კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აირჩიეს ახალგაზრდა მოდელი თათია ჩიხლაძე გინესის რეკორდსმენთა კლუბის სახედ და რომელი იყო 2010 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკორდი

კლუბი „რეკორდი“ უკვე 2 წელია ეხმარება ახალგაზრდა რეკორდსმენებს და ყოველთვის აფიქსირებს, აშუქებს მათ რეკორდებს. რამდენიმე დღის წინ მათ კლუბის სახედ აირჩიეს ახალგაზრდა, მომხიბვლელი მოდელი თათია ჩიხლაძე. თათიამ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი წამოიწყო, 21 დღე, ფაქტობრივად, იშიმშილა და ამ სფეროში რეკორდის დამყარებას აპირებს. რა გეგმები აქვს და როგორ აპირებს ის 3 თვე იშიმშილოს. ამაზე, თავად თათია ჩიხლაძე და ბატონი შოთა ქელდიშვილი გვესაუბრებიან.

შოთა ქელდიშვილი: ჩვენი კლუბი უკვე ორი წელია ორგანიზებას უწევს და აფიქსირებს გინესის რეკორდებს. ჩვენ ჩავატარეთ პრესკონფერენციები სარეკორდო ასპარეზობებთან დაკავშირებით, სადაც წარმოვაჩინეთ ახალგაზრდა, მშვენიერი მოდელი თათია ჩიხლაძე. ის გახდა ჩვენი კლუბის სახე. იგი აქტიურად ვარჯიშობს, ცურავს. მისდევს ჯანმრთელი ცხოვრების წესს, სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ ჩვენ კლუბში და ავირჩიეთ კლუბის სახედ. მან დაიცვა ძალიან რთული დიეტა და თავის შედეგის გაუმჯობესებას აპირებს. ამით ის რეკორდსაც კი დაამყარებს ამ სფეროში.

– თათია, უპირველესად გაგვეცანი. ვინ ხარ, რას საქმიანობ?

თათია ჩიხლაძე: მე ვარ მოდელი. ძალიან მიყვარს როცა ადამიანი კარგ ფორმაშია და თავიდან სწორედ ამიტომ დავიწყე დიეტის დაცვა. ეს 21-დღიანი დიეტა მე თვითონ მოვიგონე. ვჭამდი მარტო მაწონს და ყოველდღე ვვარჯიშობდი. დავდიოდი სატრენაჟორო დარბაზში, ცურვაზე.

– ვარჯიში და თან დიეტა, ძნელი არ იყო, არ დაგასუსტა?

– არა, იმდენად მინდოდა გახდომა, რომ მშვენივრად ვგრძნობდი თავს. ადამიანი რასაც მოინდომებს, აუცილებლად გამოუვა. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა.

– რამდენი კილოს დაკლება შეძელი ამ დიეტის დახმარებით?

– დავიკელი 7 კილოგრამი. მეტი არც მინდოდა. საერთოდ, ერთიანად ბევრის დაკლება სასურველი არ არის. მთავარია, ნელ-ნელა მოახერხო ზედმეტი კილოგრამების მოშორება და ბოლოს სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევ.

– შენ აპირებ ამ სფეროში რეკორდის დამყარებას. როგორი იქნება ეს რეკორდი?

– ვაპირებ შედეგის გაუმჯობესებას და ამ დიეტას დავიცავ 3 თვის განმავლობაში. საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და აუცილებლად გამომივა. ყველა ადამიანს ვურჩევ, დაიცვას ჯანმრთელი ცხოვრების წესი და ბევრი ივარჯიშოს. დილით, თუნდაც, 15 წუთით ისეირნოს სუფთა ჰაერზე.

– კლუბ „რეკორდის” სახე როგორ გახდი?

– საერთო ნაცნობის საშუალებით, მე და ბატონმა შოთამ ერთმანეთი გავიცანით. როდესაც მან გამიცნო და გაიგო ჩემ შესახებ, გადაწყვიტა კლუბის სახედ ავერჩიე.

ბატონი შოთა: თათია ძალიან წარმატებული გოგონაა. მიწვეულია ბოლივუდში. იწვევენ სხვადასხვა კონკურსებში. როდესაც შევიტყვე მისი ცხოვრების შესახებ, ძალიან დავინტერესდი. საინტერესო გოგონაა და რაც მთავარია, ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავს. ეს, ალბათ, ყველაზე მთავარია.

– თათია, ამ დიეტის გარდა, კიდევ თუ აპირებ სხვა სფეროში რეკორდის დამყარებას?

თათია: არა, ჯერჯერობით მხოლოდ ამ რეკორდზე შევჩერდები. ყველანაირად ვეცდები, გამომივიდეს და მხოლოდ ამაზე ვარ კონცენტრირებული. რაც შეეხება სხვა რეკორდს, მომავალში შეიძლება, კიდეც ვცადო. ჯერჯერობით გეგმაში არ მაქვს.

– ბატონო შოთა, რა სახის რეკორდებს აფიქსირებს თქვენი კლუბი და რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რეკორდი.

ბატონი შოთა: ჩვენი კლუბი აფიქსირებს ყველანაირ რეკორდს. წელს ჩავატარეთ რვა ღონისძიება. მაგალითად, ძალიან საინტერესო იყო რეკორდი დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრაში. 13 საათის განმავლობაში შეუსვენებლივ უკრავდა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სამდღიანი კონცერტი როიალზე. ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს მისდიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ამიტომ, ძალიან მისასალმებელია თათიას პიროვნება, მან თავისი ცხოვრების სტილით მოგვხიბლა.

– ყველაზე ხშირად რა სახის რეკორდებს ამყარებენ ხოლმე?

– ყველაზე ხშირია სპორტული რეკორდები. რა თქმა უნდა, არის საკონცერტო რეკორდებიც. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით ნებისმიერი სახის რეკორდს. ჩვენთან კლუბში, გაწევრიანებული არიან მსოფლიო დონის რეკორდსმენები. ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებთ მნიშვნელოვან და საინტერესო რეკორდს.


скачать dle 11.3