კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სხვისი შესაშური რა გვჭირს თუ არა, კი...



კაცობრიობის ისტორია თანდათან წინსვლაა თავისუფლების შეგნებისკენ, თავისუფალი ადამიანი კი ძლიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული შემოქმედია. დრო ფასდაუდებელი ძღვენია, რომელიც იმისათვის გვეძლევა, რომ გავხდეთ უფრო უკეთესები, სრულყოფილები, მიზანსწრაფულ. მანაც სცადა, თავისუფლება – შემოქმედებითი ნიჭი, დრო და საკუთარი თავის რწმენა, ცხოვრების გარდასაქმნელად, უკეთესი მომავლის „შესაქმნელად” გამოეყენებინა. შედეგი იმდენად თვალსაჩინო და ფასეულია, მხოლოდ საკუთარი ცხოვრება კი არ შეცვალა, საზოგადოებისათვის მეტად საჭირო და საინტერესო პიროვნებად ჩამოყალიბდა.

ქალბატონ ციცო ფუტკარაძესთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალი ძლიერი და რთული ფენომენია. მისთვის თითქმის არაფერია მიუღწეველი, რამეთუ კეთილშობილური მიზანი ამართლებს შესაძლებლობებს. დიახ, ქალს შეუძლია, ცხოვრება ნულიდან დაიწყოს...

ამ ელიტარული სასტუმროს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქალბატონი ციცო ფუტკარაძეა, სულ რამდენიმე წლის წინ მომავალს შიშით უყურებდა. იცოდა, განათლებული, საზოგადოებისათვის სრულფასოვანი შვილების აღსაზრდელად დიდი შრომა, ენერგია და ეკონომიკური სახსრები სჭირდებოდა. საშინელი დრო იდგა: ომი, უშუქობა, გაუტანლობა, ეკონომიკური სიდუხჭირე. თავდადებამ, ოჯახის უსაზღვრო სიყვარულმა, შინაგანმა კულტურამ, შეუძლებელი შეაძლებინა. უცხოეთში თავდაუზოგავი შრომით, მეუღლესთან ერთად, არცთუ დიდი კაპიტალი დააგროვა და თბილისში ერთი მაღაზიით დაიწყო ბიზნესი, შემდგომ რამდენიმე ფილიალი შეჰმატა. დღეს კი, თუ ვინმეს საიმედო საკეტები, სეიფები, ცეცხლგამძლე კარებები და სხვა აქსესუარები აინტერესებს, მხოლოდ ქალბატონ ციცოს მაღაზიას მიაშურებს. დამეთანხმებით, ეს უკვე ავტორიტეტია.

ურეკში 1 ივლისს შპს „გეორნიკემ” (დირექტორი ბატონი ტარიელ ფუტკარაძე), ულტრა-თანამედროვე სასტუმროს პრეზენტაცია გამართა, სადაც იყო უამრავი სტუმარი, საზოგადოებისათვის ნაცნობი სახეები, მილოცვები და, რა თქმა უნდა, ქართული „მრავალჟამიერი“.

შპს „გეორნიკეს” დამფუძნებლებმა, ქალბატონმა ციცომ და ბატონმა ზაზაბლიაძემ, ძალიან საინტერესო პროექტი ჩაიფიქრეს. არ შეუშინდნენ რეალობას და, ამ ეკონომიკური კრიზისის პერიოდშიც კი, მალევე განახორციელეს კიდეც. აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა, პრაგმატიზმი, ქართველი კაცის დახვეწილი გემოვნების გათვალისწინებით, თითოეული წვრილმანი გათვალეს, ფრთხილად მიუდგნენ უმცირეს დეტალსაც კი და შედეგი იმდენად ფასეულია, თავი მართლაც სამოთხეში გგონია. მათ ჩინებულად იციან, რომ ტურიზმი – ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამისათვის კი სასტუმროში მომსახურების სფერო უნდა იყოს მრავალფეროვანი, დახვეწილი და, რაც მთავარია, მშვიდი ატმოსფერო და კომფორტული გარემო უნდა სუფევდეს.

