კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაიწყება სომხეთ-აზერბაიჯანის ომი რუსეთში სამოქალაქო დაპირისპირების შემთხვევაში და როგორ აღმოჩნდება საქართველო ჩათრეული ამ ორმხრივ კონფლიქტში

2010 წელი ცხელი წერტილების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა: ერაყს, ავღანეთიც დაემატა, ტრადიციულად გრძელდება ისრაელ-პალესტინის დაპირისპირება, მეტიც, წლის მიწურულს ორი კორეაც აიქოჩრა ერთმანეთის წინააღმდეგ (თანაც ორივეს ატომური ბომბი ეგულება თავის არსენალში), ჩრდილოეთ კავკასიაში კი აფეთქებები ლამის ყოველდღიურ ამბად იქცა. როგორ და სად შეიძლება, განვითარდეს საომარი მოქმედებები 2011 წელს, 2010 წლის გამოცდილების გათვალისწინებით? – ამ კითხვით კავკასიის საკითხებში ექსპერტს, მამუკა არეშიძეს მივმართეთ.

– მსოფლიოს ტრადიციული მდგომარეობაა, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაპირისპირება, თუმცა მათგან მხოლოდ რამდენიმე ახდენს გავლენას გლობალურ პოლიტიკაზე, დანარჩენებს ლოკალური ხასიათი აქვს და მხოლოდ რეგიონულ პოლიტიკაზე ზემოქმედებს. გლობალურ პოლიტიკაზე გავლენას ახდენს პროცესები, რომლებიც ვითარდება ერაყში, ავღანეთსა და კავკასიაში. ავღანეთი უკვე 30 წელია, გავლენას ახდენს გლობალურ პოლიტიკაზე. ეს მდგომარეობა ხელოვნურად ნარჩუნდება, რადგან ძალიან ბევრი ძალაა დაინტერესებული ავღანეთის გეოპოლიტიკური სივრცის ფლობით – მას საკვანძო მდებარეობა აქვს. ამ კონფლიქტით ხერხდება ისეთი თემის შენარჩუნება, როგორიცაა ნარკოტრაფიკი. ავღანეთი აზიაში მოპოვებული ნარკოტიკების 90 პროცენტს გამოიმუშავებს. შემდეგ ეს ნარკოტიკები შედის შუა აზიასა და რუსეთში; ბუნებრივია, ხვდება კავკასიაშიც. გარდა ამისა, ეს ნარკოტიკები ამერიკელი ჯარისკაცების მეშვეობით ხვდება კოსოვოში, ამერიკულ ბაზა „არიზონაში“, საიდანაც ვრცელდება ევროპაში. როგორც ჩანს, ეს გარკვეული პოლიტიკის ნაწილია. ავღანური ნარკობაზრის წლიური ბრუნვა ხუთი მილიარდი დოლარია. ამდენად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას აძლევს ხელს ავღანეთის კონფლიქტის ხელოვნურად შენარჩუნება.

– ავღანეთში საბჭოთა ჯარების ყოფნის დროსაც ეს ხდებოდა?

– არა, მაშინ არ ჰქონდათ ასეთი რაოდენობის ნარგავები. მაშინ უფრო დაბალი ხარისხის ნარკოტიკი იწარმოებოდა, ძირითადად, „პლანის“ დონეზე, ახლა უკვე ჰეროინი მზადდება.

– ამერიკას რა უნდა, ნარკობაზარი აკონტროლოს თუ მოსპოს?

– იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამერიკას უნდა, რაც შეიძლება, მეტად ჩაითრიოს ამ პროცესში რუსეთი. ამერიკელებსა და ნატოს უნდათ, რომ რუსეთი პარტნიორად გაიხადონ ავღანურ ოპერაციაში.

– ერთად რომ აკონტროლონ ნარკოტიკების გავრცელება?!

