კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

პუტინი რუსეთში

„წლის პოლიტიკოსია“

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა „2010 წლის პოლიტიკოსის“ გამოკითხვაში პირველი ადგილი დაიკავა. მის კანდიდატურას რუსეთის მოსახლეობის 55-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი 37 პროცენტით გავიდა, ხოლო მესამე საპატიო ადგილზე, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ვოლფის ძე ჟირინოვსკი აღმოჩნდა. წლის მოვლენად რუსეთში მოსკოვის მერის – ლუჟკოვის გადაყენება და მის ადგილზე სერგეი სობიანინის დანიშვნა აღიარეს, მეორე ადგილი ზაფხულში გახშირებულმა ხანძრებმა, მესამე კი, მოსკოვში, „მანეჟნაია პლოშადზე“ განვითარებულმა მოვლენებმა დაიკავა.

ბუშის მემუარები ორმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა

ამერიკულმა საგამომცემლო სახლმა „ქროუნ ფაბლიშინგ გრუპმა“, ამერიკის შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მემუარების წიგნი გამოსცა, რომელიც საზოგადოებამ წლის ყველაზე წარმატებულ პროექტად აღიარა. ნოემბრის დასაწყისში – ორი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, ხოლო ელექტრონული სახით წიგნი 200 ათასი ერთეულის სახით გასხვისდა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ბუშის წიგნი 1,5 მილიონი ტირაჟით დაიბეჭდა, თუმცა მოთხოვნა მასზე იმდენად დიდი იყო, რომ დამატებით კიდევ ერთი მილიონი ცალი დაბეჭდეს. საინტერესოა, რომ ბუშის მემუარებამდე ამერიკელებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბილ ქლინთონისა და ბარაკ ობამას მემუარების წიგნები, თუმცა, თითოეული ეს წიგნი ერთ მილიონზე მეტი ტირაჟით არ გაყიდულა.

მედვედევს „ვიკილიქსის“ არ ეშინია

რუსეთის სამი ცენტრალური ტელეარხისთვის მიცემული ინტერვიუს დროს, პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს საიტ „ვიკილიქსის“ მაკომპრომეტირებელი ცნობები და მას არ ეშინია მათი. მედვედევის თქმით, „ვიკილიქსის“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს უნდა ეშინოდეთ. პრეზიდენტმა ასევე დაამატა: შიშის გრძნობა რომ მქონოდა, ინტერნეტში საერთოდ არ შევიდოდიო. „ვისთვის „ვიკილიქსია“ წლის მოვლენა და ვისთვის – სახლის სახურავზე ჩამოკიდებული უზარმაზარი ყინულის ლოლოები“, – დაამატა მედვედევმა.

კიმ ჩენ ირის საჩუქარი – რელსებიდან გადმოვარდა

მატარებელი, რომლითაც ჩრდილოეთ კორეელი ლიდერის, კიმ ჩენ ირის შვილის – კიმ ჩენ უნის საჩუქრები მოემართებოდა ფხენიანში, რელსებიდან გადავიდა. ინციდენტი 11 დეკემბერს მოხდა, თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. გარდა საჩუქრებისა, მატარებელი ტელევიზორებით იყო დატვირთული. შემთხვევა ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის საზღვარზე მოხდა და ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწია საჩუქრებსა და ტელევიზორებს. შეგახსენებთ, რომ კიმ ჩენ უნის დაბადების დღე, 8 იანვარი, მასშტაბურად აღინიშნება ფხენიანში და ამბობენ, რომ სწორედ ის შეცვლის კიმ ჩენ ირს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე.

ობამამ გეი-ჯარისკაცებს ორიენტაციის არდამალვის უფლება მისცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ხელი მოაწერა კანონს, რომლის საფუძველზე ამიერიდან ჰომოსექსუალ ჯარისკაცებს უფლება ეძლევათ, არ დამალონ თავიანთი არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია და მათ ამის გამო არავინ არ აიძულებს, დატოვონ არმიის რიგები. შეგახსენებთ, რომ მანამდე ამერიკაში მოქმედებდა დაუწერელი წესდება: „არ იკითხო, არ თქვა“, რომელიც ზღუდავდა ჰომოსექსუალების დასაქმებას არმიის რიგებში. ეს წესდება 1993 წლიდან მოქმედებდა და ამ ხნის განმავლობაში ამერიკის ჯარიდან 13 ათასი ჯარისკაცი იყო დათხოვნილი ჰომოსექსუალიზმში ბრალდებით. ახალ კანონს ობამამდე მხარი თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა და კონგრესის ზედა და ქვედა პალატებმა დაუჭირეს.

ბერლინში რეიგანის მოედანი იქნება

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი გამოვიდა ინიციატივით, რომ ბერლინის ერთ-ერთ მოედანს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის – რონალდ რეიგანის სახელი დაერქვას. რონალდ რეიგანი 2004 წელს გარდაიცვალა, 2011 წლის 6 თებერვალს კი მას 100 წელი შეუსრულდებოდა და ამ თარიღთან დაკავშირებით გერმანელი მინისტრი ცდილობს, პატივი მიაგოს მის ხსოვნას. გუტენბერგის აზრით, რეიგანმა დიდი წვლილი შეიტანა გერმანიის გაერთიანებაში და გაიხსენა ექს-პრეზიდენტის სიტყვები, რომლებიც მან 1987 წლის 12 იანვარს ბერლინის კედელთან წარმოთქვა: ბატონო გორბაჩოვ, გაიტანეთ ეს კედელი!


скачать dle 11.3