სასტუმროს მეპატრონეებმა ყველაფერზე იზრუნეს: ულამაზესი ინტერიერი და ევროსტანდარტებით მოწყობილი თითოეული აპარტამენტი, ჰოლი, ბარი, ვერანდები, საბილიარდე საკონფერენციო დარბაზი (ვიდეო და აუდიო აპარატურით, სადაც ფილმიც შეგიძლიათ, ნახოთ) დამსვენებელს ჩინებულ განწყობას უქმნის. პირველ ყოვლისა საყურადღებოა კვების ბლოკი, სადაც შეფ-მზარეულად ნამდვილი შემოქმედი მოიწვიეს – ბატონი ავთანდილ ხაჭაპურიძის საავტორო წიგნით ახალგაზრდა მზარეულები დღეს საქართველოში კვების „ჯადოქრობას” სწავლობენ. დილის შვედური მაგიდა ორიგინალობით გამოირჩევა, არც სადილი ჩამოუვარდება მრავალფეროვნებით. შეგიძლიათ, თავად აირჩიოთ სასურველი კერძი. აქვეა სწრაფი კვების ბლოკიც. თითოეულ ნომერშია ტელევიზორი, მაცივარი, ტელეფონი, ინტერნეტი, ცივი და ცხელი წყალი, შხაპი, მოხერხებული საწოლები, ულამაზესი თეთრეული... ზღვის არაჩვეულებრივი ხედები მეტ ხიბლს ჰმატებს თქვენს დასვენებას. გათვალისწინებულია ექსკურსიები გურიისა და აჭარის ულამაზეს მხარეში. თუ ბავშვის დატოვება გსურთ რამდენიმე საათით, ახალგაზრდა ძიძები თქვენს განკარგულებაში არიან. პატარებს აქვე შეუძლიათ, ცეკვის რამდენიმე გაკვეთილიც მიიღონ.

სასტუმროს მმართველი გახლავთ ბატონი შალვა ალავერდაშვილი. ფინანსური დირექტორი – უსიმპათიურესი მარტა ფუტკარაძეა. იგი რამდენჯერმე ეწვია ინგლისს, სადაც ეუფლებოდა ენას და ფინანსისტთა კურსის სერიოზული მსმენელიც გახლდათ. ასე რომ, სერიოზულად ემზადებოდა დღევანდელი დღისთვის.

სასტუმროს მეპატრონეებს მომავალი ტურისტული სეზონისთვის ბევრი საინტერესო ჩანაფიქრი აქვთ განსახორციელებელი. საუბრისას აღნიშნეს, რომ სტუმრის კეთილგანწყობისათვის აუცილებელია მაქსიმალური კომფორტი, პროფესიული მომსახურება, გემრიელი და ჯანსაღი საკვები, სიმშვიდე, საინტერესო ღონისძიებები, ოჯახური ატმოსფეროს შექმნა და, რაც მთავარია, თბილი, ყურადღებიანი პერსონალი.

ყოველ დილით რევაზ ლაღიძის „თბილისოს” სულში ჩამწვდომი მელოდია თქვენი ვერანდიდან ზღვის ტალღების ხმას უერთდება და მზისა და ვარდების მხარის მშვენიერებით კიდევ ერთხელ დაგატკბობთ.

თბილისიდან ურეკამდე გზა შეუმჩნევლად მიილევა, რამეთუ ელიტარულ სასტუმროში ჩინებული დასვენება, სასიამოვნო გარემო გელით. დამეთანხმებით, დასვენება დიდი სიამოვნებაა, რომელმაც მთელი წლის ენერგიით უნდა დაგვმუხტოს.

P.S. „აბა, სხვისი შესაშური რა გვჭირს თვა- რა, კი...“ – მუხრან მაჭავარიანის ეს სიტყვები ხშირად უნდა ვიმეოროთ, რომ კიდევ ერთხელ შევიგრძნოთ, რა ბაღნარში ვცხოვრობთ. საქართველოში ცხოვრება დიდი პატივია, მაგრამ ამას მოვლა – პატრონობა, გონივრული გამოყენება და ღირსეული დაფასება სჭირდება.

ქალბატონმა ციცინომ და ერთგულმა საყრდენმა, საქმიანმა, ენერგიულმა კაცმა, ბატონმა ზაზა ბლიაძემ, აჭარისა და გურიის გასაყარზე, ურეკში, ჩვენთვის და ჩვენი სიამოვნებისათვის, პატარა სამოთხე „გააშენეს” და მას სასტუმრო „თბილისი” ჰქვია. აქ მოსვლის შემდეგ ნამდვილად დაესესხებით პოეტს სიტყვებს: „არა, სხვისი შესაშური რა გვჭირს, თვარა, კი”...



ლეილა კინწურაშვილი


скачать dle 11.3