ვალერი მელაძე და ალბინა ჯანაბაევა ერთმანეთს “არ იმჩნევენ„
უკვე მრავალი წელია, რაც რუსული პრესა ალბინა ჯანაბაევასა და ვალერი მელაძის რომანზე ლაპარაკობს, რომელიც იმდენ ხანს გრძელდება, რამდენი წელიც პრესა ამაზე წერს. ალბინას ვალერისგან ჰყავს შვიდი წლის შვილი – კოსტია, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში მათ სასიყვარულო ურთიერთობისთვის ოფიციალური ფორმა და სახე არ მიუციათ და პრესის წინ მაინც თამაშობენ ერთმანეთის მიმართ გულგრილობას. მაგალითად, სულ ახლახან გამართულ „პესნია გოდა 2010-ზე“ ისინი ცალ-ცალკე იყვნენ მისულები და წვეულების დროს მელაძე მომღერალ გრეგორი ლეპსას კომპანიაში იყო, ალბინა ჯანაბაევა კი „დისკოთეკა ავარიას“ სოლისტთან, ალექსეი რიჟოვთან ფლირტაობდა. თუმცა, საზოგადოებას თვალთახედვიდან არ გამოჰპარვია, რომ „ვიაგრასა“ და მელაძის საგრიმიოროები გვერდიგვერდ იყო განთავსებული და ისინი ყველასგან ჩუმად ახერხებდნენ, ერთმანეთს მოსიყვარულებოდნენ. როგორც ჩანს, ალბინას და ვალერის ურთიერთობა არ გაუფუჭებია ჭორს მელაძისა და ულამაზესი ლიზა ბოიარსკაიას სიყვარულის შესახებ. ასეა თუ ისე, წყვილი ერთადაა, მაგრამ, ამდენი წლის მერეც არ აკეთებენ თავიანთი გრძნობების „დეკლარირებას“.