– ძალიან ნიშანდობლივ ფაქტს გეტყვით, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის უცნობია. რამდენიმე ხნის წინათ ამერიკელებისა და რუსების სპეციალური დანიშნულების რაზმებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს ავღანეთში ნარკომოვაჭრეების გამოსავლენად და მათი ბაზების გასანადგურებლად. ეს ოპერაცია წარმატებით დასრულდა, მაგრამ ავღანეთის დღევანდელი მთავრობისგან ფარულად ჩატარდა და კარზაიმ პროტესტი გამოხატა არა ამერიკელების, არამედ რუსეთის სპეცრაზმის მონაწილეობის გამო. მე მაინც მგონია, რომ ეს ერთგვარი ხაფანგია რუსებისთვის, რათა ჩაითრიონ და შემდეგ პასუხისმგებლობა გაუნაწილონ. მიუხედავად გადატვირთვისა და დასავლეთის არაერთი განცხადებისა, რომ რუსეთთან პატიოსან ფორმატში აპირებს ურთიერთობას, ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ დასავლეთი კარგად სარგებლობს რუსულ სახელისუფლო ვერტიკალში არსებული დაპირისპირებით და მაინც თავისას აკეთებს: ზღუდავს რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის სივრცეს და ამას ხშირად აკეთებს რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობით. გამოვიდეთ იქიდან, რომ მედვედევისთვის პოსტის შენარჩუნების ერთადერთი შანსი დასავლეთის მხარდაჭერაა. ამით ის, ერთი მხრივ, მატერიალურ ზურგს იქმნის და, მეორე მხრივ, იმხრობს რუს ოლიგარქებს, რომლებიც ტრადიციულად სიმპათიით არიან განწყობილი დასავლეთისადმი და ყოველთვის იხრებიან იმ ადამიანისკენ, რომელიც დასავლეთზეა ორიენტირებული. ამდენად, მედვედევმა მოახერხა ოლიგარქებისგან გუნდის შექმნა, ამიტომ ზოგ შემთხვევაში იძულებულია, გაითვალისწინოს ამერიკული ინტერესები. რასაც მე ვლაპარაკობ, ამართლებს იმ ფორმულას, რომლის ავტორიც თავად ვარ: დასავლეთს არ სჭირდება ძლიერი რუსეთი, მაგრამ სჭირდება ღონიერი რუსეთი, თითქოს ალოგიკური მიდგომაა, მაგრამ დასავლეთი ამას აკეთებს. რუსეთი მას სჭირდება, როგორც რეგიონული დავალების შემსრულებელი, როგორც ფორპოსტი ჩინეთის წინააღმდეგ, მაგრამ არა ძლიერი, იმპერიული რუსეთი, რომელიც აქეთ დაუწყებს მას თავისი ნება-სურვილის კარნახს. ავღანეთის ოპერაციაში რუსეთის ჩართვა, ერთი მხრივ, არის რუსეთის რესურსის გამოყენების – როგორც ხალხის, ისე მატერიალურის, პლუს გამოცდილებისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების საშუალება.

– მაგრამ პუტინმა რამდენჯერმე თქვა, რუსეთი არ ჩაერთვება ავღანეთის ოპერაციაშიო?

– პუტინი ხშირად ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს. პუტინიც ცნობილია თავისი სიჯიუტით, მაგრამ საინტერესო სიჯიუტე ახასიათებს, იმავე იდეას თუ სხვა ფორმით შესთავაზებ, დაგეთანხმება.

– პუტინს არ აქვს დასავლეთთან დაახლოების შანსი?

– არა, დასავლეთმა ფსონი ცალსახად მედვედევზე დადო. როდესაც პუტინსა და მედვედევს შორის ბრძოლაზე ვლაპარაკობთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მედვედევი გაპრეზიდენტდება მეორედ, ეს არ ნიშნავს, რომ პუტინი წავა. შესაძლოა, ის ისევ დარჩეს. თუ პუტინმა გაიმარჯვა, ალბათ, მედვედევს მოსრავს, მაგრამ ერთ-ერთი ვარიანტია დღევანდელი პარიტეტის შენარჩუნება. პუტინი ცდილობს, მოირგოს ანტიდასავლელის მანტია, თუმცა არც პარიტეტის შენარჩუნების შესაძლებლობას გაუშვებს ხელიდან, რადგან 2011-2012 წლები რუსეთის ეკონომიკისთვის ძალიან მძიმე იქნება: შესაძლოა, კრახით დასრულდეს ან თვალში გამოიხედოს და ეს დასავლეთზეა დამოკიდებული. პუტინმა ეს კარგად იცის და ეს იმ საკითხების კომპლექსია, რაშიც ავღანეთი თავის როლს ასრულებს.

