობოდეს, რომლის პოვნაც არ გაუჭირდება, სახლში ზის, ტელევიზორთან, მე კი მაინც უმადური ვარ... როგორ გუნებაზე დავდგებოდი? ძალიან მაგრად ვიჩხუბეთ. კიდევ კარგი, რომ ბავშვები თავიანთ მეგობრებთან ერთად, სხვაგან იყვნენ ახალი წლის აღსანიშნავად წასულები. ერთი სიტყვით, პირველ იანვარს ცრემლებით შევხვდი. არადა ისეთი ენთუზიაზმით ვემზადებოდი ამ დღისთვის. ჩუმად ძალიან ლამაზი, სექსუალური შავი კაბა შევიძინე. ვფიქრობდი, ბავშვები არ არიან და ამდენი წლის შემდეგ, განსაკუთრებული საღამო გვექნება, სადმე წავალთ და თავს მოვაწონებ ჩემს ქმარს. იქნებ სხვა თვალით დამინახოს-მეთქი. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი ფუჭი ილუზია აღმოჩნდა. ჩემს ქმარს სასაცილოდ არ ეყო ჩემი აღმაფრენა. დამცინა კიდეც, ამხელა ქალი რამ აგაცერცეტა და აგამჩატაო. ლამის ისტერიკა დამემართა, ფაქტობრივად, მოვკვდი. აღარაფერი მიხაროდა. ჩემთვის დღესასწაული დამთავრდა. ადექი, რამე ჩაიცვი და ჩემს მშობლებთან წავიდეთ, ახალი წელი მივულოცოთ. შენ სხვაგან გამოსაჩენი მაინც არ ხარო, – ცეცხლზე ნავთი დამასხა ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ. სწორედ ეს აღმოჩნდა ბოლო წვეთი ჩემს მოთმინების ფიალაში, თითქოს დენმა დამარტყა. უცებ ვიგრძენი, რომ ჩემი ქმარიც და მისი აზრიც ჩემ შესახებ ფეხებზე მეკიდა. ავდექი და დავიწყე ჩაცმა – ჩემი ახალი კაბა ჩავიცვი. ძალიან გავიპრანჭე და ჩემი ქმრის ცხვირწინ გავიჯახუნე კარი.

– არაფერი უკითხავს?

– არა. ირონიული, დამცინავი ღიმილით მიყურებდა. თითქოს მეუბნებოდა, ერთი უნდა ვნახო, სად წახვალო. ამან სულ გადამრია. უკვე მექანიკურად ვმოქმედებდი, მომართული თოჯინასავით. ისე ვიყავი გამწარებული, მარტო ის მინდოდა, ჩემი ქმრისთვის გული მეტკინა. დამემტკიცებინა მისთვის, რომ ქალი ვარ. თანაც, ისეთი ქალი, როგორიც მამაკაცებს მოსწონთ. შეიძლება, ამის დამტკიცება საკუთარი თავისთვის უფრო მეტად მინდოდა.

– რა გადაწყვეტილება მიიღეთ?

– ხომ გითხარით, მამაკაცების ყურადღება მინდოდა მიმეპყრო. თუ ის გაინტერესებთ, გადავწყვიტე თუ არა, აუცილებლად ვინმეს ჩავწოლოდი ლოგინში, ასეთი არაფერი დამიგეგმავს. თუმცა, ხომ გეუბნებით, ძალიან მჭირდებოდა მამაკაცის ყურადღება. ძალიან პრესტიჟულ ბარში წავედი, ისეთი შემართებით ვიყავი, ეს ყველაფერი სახეზე მეტყობოდა – დარწმუნებული ვარ ამაში. არ გეგონოთ, ძალიან სულელი და ქარაფშუტა ვარ ან ვნებებს აყოლილი, პრიმიტიულად მოაზროვნე ქალი. ნამდვილად არ მქონია იმის ილუზია, რომ იქ ერთი ნახვით შემიყვარებდა ვინმე. არანაირად. უბრალოდ, მინდოდა, კაცს შევემჩნიე, კარგ „ტიპს“. საკუთარი თავის რწმენა უნდა დამებრუნებინა, შინაგანი რწმენა, რომელიც ძალიან მჭირდებოდა.

– გამოგივიდათ?

– დიახ. გამომივიდა და მერე როგორ?! ჩემმა ქმარმა ისეთი გადაწყვეტილება მიმაღებინა, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ძალიან პოზიტიური ცვლილება და სიახლე შემოიტანა. არაჩვეულებრივი მამაკაცი გავიცანი. ჩემს ქმარზე ბევრად ახალგაზრდა.

– ანუ, თქვენზე ახალგაზრდაც.

– დიახ. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ მოხიბლულია ჩემით. სულ რამდენჯერმე შევხვდით და ჩემ შესახებ ისეთი რაღაცეები მითხრა, ჩემი ქმარი აზრზეც რომ არ არის. მისთვის ძალიან საინტერესო, ჭკვიანი და მომხიბვლელი ქალი ვარ, რომლითაც აღფრთოვანებულია. ჩვენ ჯერ მხოლოდ მეგობრები ვართ, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ. თუ ჩემს ქმარს, როგორც ქალი არ ვჭირდები, ეს უკვე მისი პრობლემაა...


скачать dle 11.3