– ერაყის კონფლიქტი გაიყინა? აღარ დგას დღის წესრიგში მისი სამად დაშლის საკითხი?

– ერაყის დღევანდელი მდგომარეობა შეინარჩუნა თურქეთმა. ქურთების საკითხი თურქეთზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. დასავლეთი თურქეთს ევაჭრება, თუ თურქეთი გავა დასავლეთის გავლენის სფეროდან, მაშინ დასავლეთი მას პრობლემას შეუქმნის დამოუკიდებელი ქურთისტანის სახით. დღეს ამერიკა და დასავლეთი არ ჩქარობენ ერაყის დაშლას და ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის გამოცხადებას, რაც თურქეთისთვის ყელში დანის გამოსმას ნიშნავს. ამერიკაში არსებობს გეგმა, რომელიც ჩვენთვის, სპეციალისტებისთვის, ცნობილია. ეს არის ქურთებით დასახლებული ერთ-ერთი ქურთული ქალაქის ქურთული პოლიტიკის ცენტრად ქცევა. ამერიკისთვის ძალიან ხელსაყრელი იქნება ირანისა და სირიისთვის ქურთული ავტონომიის მოშორება, ამისთვის ერაყისა და თურქეთის ქურთული პროვინციების დამატება და დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ წინა აზიის ქვეყნებში იყო პროამერიკული მთავრობები, მათ შორის, თურქეთში, მათ მომძლავრების შემდეგ დამოუკიდებელი თამაში დაიწყეს, რაც ამერიკელებისთვის მიუღებელია. ამიტომ ფიქრობენ, რომ ისინი ჩაანაცვლონ სხვა ქვეყნით. ასე რომ, თუ თურქეთი განაგრძობს თავის პოლიტიკას, არ არის გამორიცხული, შედეგად დამოუკიდებელი ქურთისტანი მიიღოს.

– გამოდის, რომ 2010 წლის საომარ კერებს ახლებიც დაემატება?

– ისტორიას, საერთოდ, მემკვიდრეობითობა ახასიათებს. ასე რომ, ძველი ცხელი წერტილებიც გადავა 2011 წელს, მაგრამ შესაძლოა, ახალიც გაჩნდეს. ჩვენი მკითხველისთვის შესაძლოა, მოულოდნელი იყოს, მაგრამ რუსეთმა ისე არია სიტუაცია კავკასიაში, რომ ის ჩვენთვის ძალიან სახიფათო გახადა. კრემლის პოლიტიკამ კავკასიაში ძალიან არაჯანსაღი ვითარება შექმნა. კავკასიელების ნაწილს გაუჩნდა გაუმართლებელი ამბიცია და „გონორი“. მიუხედავად იმისა, რომ ეს რუსულ პრესაში არ ჩანს და არც რუსი პოლიტიკოსები ლაპარაკობენ ამაზე ხმამაღლა, კრემლმა ძალიან გაათავხედა კავკასიელები, განსაკუთრებით, ჩეჩნები. დღეს, მაგალითად, ჩეჩენ მილიციელებს, რომლებიც თავიანთ პირად საქმეზე არიან მოსკოვში, შეუძლიათ, ცეცხლი გაუხსნან სარეისო ავტობუსს, თუ ის მათ მანქანას არასწორად გადაუჭრის გზას. იყო შემთხვევა, როდესაც სასტუმრო „ევროპეისკაიაში“ დაცვამ არ შეუშვა იარაღიანი ჩეჩენი. ის დაბრუნდა თანმხლებ პირებთან ერთად, სულ დალეწეს სასტუმროს ფოიე, სცემეს დაცვა და ეს შერჩათ. ჩეჩნებს შეუძლიათ „რედისონ სლავიანსკაიაში“ „სტეჩკინებით“ იარონ და მათ ვერავინ ვერაფერს ეუბნება. ეს კადიროვის ხალხია. გახსოვთ, როდესაც კარელიაში მთელი ქალაქი დაარბიეს მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ ჩეჩენს ხელი არასწორად შეუბრუნეს. თანაც არა მხოლოდ ჩეჩნების, ინგუშების მიმართაც ასეთი დამოკიდებულებაა. ამიტომ, როდესაც რუსი ანალიტიკოსები რუსულ ფაშიზმზე ლაპარაკობენ, იქვე ახსენებენ კავკასიურ ფაშიზმსაც და ეს იმ არასწორი პოლიტიკის შედეგია, რასაც მოსკოვი ატარებს. მოსკოვს შეუძლია, ერთ დღეში დაუუთოოს რომელიმე ჩრდილოკავკასიური ქალაქი, მაგრამ, სამაგიეროდ, კავკასიელები რომ ჩადიან მოსკოვში, ყველაფრის უფლება აქვთ. მით უმეტეს, რომ, განსაკუთრებით, მოსკოვის ძალოვანი სტრუქტურები ძალიან კორუმპირებულია. გახსოვთ, როდესაც მოკლეს რუსი ფანატი სვირიდოვი, მაშინვე დაიჭირეს ყველა, მაგრამ ბოლოს მხოლოდ ჩერკეზოვი დარჩა პატიმრობაში. შემდეგ, როდესაც რუსმა ფანატებმა პუტინს პირისპირ შეხვედრისას პასუხი მოსთხოვეს, პუტინმა გასცა ბრძანება, ყველანი დაეჭირათ, მაგრამ უკვე ვეღარავინ იპოვეს. რუსეთში შექმნილი ეს ვითარება საქართველოსთვის ძალიან სახიფათოა.

– ჩვენც რომ არ დაგვაუთოოს კადიროვის ხალხმა?

– მაგალითად, „კავკასიურ სახლში“ ერთ-ერთი შეხვედრისას, ჩეჩნებმა ობსტრუქცია მომიწყვეს, რომ თითქოსდა ჩვენ ჯეროვნად არ ვუჭერთ მხარს მათ ბრძოლას და აფხაზეთის თემა სულ დაავიწყდათ. ამის თქმა, რა თქმა უნდა, ყველაზე არ შეიძლება, მაგრამ რუსებმა ჩრდილოკავკასიელი ხალხების ცნობიერებაში ასეთი პოლიტიკით მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინეს. ადრე რუსებისთვის შეიძლებოდა ყველაფერი, კავკასიელებისთვის – არაფერი, ახლა თვითონ რუსებმავე გადაწყვიტეს ლიბერალიზაცია და გამოვიდა, რომ კრემლისთვის ჩრდილოეთ კავკასიაში შეიძლება ყველაფერი, ჩრდილოკავკასიელებისთვის კი ყველაფერი შეიძლება რუსეთის ქალაქებში. ჩეჩნები უცერემონიოდ ავიწროებენ ადგილობრივ რუსებს და ეს შესაძლოა, მივიდეს სამოქალაქო ომამდე.

– ჯერჯერობით კუნთების მოთამაშე ჩრდილოკავკასიელებს არ უსარგებლიათ საქართველოს მიერ გამოცხადებული ცალმხრივი უვიზო მიმოსვლით. რატომ?

– ჩვენთან ჯერჯერობით ჩამოდის ჩრდილოკავკასიელების უფრო ცივილიზებული ნაწილი, ვისთან მეგობრობაც ჩვენ გვინდა და ასეც უნდა იყოს. ამასობაში უკვე 20 000-მდე ადამიანმა გადმოკვეთა საზღვარი. მათ შორის იყვნენ ისინი, რომლებიც სალოცავად მექაში მიდიოდნენ. მეორე მხრივ, დიდ ფულზე ორიენტირებულ ჩრდილოკავკასიელებს საქართველო არ აინტერესებთ, ისინი დიდ ფულს რუსეთის დიდი ქალაქებში შოულობენ. აქ დადიან თურქეთთან წვრილმანი ვაჭრობით დაინტერესებული ჩრდილოკავკასიელები, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება ხვალ და ზეგ. დარწმუნებული ვარ, ქართველი მესაზღვრეები არავის გადმოუშვებენ იარაღით, მაშინ, როდესაც იარაღიანი ჩეჩენი და ინგუში თავისუფლად დასეირნობენ მოსკოვში.

– ამას თუ ყარაბაღის ომის განახლების ალბათობასაც დავუმატებთ, ძალიან საინტერესო მდგომარეობაში ვყოფილვართ?

– უპირველესად, რუსეთია დაინტერესებული ყარაბაღში მშვიდობის შენარჩუნებით. დასავლეთმა ყარაბაღის მოსაგვარებელი ყველა საკითხი რუსეთს გადასცა, ამიტომაც დადის მედვედევი ხან ერევანში და ხან – აზერბაიჯანში. სომხეთს ომი ნამდვილად არ უნდა, არც აზერბაიჯანს უნდა მაინცდამაინც, მაგრამ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა რთულ მდგომარეობაშია. სამ მილიარდამდე ხარჯავს ყოველწლიურად ჯარზე და ხალხს უჩნდება შეკითხვა, თუ ამდენ ფულს ვხარჯავთ, რატომ არ ვიბრუნებთ, თუ მთელ ყარაბაღს არა, აზერბაიჯანის შვიდ რაიონს მაინცო. საერთოდ, პოლიტიკას ახასიათებს, როდესაც ვეღარ ამუხრუჭებ მოვლენათა განვითარებას. არადა აზერბაიჯანულ პრესაში ჩნდება პატრიოტული წერილები, რომლებიც ხალხს მოუწოდებს კონსოლიდაციისკენ, რომ დაიბრუნონ ოკუპირებული ტერიტორია. საკმარისია, რუსეთში სამოქალაქო ომი დაიწყოს, აზერბაიჯანი აუცილებლად გამოუცხადებს ომს სომხეთს და ჩვენც ჩაგვითრევენ ამ კონფლიქტში.

– ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ შექმნილ ვითარებაში?

– ჩვენ ზედმეტი აქტივობა არ გვმართებს, უბრალოდ, ისევ დასავლეთი უნდა იყოს ჩვენი განვითარების ვექტორი, თუმცა რეგიონული პოლიტიკაც უნდა ვაწარმოოთ. მაგრამ, რაც მთავარია, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, მოხდეს ჩვენი ინტეგრაცია დასავლეთთან, რომ იქნებ ჩვენი მეზობლებიც შევიყოლოთ თან. მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგი ვიყავი ევროკავშირთან გამარტივებული რეჟიმისა, მე მესმის ამის მომხრეთა ლოგიკაც. მეტიც, მე ირანის მიმართულებით აქტივობის ლოგიკაც მესმის. ისე აეწყო რეგიონული პოლიტიკა, თუ ბრჭყალები არ გამოაჩინე, უშენოდ ჩაივლის მთელი პოლიტიკური პროცესები. ამის მაგალითია სომხებისა და აზერბაიჯანის მიერ გამოჩენილი ბრჭყალები სომხურ-თურქულ ურთიერთობაში. მათ, ფაქტობრივად, ჩაშალეს დიდი ქვეყნების მიერ შექმნილი გეგმა: სომხეთმა – თავის საზიანოდ, მაგრამ აზერბაიჯანმა – თავის სასარგებლოდ. სხვათა შორის, იქ იყო საინტერესო ეპიზოდი. ბუნებრივია, თუკი თურქეთ-სომხეთის საზღვარი გაიხსნებოდა, ჩვენ განზე ვრჩებოდით, მაგრამ საზღვრის გახსნის შემთხვევაში სომხური დიასპორა მზად იყო, მნიშვნელოვანი ზეწოლა განეხორციელებინა, რომ გაეყვანა რუსეთის ჯარი სომხეთიდან. ეს მოგვიანებით გახდა ცნობილი. მაგრამ, რადგან თურქეთ-სომხეთის საზღვარი არ გაიხსნა, ეს გეგმა ჩავარდა.

– რა ალბათობა აქვს ყარაბაღის ომის განახლებას, თუ რუსეთში სამოქალქო ომი არ დაიწყება?

– აზერბაიჯანის ხელისუფლება თანდათან უფრო დამოუკიდებელი ხდება გადაწყვეტილებების მიღებისას. ერთადერთი, რაც მას აჩერებს, არის ის, რომ თავიანთი შეიარაღებული ძალები არ მიაჩნია მზად შეტევითი ოპერაციებისთვის. აზერბაიჯანის ხელისუფლებას უნდა, რომ ხუთჯერ მეტი შეტევითი პოტენციალი ჰქონდეს, განსაკუთრებით ავიაციაში. ჯერჯერობით კი ასეთი მდგომარეობა არ არის.


скачать dle 11.3